ბრძენ მასწავლებელთა უმრავლესობა ჩვენს მიერ აღწერილ სიძვის მტანჯველის შემდეგ სწორედ ვერცხლისმოყვარებას, ამ მრავალთავიან ვეშაპს დაგვანახებს, ამიტომ ჩვენც ეს ბრძნული დადგენილება რომ არ შევცვალოთ, მათ უნდა მივდიოთ, ამგვარად თუ გსურსთ ...
იხილეთ სრულად
ბრძენ მასწავლებელთა უმრავლესობა ჩვენს მიერ აღწერილ სიძვის მტანჯველის შემდეგ სწორედ ვერცხლისმოყვარებას, ამ მრავალთავიან ვეშაპს დაგვანახებს, ამიტომ ჩვენც ეს ბრძნული დადგენილება რომ არ შევცვალოთ, მათ უნდა მივდიოთ, ამგვარად თუ გსურსთ მცირეოდენი ამ სენის შესახებაც ვთქვათ, შემდეგ კი მოკლედ მის წამალზეც ვისაუბროთ.
ვერცხლისმოყვარება კერპთაყვანისმცემლობაა - ურწმუნოების ასული, საკუთარი უძლურების შეწყნარება, სიბერის მომასწავებელი, შიმშილის წინამაუწყებელი, უ...
ზოგი ამტკიცებს, რომ აღძვრა და დაცემა ძილში მხოლოდ საჭმლისგან შეიძლება გამომდინარეობდეს, მაგრამ მე მინახავს, რომ ბევრი სნეული და მძიმედ მმარხველნიც ამით შეიბილწებოდა.
ერთხელ ამის შესახებ ერთ მეტად გამოცდილ და გონიერ ბერს ვკით...
იხილეთ სრულად
ზოგი ამტკიცებს, რომ აღძვრა და დაცემა ძილში მხოლოდ საჭმლისგან შეიძლება გამომდინარეობდეს, მაგრამ მე მინახავს, რომ ბევრი სნეული და მძიმედ მმარხველნიც ამით შეიბილწებოდა.
ერთხელ ამის შესახებ ერთ მეტად გამოცდილ და გონიერ ბერს ვკითხე და ამ ნეტარმა მეტად გასაგებად განმიმარტა: ხდება, რომ ძილში დაცემა საჭმლის სიუხვის ან ხანგრძლივი მოსვენების შედეგია, ხშირად კი ამპარტავნებიდან გამომდინარეობს, როდესაც ჩვენ დიდხანს არ შეგვმთხვევია ამგვარი რამ და ამიტომ თავს ა...
როდესაც სარეცელზე ვწევართ, მით უმეტეს მხნეობა და სიფხიზლე გვმართებს, რადგან მაშინ ჩვენი გონება მარტოდ, სხეულის გარეშე ებრძვის ეშმაკებს და თუ იგი სიძვისმოყვარეა ან სიძვის ოცნებებითაა სავსე, მაშინ დიდი სიხარულით გვიღალატებს. სიკვდილ...
იხილეთ სრულად
როდესაც სარეცელზე ვწევართ, მით უმეტეს მხნეობა და სიფხიზლე გვმართებს, რადგან მაშინ ჩვენი გონება მარტოდ, სხეულის გარეშე ებრძვის ეშმაკებს და თუ იგი სიძვისმოყვარეა ან სიძვის ოცნებებითაა სავსე, მაშინ დიდი სიხარულით გვიღალატებს. სიკვდილის ხსენება შენთან ერთად უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს და მისი თანამზრახველი იესოს ლოცვა უნდა იყოს, რადგან ძილის დროს ისე ვერაფერი გვიშუამდგომლებს, როგორც ეს ღვაწლი.
გეკითხებით, რატომაა, რომ როდესაც ვინმე რაიმე ცოდვას ჩაიდენს, ჩვეულებრივ ვამბობთ: - მან შესცოდა, - ხოლო როდესაც შევიტყობთ, რომ ვინმემ სწორედ სიძვა მოიმოქმედა, მწუხარებით შევნიშნავთ: - იგი დაეცა. როდესაც ეშმაკი მოინდომებს, რომ ორი ა...
