ყურძენი და ღვინო ღმერთმა გააჩინა და მოგვცა, რომ ვიხმაროთ იგი ჩვენდა სასარგებლოთ და სასიამოვნოდ. ვინც ზომიერად ხმარობს ღვინოს, მისთვის იგი არის ღვთის ნიჭი და წყალობა, ვინც უზომოდ მიეჩვია მის ხმარებას, ვინც დაემორჩილა მას ისე, რომ ვ...
იხილეთ სრულად
ყურძენი და ღვინო ღმერთმა გააჩინა და მოგვცა, რომ ვიხმაროთ იგი ჩვენდა სასარგებლოთ და სასიამოვნოდ. ვინც ზომიერად ხმარობს ღვინოს, მისთვის იგი არის ღვთის ნიჭი და წყალობა, ვინც უზომოდ მიეჩვია მის ხმარებას, ვინც დაემორჩილა მას ისე, რომ ვნებად გარდაექცა ღვინის სმა, ერთი სიტყვით, შეიქმნა მემთვრალე, მას დაეკარგა კაცის ღირსება და მან დაიმსახურა მოძაგება და განკიცხვა ყოველთა კაცთაგან.
სიმთვრალე ამდაბლებს კაცის ბუნებას. ღმერთმა კაცს მისცა უმთავრესნი და უმშვენიერესნი ნიჭნი: ჭკუა, თავისუფლება, ზნეობითი გრძნობა, რომელნიც კაცს გაასწორებენ ანგელოსთა თანა და შეადარებენ ღვთაებასთანა. გარნა სიმთვრალე დააბნელებს ჭკუას, წ...
იხილეთ სრულად
სიმთვრალე ამდაბლებს კაცის ბუნებას. ღმერთმა კაცს მისცა უმთავრესნი და უმშვენიერესნი ნიჭნი: ჭკუა, თავისუფლება, ზნეობითი გრძნობა, რომელნიც კაცს გაასწორებენ ანგელოსთა თანა და შეადარებენ ღვთაებასთანა. გარნა სიმთვრალე დააბნელებს ჭკუას, წაართმევს თავისუფლებას, დაამზგავსებს პირუტყვს; ერთი სიტყვით, წაართმევს მას კაცობრივს ბუნებას. მამათა შორის ბასილი იტყვის მემთვრალეთა ზედა: „მემთვრალე არ არის ღირსი იცხოვროს საზოგადოებაში; იგი უნდა დააყენონ და სცხოვრებდეს ...
ხორციელადაც სიმთვრალე ჰღუპავს კაცს. იგი უეჭველად კაცს მოაკლებს სიმრთელესა. მართალია, მემთვრალე თავიდგანვე ვერ შეატყობს, რა ზომად აფუჭებს ღვინო მის სხეულს და სიმრთელეს, გარნა ბოლოს მით უმეტესად შეიტყობს ამას. უზომოდ მიღება, მეტადრე...
იხილეთ სრულად
ხორციელადაც სიმთვრალე ჰღუპავს კაცს. იგი უეჭველად კაცს მოაკლებს სიმრთელესა. მართალია, მემთვრალე თავიდგანვე ვერ შეატყობს, რა ზომად აფუჭებს ღვინო მის სხეულს და სიმრთელეს, გარნა ბოლოს მით უმეტესად შეიტყობს ამას. უზომოდ მიღება, მეტადრე მაგართა სასმელთა, ცოტ–ცოტად გაუფუჭბს სისხლს, წაუხდენს ძარღვებს, აუნთებს ფილტვებს, რომლისაგან ხშირად შეემთხვევა მას სიკვდილი.
სიმთვრალე დააღარიბებს კაცს. მთვრალს კაცს ეზარება მუშაობა, ვეღარ მოჰრთავს თავის სახლ–კარს, ყოველიფერი გარემოს მისსა წახდება და გაფუჭდება. როგორც მისი საკუთარი სხეული, ისრე ყოველი მისი მონაგები ილევა, ფუჭდება მისი სიმთვრალითა. გარნა...
