ამგვარად მიჰყავს მტერს ბოლომდის თავისი საქმე და ადამიანთა შორის თანამოაზრეებს მოიძიებს. აღაგზნებს მათ, მხოლოდ ბოროტებისთვის იცხოვრონ და იმოქმედონ. ნუთუ ვისმეს არ სმენია ბოროტმოწადინეობითი ცნობები: „ერთი სამსახურიდან გაათავისუფლეს,...
იხილეთ სრულად
ამგვარად მიჰყავს მტერს ბოლომდის თავისი საქმე და ადამიანთა შორის თანამოაზრეებს მოიძიებს. აღაგზნებს მათ, მხოლოდ ბოროტებისთვის იცხოვრონ და იმოქმედონ. ნუთუ ვისმეს არ სმენია ბოროტმოწადინეობითი ცნობები: „ერთი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სხვა საჯაროდ შეურაცხყვეს, მესამე აბუჩად აიგდეს“... და მსგავს ცნობებსაც საზოგადოება ისეთივე მომწამვლელი სიტკბოებით ეწაფება, როგორც ლოთი – ღვინოს. სადამდე შეიძლება მივიდეს ყოველივე ეს?
როდესაც აშკარა უსამართლობას ვისმენთ...
link
სახარება მიგვითითებს სარწმუნოების ჭეშმარიტ გზაზე მოქცევის პირველ საშუალებაზე, – ესაა უხეში ცრურწმენებისაგან სულის განთავისუფლება და სიყვარულის ძიება, ძიება ცხოვრებაში არა გარეგანი ბრწყინვალებისა, არამედ შინაგანი სიცხადისა. გული კე...
იხილეთ სრულად
სახარება მიგვითითებს სარწმუნოების ჭეშმარიტ გზაზე მოქცევის პირველ საშუალებაზე, – ესაა უხეში ცრურწმენებისაგან სულის განთავისუფლება და სიყვარულის ძიება, ძიება ცხოვრებაში არა გარეგანი ბრწყინვალებისა, არამედ შინაგანი სიცხადისა. გული კეთილი – აი, ადამიანთა ზნეობრიობის ყველაზე ქრისტიანული საზომი.
link
ხშირად ხდება, რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და გულგრილნი არიან მოყვასის ხვედრის მიმართ. ისეც ხდება, რომ ნადირებივით ერთმანეთს უსაფრთდებიან, ჭყლეტენ, აკოტრებენ ერთმანეთს, თავისთვის რომ უკეთესი მიიტაცონ გაიძვე...
იხილეთ სრულად
ხშირად ხდება, რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და გულგრილნი არიან მოყვასის ხვედრის მიმართ. ისეც ხდება, რომ ნადირებივით ერთმანეთს უსაფრთდებიან, ჭყლეტენ, აკოტრებენ ერთმანეთს, თავისთვის რომ უკეთესი მიიტაცონ გაიძვერობასა და ყოველგვარ თვალთმაქცობას მიმართავენ, არ ფიქრობენ რა არც ღირსებაზე, არც ზნეობრივ სრულყოფილებაზე, არცა სამარადისო დანიშნულებაზე. აზრისა და ცხოვრების ამგვარი მიმართულება ფრიად საშიშია, ერთობ ცოდვიანი.
link