ვისაც სურს მოერიოს სიძვას და ნაყროვანების ვნებას არ ებრძვის, ჰგავს ადამიანს, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს და ამ ცეცხლში თივას ყრის. როგორ ვებრძოლოთ სიძვას? - "შევიყვაროთ დამდაბლება, შევსვათ შეურაცხყოფა და ცილისწამება, ვით სამკ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს მოერიოს სიძვას და ნაყროვანების ვნებას არ ებრძვის, ჰგავს ადამიანს, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს და ამ ცეცხლში თივას ყრის. როგორ ვებრძოლოთ სიძვას? - "შევიყვაროთ დამდაბლება, შევსვათ შეურაცხყოფა და ცილისწამება, ვით სამკურნალო განმწმენდელი სასმელი", - გვირჩევს კიბის აღმწერელი. მდაბალნი უნდა ვიყოთ ყველაფერში - შინაგანად ჩვენს გულებშიც და გარეგნულადაც - ჩაცმულობის მხრივ, ადამიანებთან ურთიერთობაში.ამას გარდა, აუცილებელია, მოვერიდოთ საცდური...
იმისათვის, რომ ღორმუცელობა დავძლიოთ, იოანე კლემაქსი გვირჩევს - ჭამის წინ მთელი გულით ვილოცოთ უფლის მიმართ; აგრეთვე, ტრაპეზთან ჯდომის დროს გვახსოვდეს - დადგება დრო, როცა ჩვენი სხეული გადაიქცევა საკვებად მატლებისთვის; გავიხსენოთ - ჯ...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ღორმუცელობა დავძლიოთ, იოანე კლემაქსი გვირჩევს - ჭამის წინ მთელი გულით ვილოცოთ უფლის მიმართ; აგრეთვე, ტრაპეზთან ჯდომის დროს გვახსოვდეს - დადგება დრო, როცა ჩვენი სხეული გადაიქცევა საკვებად მატლებისთვის; გავიხსენოთ - ჯვარცმულ მაცხოვარს ასვეს ძმარი და ნაღველი
პატერიკში მოთხრობილია: ბერები ტრაპეზთან რომ ისხდნენ, ერთ მათგანს აეხილა სულიერი თვალები და იხილა: იმ მონაზვნებთან, რომლებიც ჭამის დროს სიმდაბლის გრძნობით იყვნენ აღვსილნი და ყოველი ლუკმისთვის, ყოველი ყლუპიწყლისთვის მადლობდნენ ღმერთ...
იხილეთ სრულად
პატერიკში მოთხრობილია: ბერები ტრაპეზთან რომ ისხდნენ, ერთ მათგანს აეხილა სულიერი თვალები და იხილა: იმ მონაზვნებთან, რომლებიც ჭამის დროს სიმდაბლის გრძნობით იყვნენ აღვსილნი და ყოველი ლუკმისთვის, ყოველი ყლუპიწყლისთვის მადლობდნენ ღმერთს, ანგელოზები იდგნენ და თაფლით კვებავდნენ. სხვები, მდუმარედ რომ შეექცეოდნენ საჭმელს და გულში იესოს ლოცვას წარმოთქვამდნენ, რაღაც ციურ სასმელს სვამდნენ. იმათთან კი, ვინც იცინოდა, განიკითხავდა, ყვებოდა სასაცილო ამბებს მონას...
წმიდა მამები გვასწავლიან, ტრაპეზთან უნდა ვისხდეთ მოწიწებით, გვახსოვდეს - საკვები ღვთის წყალობაა. ჭამის დროს არ შეიძლება უქმი მეტყველება, ხუმრობა, სიცილი, განსაკუთრებით კი - განკითხვა. ნეტარ ავგუსტინეს, იპონიელ ეპისკოპოსს, სატრაპეზ...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები გვასწავლიან, ტრაპეზთან უნდა ვისხდეთ მოწიწებით, გვახსოვდეს - საკვები ღვთის წყალობაა. ჭამის დროს არ შეიძლება უქმი მეტყველება, ხუმრობა, სიცილი, განსაკუთრებით კი - განკითხვა. ნეტარ ავგუსტინეს, იპონიელ ეპისკოპოსს, სატრაპეზოში გამოკრული ჰქონდა წარწერა: "აქ ადამიანებს არ განიკითხავენ"
ნაყროვანების რამდენიმე სახე არსებობს: უძღებება - გაუმაძღრობა - ადამიანს განუწყვეტლივ უნდა საჭმელი, ეჩვენება, რომ ვერ ძღება. იოანე სინელი ამბობს - უძღები მმზადაა, ეგვიპტის მთელი ბეღლები გადაჭამოს და ნილოსი შესვასო; გემოთმოყვარ...
იხილეთ სრულად
ნაყროვანების რამდენიმე სახე არსებობს:უძღებება - გაუმაძღრობა - ადამიანს განუწყვეტლივ უნდა საჭმელი, ეჩვენება, რომ ვერ ძღება. იოანე სინელი ამბობს - უძღები მმზადაა, ეგვიპტის მთელი ბეღლები გადაჭამოს და ნილოსი შესვასო; გემოთმოყვარეობა - განსაკუთრებით გემრიელი კერძებით, დელიკატესებით გატაცება; ფარულად ჭამა - ღორმუცლობა, შერწყმული ამპარტავნებასთან - სხვების თანდასწრებით ადამიანი თავს იკავებს და მალულად ჭამს; ორგანიზმისთვის მავნე საკვების მიღება. ბასილი დ...
