საქართველომ და ქართულმა ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საღვთო წერილი გავრცელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ განმტკიცდება ქრისტიანული სარწმუნოება, განმტკიცდება სიყვარული ადამიანთა და ერებს შორის, განმტკიცდება კულტურული დ...
იხილეთ სრულად
საქართველომ და ქართულმა ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საღვთო წერილი გავრცელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ განმტკიცდება ქრისტიანული სარწმუნოება, განმტკიცდება სიყვარული ადამიანთა და ერებს შორის, განმტკიცდება კულტურული და სულიერი ურთიერთობა, კავშირი ერებს შორის.
ვფიქრობ, არცერთ წარართულ ქვეყანას არ მოუსმენია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში. რატომ გამოირჩია უფალმა საქართველო? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა აღასრულოს მოციქულთა ღვაწლი. ...
იხილეთ სრულად
ვფიქრობ, არცერთ წარართულ ქვეყანას არ მოუსმენია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში. რატომ გამოირჩია უფალმა საქართველო? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა აღასრულოს მოციქულთა ღვაწლი. მან უნდა გააგრძელოს ქადაგება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, რასაც ამქვეყნად ჯერ ებრაელები, შემდეგ კი ქრისტეს წმინდა მოციქულები აკეთებდნენ. ეს არის საქართველოს მთავარი იდეა, მისი ძირითადი დანიშნულება. საქართველომ ყველგან უნდა...
ისტორიულად ქართველ კაცს არ ახასიათებდა მიწიერი საუნჯის მოხვეჭა, - იგი უფრო სულიერი საუნჯის შეკრებით იყო დაკავებული. სახარებაში წერია: "სადაც არს საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი".
მატერიალურმა სიმდიდრემ კიდევ უფრო წარმოაჩინა და აუტანელი გახადა სულიერი სიღატაკე, ამიტომ, ადამიანმა კვლავ დაიწყო ძიება მარადიულისა და წარუვალისა. დღეს ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, რომ ადამიანი ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებს, ამიტ...
იხილეთ სრულად
მატერიალურმა სიმდიდრემ კიდევ უფრო წარმოაჩინა და აუტანელი გახადა სულიერი სიღატაკე, ამიტომ, ადამიანმა კვლავ დაიწყო ძიება მარადიულისა და წარუვალისა. დღეს ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, რომ ადამიანი ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებს, ამიტომ, ყველაზე დიდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ძიების გზაზე დამდგარი ადამიანისათვის სწორი სარწმუნოების სწავლებაა.
ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებლებიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი - მტკიცე სახელმწიფოა
მეცნიერება ღვთის სიბრძნეა, ხოლო განათლება საღმრთო ბუნება, რომლის არსებითი მნიშვნელობა ნათლის მფენაობაა, რომლის დისკოში არა კერძო ერთ-მხარე შესწავლა შეიცავს განათლების სიდიადეს, არამედ მას შინა ყოველ მხრივ აღვსებითნი განხილვანი მოე...
იხილეთ სრულად
მეცნიერება ღვთის სიბრძნეა, ხოლო განათლება საღმრთო ბუნება, რომლის არსებითი მნიშვნელობა ნათლის მფენაობაა, რომლის დისკოში არა კერძო ერთ-მხარე შესწავლა შეიცავს განათლების სიდიადეს, არამედ მას შინა ყოველ მხრივ აღვსებითნი განხილვანი მოეთხოვებიან განათლების სიდიადით გამსჭვალულ მეცნიერს
მეცნიერება და ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს იმ ღვთიურ მადლსა და სიკეთეს, რომელიც ნერგავს ხალხთა შორის პროგრესს, სიხარულს, რწმენას, სიყვარულსა და ურღვევ მეგობრობას