იხილეთ სრულად
სიმთვრალე დააღარიბებს კაცს. მთვრალს კაცს ეზარება მუშაობა, ვეღარ მოჰრთავს თავის სახლ–კარს, ყოველიფერი გარემოს მისსა წახდება და გაფუჭდება. როგორც მისი საკუთარი სხეული, ისრე ყოველი მისი მონაგები ილევა, ფუჭდება მისი სიმთვრალითა. გარნა უმთავრესი ვნება, რომელიც წარმოსდგება სიმთვრალისაგან, არის სიბილწე, ესე იგი მრუშება, არაწმინდება. ღვინისაგან ადუღებული სისხლი და ფილტვი კაცისა, ვეღარ მოათმენინებს, შთააგდებს არაწმინდებასა შინა.
გეშინოდეს ძმაო, სიმთვრალისა, ნუ შეიქმნები მონა ღვინისა; შენ, იქნება, ყოველ დღე არ სთვრები, მაგრამ წელიწადში ერთჯელ, ან ორჯელ მიუშვებ შენს თავს უზომო ღვინის სმასა. გაფრთხილდი! ვინ იცის, იქნება იმ ერთი დღის სიმთვრალემ დაგღუპოს შენ ს...
იხილეთ სრულად
გეშინოდეს ძმაო, სიმთვრალისა, ნუ შეიქმნები მონა ღვინისა; შენ, იქნება, ყოველ დღე არ სთვრები, მაგრამ წელიწადში ერთჯელ, ან ორჯელ მიუშვებ შენს თავს უზომო ღვინის სმასა. გაფრთხილდი! ვინ იცის, იქნება იმ ერთი დღის სიმთვრალემ დაგღუპოს შენ სრულიად. მეტადრე დანაშაულნი არიან ჩვენს ქვეყანაში იგინი, რომელნი, ნაცვლად ჩვენი ბუნებითი ღვინისა, ეჩვევიან სხვათა მაგართა სასმელთა. ისინი უარესად და უსაშინლესად ჩავარდებიან ყოველთა ვნებათა და უბედურებათა შინა. ჩვენს ფიცხე...
მართალია, ძმანო ჩემნო, არ შეიძლება კაცს თავი არ უყვარდეს, თავის სიკეთეს არ ჰფიქრობდეს და არ ჰზრუნავდეს. თვით ბუნებიდგანვე დანერგილი აქვს კაცს გულში თავისმოყვარეობა. მაგრამ, როგორათაც სხვანი ყოველნი კაცის თვისებანი და ნიჭნი, მზგავს...
იხილეთ სრულად
მართალია, ძმანო ჩემნო, არ შეიძლება კაცს თავი არ უყვარდეს, თავის სიკეთეს არ ჰფიქრობდეს და არ ჰზრუნავდეს. თვით ბუნებიდგანვე დანერგილი აქვს კაცს გულში თავისმოყვარეობა. მაგრამ, როგორათაც სხვანი ყოველნი კაცის თვისებანი და ნიჭნი, მზგავსადვე ეს თვისებაც, ესე იგი თავისმოყვარეობა, უნდა იყოს განათლებული, ამაღლებული ქრისტეს სწავლითა და მცნებითა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგიცა მიიღებს ცუდსა, მავნებელსა მიმართულებასა. განათლებული, ქრისტიანული თავისმოყვარეობა, დ...
მეორე სახე თავისმოყვარეობისა მდგომარეობს მას შინა, რომ კაცს უყვარს პატივი, თავის განსხვავება, თავის გამოჩენა საზოგადოებაში; უყვარს, როდესაც მისი სახელი განთქმული არის, მის სიტყვას გავლენა აქვს. რა უნდა ვსთქვათ ესრეთსა თავისმოყვარე...