პირველი წყლული, რომელიც ალპობს და ხრწნის ჩვენს სულს, ნაყროვანება, მუცელღორობაა. ძველად იტყოდნენ - ადამიანმა უნდა ჭამოს, რათა იცოცხლოს, სხეული განიმტკიცოს და არა იცოცხლოს იმისათვის, რომ ჭამოს. მუცელღმერთა ჰგავს მოარულ სამზარეულოს, ...
იხილეთ სრულად
პირველი წყლული, რომელიც ალპობს და ხრწნის ჩვენს სულს, ნაყროვანება, მუცელღორობაა. ძველად იტყოდნენ - ადამიანმა უნდა ჭამოს, რათა იცოცხლოს, სხეული განიმტკიცოს და არა იცოცხლოს იმისათვის, რომ ჭამოს. მუცელღმერთა ჰგავს მოარულ სამზარეულოს, რომელშიც განუწყვეტლივ იხარშება საჭმელი, ის თითქოს განუწყვეტლივ თუხთუხებს და ორთქლი ასდის. ასეთ კაცს არ ძალუძს გონებით ამაღლდეს ღმრთისკენ, ისევე, როგორც გათქვირებულ ფრინველს არ შეუძლია მაღლა აფრენა. ღორმუცელა თითქოს მთლია...
ადამიანის სულის რვა ვნება, ერთიმეორეზე საშინელი, რვა კედელივით აღმართულა ადამიანსა და ღმერთს შორის, ერთი მათგანი - ამპარტავნება კი თითქმის ზეცას სწვდება
ყველაზე ადვილია ცოდვის დაძლევა მაშინ, როცა იგი იბადება. თავდაპირველად ცოდვა ჭიანჭველასავით სუსტი, თითქოს შეუმჩნეველია, ხოლო როცა იზრდება, ლომივით ძლიერი, საშიში ხდება, აწვალებს ჩვენს სულს და ძალას აცლის. ამიტომ კიბისაღმწერელი გვირ...
იხილეთ სრულად
ყველაზე ადვილია ცოდვის დაძლევა მაშინ, როცა იგი იბადება. თავდაპირველად ცოდვა ჭიანჭველასავით სუსტი, თითქოს შეუმჩნეველია, ხოლო როცა იზრდება, ლომივით ძლიერი, საშიში ხდება, აწვალებს ჩვენს სულს და ძალას აცლის. ამიტომ კიბისაღმწერელი გვირჩევს - ფხიზლად ვადევნოთ თვალყური ჩვენს გულს, და გონება მუდამ ჭვრეტდეს მას იესოს ლოცვის მეშვეობით
იოანე კლემაქსი გვამცნობს - თავდაპირველად ცოდვა ადამიანის გონებაში ჩნდება. წმიდა მამები დემონს უდიდეს ფერმწერს უწოდებენ. იგი ჯერ ცოდვის სურათს წარმოგვიდგენს. ადამიანის სულს შეუძლია მიიღოს იგი ან უგულებელჰყოს. თუ უგულებელჰყოფს, ეს ც...
იხილეთ სრულად
იოანე კლემაქსი გვამცნობს - თავდაპირველად ცოდვა ადამიანის გონებაში ჩნდება. წმიდა მამები დემონს უდიდეს ფერმწერს უწოდებენ. იგი ჯერ ცოდვის სურათს წარმოგვიდგენს. ადამიანის სულს შეუძლია მიიღოს იგი ან უგულებელჰყოს. თუ უგულებელჰყოფს, ეს ცოდვის საწყისზე გამარჯვებას უდრის, ხოლო თუ დააყოვნებს და სწფარად არ მოიცილებს არაწმინდა აზრებს, მისი სული უკავშირდება მათ. ეს უკვე ცოდვის ჩადენის გადაწყვეტილებას უდრის. აზრებს გრძნობები ერთვის და ცოდვა ვნებად გადაიქცევა. ...
ჩვენი სულისთვის ლოცულობენ ანგელოზები. ცანი ხარობენ, ცოდვებს რომ ვინანიებთ. ღმრთისთვის ყოველი ადამიანის სული მთელ შექმნილ სამყაროზე ძვირფასია. მაგრამ მასთან მიდის დემონი, უმღერის ჯოჯოხეთის ვერაგულ სიმღერას და საცდურით მოხიბლული ჩვე...
იხილეთ სრულად
ჩვენი სულისთვის ლოცულობენ ანგელოზები. ცანი ხარობენ, ცოდვებს რომ ვინანიებთ. ღმრთისთვის ყოველი ადამიანის სული მთელ შექმნილ სამყაროზე ძვირფასია. მაგრამ მასთან მიდის დემონი, უმღერის ჯოჯოხეთის ვერაგულ სიმღერას და საცდურით მოხიბლული ჩვენი სულიც ძალზე ხშირად მიჰყვება თავის დამღუპველს