იხილეთ სრულად
გეკითხებით, რატომაა, რომ როდესაც ვინმე რაიმე ცოდვას ჩაიდენს, ჩვეულებრივ ვამბობთ: - მან შესცოდა, - ხოლო როდესაც შევიტყობთ, რომ ვინმემ სწორედ სიძვა მოიმოქმედა, მწუხარებით შევნიშნავთ: - იგი დაეცა. როდესაც ეშმაკი მოინდომებს, რომ ორი ადამიანი სამარცხვინო სიყვარულით შეიაკავშიროს, ჯერ ირივე მხარეს გამოსცდის და შემდეგ ვნების ცეცხლს აღძრავს.
ხშირად სიძვისმოყვარებისკენ მიდრეკილი ადამიანები მგრძნობიარენი და მოწყალენი, გულჩვილნი და ალერსიანნი არიან, ხოლო მათ...
როდესაც ვინმე ნახავს, რომ რამენაირი ვნება გაბატონდა მასზე, მაშინ პირველ რიგში მის წინააღმდეგ უნდა შეიარაღდეს, განსაკუთრებით, თუ ეს შინაური მტერია, რადგან თუ ამ ვნებას არ დავამარცხებთ, სხვების დამარცხება არაფერს გვარგებს, ხოლო თუ ა...
იხილეთ სრულად
როდესაც ვინმე ნახავს, რომ რამენაირი ვნება გაბატონდა მასზე, მაშინ პირველ რიგში მის წინააღმდეგ უნდა შეიარაღდეს, განსაკუთრებით, თუ ეს შინაური მტერია, რადგან თუ ამ ვნებას არ დავამარცხებთ, სხვების დამარცხება არაფერს გვარგებს, ხოლო თუ ამ ეგვიპტელს მოვწყლავთ, მაშინ სიმდაბლის მაყვლოვანში უფალს ვიხილავთ.
როდესაც სიძვის მიერ განვიცდებოდი, ვიგრძენი რომ ამ მგელს იმით სურს მაცდუნოს, რომ ჩემს გულსი პირუტყვული სიხარული, ცრემლი და ნუგეში აღძრად, ხოლო სიყრმის უმეცრებით ვფიქრობდი, რომ მე უნაყოფობა ხრწნადობა კი არა - მადლის ნაყოფი მოვიხვეჭე...
იხილეთ სრულად
როდესაც სიძვის მიერ განვიცდებოდი, ვიგრძენი რომ ამ მგელს იმით სურს მაცდუნოს, რომ ჩემს გულსი პირუტყვული სიხარული, ცრემლი და ნუგეში აღძრად, ხოლო სიყრმის უმეცრებით ვფიქრობდი, რომ მე უნაყოფობა ხრწნადობა კი არა - მადლის ნაყოფი მოვიხვეჭე. თუ ყოველივე ცოდვა, რომელი ქმნეს კაცმან გარეგან ხორცთა არს, ხოლო რომელმან ისიძვოს ხორცთა შინა თვისთა, სცოდავს (1 კორ.6.18), ეს უეჭველია. იმიტომ, რომ სიბილწის დინებით ჩვენი ხორცის თვით ბუნება შეიბილწება, სხვა ცოდვაში კი ...
ვისაც სურს, რომ სიძვის ეშმაკი ნაყროვანებითა და სიმაძღრით დაამარცხოს, იმას მიაგავს, ვინც აგზნებული ხანძრის ჩაქრობას ზეთით ცდილობს. ვინც მხოლოდ მარხვით ცდილობს ამ ვნებას შეებრძოლოს, ის იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც მორევიდან გამოცუ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს, რომ სიძვის ეშმაკი ნაყროვანებითა და სიმაძღრით დაამარცხოს, იმას მიაგავს, ვინც აგზნებული ხანძრის ჩაქრობას ზეთით ცდილობს. ვინც მხოლოდ მარხვით ცდილობს ამ ვნებას შეებრძოლოს, ის იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც მორევიდან გამოცურვას მხოლოდ ერთი ხელის მოსმით ლამობს. მარხვას სიმდაბლე შეუთავსეთ, რადგან პირველი მეორის გარეშე უსარგებლოა.