იხილეთ სრულად
მეორე სახე თავისმოყვარეობისა მდგომარეობს მას შინა, რომ კაცს უყვარს პატივი, თავის განსხვავება, თავის გამოჩენა საზოგადოებაში; უყვარს, როდესაც მისი სახელი განთქმული არის, მის სიტყვას გავლენა აქვს. რა უნდა ვსთქვათ ესრეთსა თავისმოყვარეობასა ზედა? ის, რომელ ზნეობითი მნიშვნელობა ესრეთის პატივისმოყვარეობისა დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რისთვის უყვარს კაცს პატივი და რა საქმისათვის ხმარობს პატივსა. პატივმოყვარეობა, თავის გამოჩენა სარწმუნოებაში, შეიქმნება...
ფრიად საჭირო არს, რომ ჩვენ ვიცნობდეთ ჩვენს თავს, ვხედვიდეთ ჩვენს ღირსებას და ვიცოდეთ რაი არს ჩვენი ფასი. მრავალნი არიან, რომ არ იცნობენ თავის თავს; თავხედობა, თავისმოყვარეობა მრავალთა პირთა დაუბნელებს ჭკუას და შეაგონებს, ვითომც ის...
იხილეთ სრულად
ფრიად საჭირო არს, რომ ჩვენ ვიცნობდეთ ჩვენს თავს, ვხედვიდეთ ჩვენს ღირსებას და ვიცოდეთ რაი არს ჩვენი ფასი. მრავალნი არიან, რომ არ იცნობენ თავის თავს; თავხედობა, თავისმოყვარეობა მრავალთა პირთა დაუბნელებს ჭკუას და შეაგონებს, ვითომც ისინი არიან საკმაოდ მღვიძარენი და გაფრთხილებულნი. მაშინ ღმერთი განგებ ჩააგდებს მათ განსაცდელსა შინა, რათა მათ იცნან თავი თვისი. ჩვენ ხშრიად არც კი ვიცით, რითა ვართ ღვთის წინაშე დაკლებული, დანაშაული. გარნა განსაცდელი შეგვატ...
შენ ძმაო, ხშირად თავს იქებ, შენი თავი მიგაჩნია კეთილად და პატიოსნად, გარნა რით და როდის უნდა გამოჩნდეს ესა, თუ არ განსაცდელში. აქ შეიტყობ შენ, რა გაკლია და რით ხარ სუსტი. მაშასადამე, განსაცდელი თუ კარგად მოიხადა კაცმა, იგი წინ წას...
იხილეთ სრულად
შენ ძმაო, ხშირად თავს იქებ, შენი თავი მიგაჩნია კეთილად და პატიოსნად, გარნა რით და როდის უნდა გამოჩნდეს ესა, თუ არ განსაცდელში. აქ შეიტყობ შენ, რა გაკლია და რით ხარ სუსტი. მაშასადამე, განსაცდელი თუ კარგად მოიხადა კაცმა, იგი წინ წასწევს, აღამაღლებს, გასწმენდს. თითქმის, გარეშე განსაცდელისა, არც კი შეიძლება სულიერი წარმატება. განსაცდელი აღამაღლებს აზრსა და გასწმენდს ცნობასა, გაგვისწორებს ზნეობასა, აღამაღლებს მიდრეკილებათა და სურვილთა. ვინემ განსაცდელ...
მტევანი ყურძნისა, თუ არ გაიჭყლიტა, ღვინოს არ გამოიღებს. მზგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, ვერ გამოიღებს კარგს ნაყოფს. ჰაერი თუ დიდხანს დაწყნარებულია და მედგარი, ივსება სხვადასხვა ცუდი სუნითა და შხამითა, გარნა ქარიშხალი გასწ...
იხილეთ სრულად
მტევანი ყურძნისა, თუ არ გაიჭყლიტა, ღვინოს არ გამოიღებს. მზგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, ვერ გამოიღებს კარგს ნაყოფს. ჰაერი თუ დიდხანს დაწყნარებულია და მედგარი, ივსება სხვადასხვა ცუდი სუნითა და შხამითა, გარნა ქარიშხალი გასწმენდს მას. არაოდეს არ მომხდარა, რომ კაცი შეიქმნეს სათნო და წმიდა გარეშე განსაცდელისა.