წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
უმეტესად ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სიყვარული სინანულისაგან იშვება, ანუ რომელიც ცოდვის გამო ზეციური მამისაგან განშორების წუხილით იბადება
როგორადაც ყოველი სხვა ნიჭი და მადლი კაცთა ზედა ღმრთისაგან გადმოდის, მსგავსადვე და უმეტესად, ყოველთა უდიდესი ეს ნიჭი და მადლი სინანულისა იმავე წყაროსაგან მომდინარეობს და მიეცემა კაცს.
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და სინანულს კარი არ გაუღო, იგი ღმერთს ჯეროვან სინანულს ვერ მიართმევს. ჭეშმარიტი წმიდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედებაა. მისი მოპოვება თითქმის მთელი სჯულის შესრულებას ნიშ... იხილეთ სრულად
მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები, უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო, მაგრამ შევხედოთ, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, სად არიან მათი მდევნელები, მაშინ, როცა რაც ქვეყნად ... იხილეთ სრულად
წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, სიმდაბლე არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა. ვინც სიმდაბლე ისწავლა, მან ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი. ვინც სიმდაბლე დაკარგა, მან დაკარგა ყველაფერი, თუგინდ სხვა მხრივ სრუ... იხილეთ სრულად
სიმდაბლე კაცის ცნობიერებისათვის ის არის, რაც ფესვი მცენარისათვის. თუ მცენარეს მთელი და მაგარი ფესვი აქვს, მისი რტოები მრავალგზის რომ მოჰკაფონ, ახალ რტოებს მაინც გამოიღებს. მსგავსადვე, თუ კაცს სულში მტკიცე სიმდაბლე აქვს, რაგინდ მრა... იხილეთ სრულად
სიმდიდრე ღმრთისაგან მიცემული დიდი განძია, რომელიც ადამიანმა ღმრთისმსახურებისა და მოყვასთა თვისთა ბედნიერებისათვის უნდა გამოიყენოს.
სიმდიდრე თავისთავად ვერც აცხოვნებს და ვერც წარწყმედს კაცს, არამედ მოხმარება სიმდიდრისა; მსგავსადვე სიღარიბეც. სულის ცხონება სასოებასა და სარწმუნოებაზეა დამოკიდებული. ვისაც ისინი აქვს, ცხოვრებისათვის იგი სიმდიდრესაც მოიხმარს და სიღ... იხილეთ სრულად