Wisdomge - ციტატები, გამონათქვამები
Wisdomge - ციტატები, გამონათქვამები Wisdomge, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ყველამ უნდა გაიხსენოს (ვისაც მამა ჰყავს წასული) ყველა სიტყვა, მოქმედება მამისა. რომ ეყვირა კიდეც მამას, არა მგონია, რომ მხოლოდ შვილის დაჩაგვრისთვის ეყვირა. [შვილის აღზრდისთვის] გზა ვერ გამოუნახიათ სხვა. არადა კარგი უნდოდათ და უკეთ... იხილეთ სრულად
თუ მამამ თავისი მეგობრული სიყვარული გიჩვენა, მაშინ მამის სიტყვა შენი ფარი ხდება. რატომ არ მოვკიდე ხელი სიგარეტს? - მამამ მთხოვა. მამა იმდენად მიყვარდა, რომ მისი სიტყვა ფარი გახდა ჩემი
ბავშვი რომ იბადება, მამაც იბადება, დედაც, ბებიაც, დეიდაც იბადება... ე.ი. ბავშვის დაბადება სხვათა დაბადებასაც ნიშნავს, სოციალურად
მიიღეთ ცხოვრებაში ყველაფერი ისე, როგორც ხდება. ხდება ეს უკვე. გაღიზიანება ვერ გიშველის, ძალებს დაკარგავ.
თუ შეგიძლია უშველე, დაეხმარე, გადაარჩინე, ჩააქრე,.. გაღიზიანება ვერაფერს ვერ შეცვლის კარგისკენ, ცუდისკენ - კი
როგორც თქვენ დაეჩვიეთ სიგარეტის წევას, ისე დაეჩვევა თქვენი შვილიც. იცით, რატომ არ უნდა ეწეოდეთ? ერთ ღერ სიგარეტს თქვენი ცხოვრებიდან 12 წუთი და 15 წამი მიაქვს თან.