ამბა დოროთეს აზრით, მოვალეობის გამო აღსრულებულ სხვადასხვა სათნოებებს მხოლოდ ხარკის მნიშვნელობა აქვს, რომელიც აუცილებელია, ყველამ გაიღოს - როგორც ძღვენი სახელმწიფოს და მეისთვის; ხოლო საკუთარი ნებით აღსრულებული სამონაზვნო მორჩილება,...
იხილეთ სრულად
ამბა დოროთეს აზრით, მოვალეობის გამო აღსრულებულ სხვადასხვა სათნოებებს მხოლოდ ხარკის მნიშვნელობა აქვს, რომელიც აუცილებელია, ყველამ გაიღოს - როგორც ძღვენი სახელმწიფოს და მეისთვის; ხოლო საკუთარი ნებით აღსრულებული სამონაზვნო მორჩილება, უპოვარება და ქალწულება, როგორც სათნოება, ღვთისადმი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ბოძებული ძვირფასი ძღვენია, მსგავსად იმისა, როგორც სახელმწიფოში ცნობილი ადამიანები ხარკის გარდა, მეფეს უძღვნიან საჩუქრებსაც და ამის გამო მდიდ...
ერში ცხოვრებითაც შესაძლებელია, არაამსოფლიური იყო. მაგრამ ყოფითი საზრუნავებით, გამუდმებული განსაცდელებითა და ცოდვაში ჩავარდნებით განა შეიძლება, იმედოვნებდე, მიაღწიო ისეთ ზნეობრივ სრულყოფილებას, სათნოების ისეთ სიწმიდეს, რომელსაც გპი...
იხილეთ სრულად
ერში ცხოვრებითაც შესაძლებელია, არაამსოფლიური იყო. მაგრამ ყოფითი საზრუნავებით, გამუდმებული განსაცდელებითა და ცოდვაში ჩავარდნებით განა შეიძლება, იმედოვნებდე, მიაღწიო ისეთ ზნეობრივ სრულყოფილებას, სათნოების ისეთ სიწმიდეს, რომელსაც გპირდება და უხვად წარმოგიდგენს მონაზვნის წყნარი, განმარტოვებული ცხოვრება - სოფლისა და მისი ამაოებისგან მოშორებით?
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან
მონაზვნობის მნიშვნელობა მთელი თავისი ნაყოფით მკაცრად უკავშირდება მისი აღთქმების ერთგულად აღსრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაზონი მხოლოდ შეაგინებს მონაზვნობას - ერისკაცთა საცდუნებლად და საკუთარი თავის დასაღუპად.
ჭეშმარიტი მონაზვნობის მიზნის მისაღწევად - საკუთარი თავის ზნეობრივი სრულყოფისა და ღმერთთან, სიწმიდისა და ნეტარების წყაროსთან მჭიდრო კავშირისათვის - მონაზვნად აღკვეცილისთვის აუცილებელია ცოდნა და აღსრულება შინაგანი და გარეგნული კანონ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი მონაზვნობის მიზნის მისაღწევად - საკუთარი თავის ზნეობრივი სრულყოფისა და ღმერთთან, სიწმიდისა და ნეტარების წყაროსთან მჭიდრო კავშირისათვის - მონაზვნად აღკვეცილისთვის აუცილებელია ცოდნა და აღსრულება შინაგანი და გარეგნული კანონებისა, რომელსაც მისგან ეს ანგელოზებრივი (როგორც მას არცთუ უმიზეზოდ უწოდებენ) სახე მოითხოვს. სხვაგვარად, შესაძლოა, მონასტრის კედლებში ხმაურისა და სოფლის ამაოებისგან მოშორებით იცხოვრო, სულში კი ერისკაცზე დაბლა იდგე