წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
მხოლოდ პირუტყვი სცხოვრობს ქვეყანაზედ ჭამისა და სმისათვის; კაცსა ღმერთმა მისცა უმაღლესი მნიშვნელობა და უჩვენა უმჯობესი ბოლო, რომლისადმი იგი მარადის უნდა მიმდინარეობდეს.
ამის სოფლისა მოყვარე ესრეთ იფიქრებს თავის გულში: რა უნდა ვქნათ, რომელ ხორციელი ცხოვრება ესრეთ არის ძნელი, და თავის შენახვა მოითხოვს ჩვენგან დაუცხრომელსა ზრუნვასა. ნუთუ შეუძლია კაცსა გაძლება ქვეყანაზე, უკეთუ იფიქრა მხოლოდ თავის სულ... იხილეთ სრულად
როდესაც კაცი უმეტესსა მეცადინეობასა და ზრუნვასა მოიხმარს სოფლისა ამის სიმდიდრის და წარმატების მოგებისათვის, მაშინ არ არის საკვირველი, რომ სიტყვა ღვთისა უნაყოფო იქნება გულსა შინა მისსა.
უძლეველი ძალი აქვს სიტყვასა ღვთისასა. იგი არს ცხოველი და ძლიერი, იგი მისწვდება განსაყოფელადმე სამშვინველისა სულისა, ძვალთა და ტვინთა, იგი განიკითხავს გონებასა და ზრახვასა კაცისასა; მაშასადამე, მას შეუძლია გამოცვლა და გაუმჯობესება ... იხილეთ სრულად
მიხედე ბუნებასა: მრთელი ცა, ქვეყანა და ყოველი სავსება მისი, ქმნული ხელითა უფლისათა, არის მასწავლებელი და შემაგონებელი შენი; იცან, ვითარ ყოველი არსება ბუნებასა შინა მტკიცედ სდგას და ასრულებს თვისსა წესსა, რომელი მისცა მას შემოქმედმ... იხილეთ სრულად
სინდისი შენი მრავალგზის გასწავლის და გაფრთხილებს შენ. მოაქციე ყოველთვის ყური სინდისსა შენსა.
ვისწავლოთ ჩვენცა, ძმანო და მივეჩვიოთ, რათა ყოველნი ჩვენნი სიტყვანი და საქმენი წარმომდინარეობდნენ კეთილისა წყაროისაგან, რათა ჩვენსა სიტყვათა და საქმეთა შორის იყოს კეთილი კავშირი და თანხმობა და რათა ყოველთა კეთილთა საქმეთა ჩვენ ვიქმ... იხილეთ სრულად
სახარება ძმანო ქრისტიანენო, გვასწავლის და გვანათლებს ჩვენ ორნაირად, პირველად მით, რომელ იგი, პირდაპირ მოიყვანს იმ დარიგებასა და სიტყვებსა, რომელსა იტყოდა მაცხოვარი, მეორედ მით, რომელ აღწერს მისთა საქმეთა და სასწაულთა. საკუთარი მაგ... იხილეთ სრულად
როგორ შევიყვარო მე მტერი ჩემნი, - მეტყვის მე ვინმე - თუ კი ვხედავ, რომ იგი არის ბოროტი, უმართლო და ღვთის სჯულის წინააღმდეგი. თუ ესრეთი ცუდიკაცი შეიყვარე, მაშინ მეც უნდა დავემსგავსო მას და შევიქმნე ბოროტი და ცუდი კაცი. არა, ძმაო ეც... იხილეთ სრულად