ამბა ანტონს უდაბნოში ეუწყა: "არის ქალაქში ვიღაც შენი მსგავსი, პროფესიით ექიმი, რომელიც თავის შემოსავალს გაჭირვებულებს აძლევს და ყოველდღიურად ანგელოზებთან ერთად "სამწმიდაოს" გალობს".
როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას.
საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედ...
იხილეთ სრულად
საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედებს ერში მცხოვრებლებზე.
როგორც მარილი მოქმედებს იმ საჭმლის გემოს გასაუმჯობესებლად, რომელსაც მას მოაყრიან, ასევე კეთილმორწმუნე ქრისტიანი მოქმედებს იმ ადამიანთა ზნეობის გამოკეთებაზე, რომლებთანაც მას ურთიერთობა აქვს.
მონაზოვნობას, როგორც თავისთავად, აღთქმით განმტკიცებულ უარყოფას სოფლის თვით ყველაზე უფრო უმნიშვნელო სიხარულისა და სიამოვნებისას, უდიდესი ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც სათნოების უმაღლეს სახეს და ამიტომაც უფლისგანაც უმაღლესი ჯილდოს ...
იხილეთ სრულად
მონაზოვნობას, როგორც თავისთავად, აღთქმით განმტკიცებულ უარყოფას სოფლის თვით ყველაზე უფრო უმნიშვნელო სიხარულისა და სიამოვნებისას, უდიდესი ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც სათნოების უმაღლეს სახეს და ამიტომაც უფლისგანაც უმაღლესი ჯილდოს მქონე ხდება. "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი და დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს" (მათე 19, 29).
რომელ ერისკაცთაგანს აღუსრულებია ოდესმე სასწაული? ვინ აღადგინა მკვდარნი? ვინ განდევნა ეშმაკნი? არავინ. ეს ყოველივე გამარჯვებულ მოსაგრეთა პატივია და მათ სამყარო ვერ იტევს, და თუ შეძლებდა, მაშინ რა საჭირო იქნებოდა სოფლისგან განდგომა?