Wisdomge - ციტატები, გამონათქვამები
Wisdomge - ციტატები, გამონათქვამები Wisdomge, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
თითოეული მშობელი მომავალი წლების მხატვარია. ჩვენი შედევრები გამოიფინება 10-15-20-30 წლის შემდგომ
ადამიანის შესაძლებლობას ზღვარი არა აქვს. სადაც კომპიუტერი იპოვა, იქ იმაზე მეტს იპოვის და მერე კიდე მეტს იპოვის და ეს არ დასრულდება არასდროს
სადაც სუსტი მხარეები გაქვთ, გაიძლიერეთ. სადაც ცუდი ჩვევა გაქვთ, მოიცილეთ. და სადაც ძლიერი გაქვთ, კიდევ უფრო გაიძლიერეთ. და ბავშვი მიიღებს იმ დედას და იმ მამას, რომელიც სჭირდება. აი ეს არის აღზრდის პირველი კანონი - ჭეშმარიტი აღზრ... იხილეთ სრულად
სიმკაცრე მშობელმა უნდა შეცვალოს სამართლიანობით.
თუ ბავშვმა სამართლიანობა ვერ დაინახა, აღზრდას მშობლისგან ვერ მიიღებს.
ვერანაირი დასჯა, თუ სამართლიანად არ მიიღო ბავშვმა, აღზრდას ვერ შეასრულებს
დედის პირველი დობილი მისი ქალიშვილი უნდა იყოს და მერე ყველა დანარჩენი.
მამის პირველი ძმობილი მისი ვაჟი უნდა იყოს და მერე ყველა დანარჩენი
ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ მეგობარი გაიჩინო;
მოყვარედ უნდა გაზარდო, რომ მოყვარე გაიმრავლო;
პატრიოტად უნდა გაზარდო, რომ პატრიოტი გახდეს