წმ. დიმიტრი როსტოველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. დიმიტრი როსტოველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. დიმიტრი როსტოველი | გამონათქვამები
ერთმანეთის წინაშე თავს ნუ აღვიმაღლებთ, რადგან მიწა ყველას გაგვათანასწორებს და თითოეულს თანაბარ წილს მიაგებს.
მანკიერებისა და უკანონობის გზა დასაწყისში გლუვი და სასიამოვნოა, მასზე სიარული - ადვილი, სწრაფი და შეუმჩნეველი, მაგრამ მისი დასასრული ჯოჯოხეთში წამყვანებელია.
არასოდეს არ უნდა დაიწყო არცერთი საქმე, თუ უფლის მიმართ ლოცვასთან შეერთებული გონიერებით არ განსჯი მას
თავის დამდაბლების ყველაზე უკეთესი საშუალებაა, საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე ნაკლებად ჩათვალო.
ანთებულ სანთელთან მფრინავი ბუზი ადვილად იწვის, ხოლო სარკე დაორთქლებით ჩამუქდება; ასევე ავზნიანთან უეთიერთობის მქონე ზიანდება და შეირყვნება.
ხრწნადი ნეტარება მის ამაოებას შეადარე, ხორცის სიამოვნება სულიერ სიმძიმეს, რომელიც უცილობლად მოჰყვება მას, დროებითი ნუგეში სულიერ მწუხარებას, რომელსაც აუცილებლად მოგვაყენებს იგი და ყოველივე ამით ვეღარ მოიხიბლები.
ღვინოს ან ცვილს მხოლოდ წნევის საშუალებით გამოაცალკევებენ; სწორედ ასევე, კეთილ საქმეებს სხვაგვარად ვერ აღასრულებ, თუ არა - გაძლიერებული შრომითა და ღვაწლით.