თუ ვისმეს გაგიჩნდეს გულში წმინდა, ღვთისნიერი სიხარული, ზომაზე არ გადახვიდე. ღვთის წინაშე და ღვთის მადლისაგან გახარებული კაცი, სიხარულსაც კრძალვით და შიშით უნდა შეაზავებდეს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით, – იტყვის დ...
იხილეთ სრულად
თუ ვისმეს გაგიჩნდეს გულში წმინდა, ღვთისნიერი სიხარული, ზომაზე არ გადახვიდე. ღვთის წინაშე და ღვთის მადლისაგან გახარებული კაცი, სიხარულსაც კრძალვით და შიშით უნდა შეაზავებდეს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით, – იტყვის დავით წინასწარმეტყველი (ფსლ. 2, 11).
რით და რისთვის მიიღო ქალწულმა მარიამმა ეგოდენი მადლი ღვთისა, რომ იქმნა აღრჩეული მთელი კაცობრივისა ნათესავისაგან მსახურებად ღვთის განხორციელებისა? მართალია, იგი იყო შემკული ყოვლითა სათნოებითა, რა ზომადაც შეიძლება კაცის ბუნებისათვის...
იხილეთ სრულად
რით და რისთვის მიიღო ქალწულმა მარიამმა ეგოდენი მადლი ღვთისა, რომ იქმნა აღრჩეული მთელი კაცობრივისა ნათესავისაგან მსახურებად ღვთის განხორციელებისა? მართალია, იგი იყო შემკული ყოვლითა სათნოებითა, რა ზომადაც შეიძლება კაცის ბუნებისათვის, ისე რომ, ვიდრემდის ახარებდა მას მთავარანგელოზი, იგი კიდეც იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. გარნა ყოველთა მისთა ნიჭთა და მადლთა და სათნოებათა შორის უდიდესი და უსანატრელესი იყო მისი სიმდაბლე და სიმშვიდე.
თვინიერ სიმდაბლისა (სიმდაბლის გარეშე) არც ერთს სხვა სათნოებას არა აქვს ფასი. სიმდაბლე და სიმშვიდე მით არის საკვირველი, რომ ღირსთა, მაღალთა, სათნოთა კაცთა ღირებასა იგი დააგვირგვინებს და თუ ვისმეს სხვა არაფერი სათნოება არა აქვს და ა...
იხილეთ სრულად
თვინიერ სიმდაბლისა (სიმდაბლის გარეშე) არც ერთს სხვა სათნოებას არა აქვს ფასი. სიმდაბლე და სიმშვიდე მით არის საკვირველი, რომ ღირსთა, მაღალთა, სათნოთა კაცთა ღირებასა იგი დააგვირგვინებს და თუ ვისმეს სხვა არაფერი სათნოება არა აქვს და არაფერი კეთილი საქმით ღმერთი არ ასიამოვნა, შეავსებს მის ნაკლულევანებას და მარტო იგი გაამართლებს, მიიზიდავს თავსა მისსა ზედა ღვთის მოხედვასა: „რამეთუ მოჰხედა სიმდაბლესა ჩემსა“ (ლუკა 1. 48).
„უმჯობეს არს ცხოვრება ლომთა თანა და ვეშპთა, ვედრე ცხოვრება დედაკაცისა ბოროტისა თანა (ისუ ზირ. 25.18). იქნება ეს სიტყვები ვისმეს თქვენგანს ეჩვენოს ნამეტან ფიცხლად და უადგილოდ, მეტადრე ვისაც არ გამოუცდია ცხოვრება ბოროტისა დედაკაცისა...
იხილეთ სრულად
„უმჯობეს არს ცხოვრება ლომთა თანა და ვეშპთა, ვედრე ცხოვრება დედაკაცისა ბოროტისა თანა (ისუ ზირ. 25.18). იქნება ეს სიტყვები ვისმეს თქვენგანს ეჩვენოს ნამეტან ფიცხლად და უადგილოდ, მეტადრე ვისაც არ გამოუცდია ცხოვრება ბოროტისა დედაკაცისა თანა, ის იფიქრებს ამ სახით. მაგრამ თუ ჰკითხავ იმ კაცებს, რომელთაც დიდხანს უცხოვრიათ ბოროტთა დედაკაცთა თანა, ისინი დასთანხმდებიან ისუ ზირაქის აზრსა. მართლა, ერთობ დიდი უბედურება და მოუთმენელი განსაცდელი არის ცხოვრება ბორ...
„რისხვა და ურცხვინოება და კდემა დიდი დედაკაცისა, უკეთუ ხელმწიფებს ქმარსა მისსა“ (ისუ ზირ. 25.24). ესე იგი, თუ დედაკაცი უფლობს, ანუ უფროსობს თავის ქმარზეო, ის დიდი სირცხვილი, კდემა და ურცხვინოება არისო. იქნება აქ ვინმემ ამის წინააღ...
იხილეთ სრულად
„რისხვა და ურცხვინოება და კდემა დიდი დედაკაცისა, უკეთუ ხელმწიფებს ქმარსა მისსა“ (ისუ ზირ. 25.24). ესე იგი, თუ დედაკაცი უფლობს, ანუ უფროსობს თავის ქმარზეო, ის დიდი სირცხვილი, კდემა და ურცხვინოება არისო. იქნება აქ ვინმემ ამის წინააღმდეგი იფიქროს – „განა არ შეიძლება რომ ზოგჯერ ცოლი უფრო ჭკუიანი და მხნე იყოს, ვიდრეღა ქმარი მისი? ცუდი რა იქნება, რომ იმან დაიწყოს უფროსობა ოჯახში და ამით ოჯახი გაკეთდეს?“ არა, დანო ჩემნო! უფროსობა და უფლება ცოლისა ქმარსა...
„დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლ“ (ისუ ზირ. 26.1). ესე იგი, ბედნიერი და სანატრელი არის კეთილი ქალის ქმარი, მისი ცხოვრება ქვეყანაზე ორკეც იქნება, ერთი–ორად გაგრძელდება. ამ აზრს, მე მგონი, ყოველი ...
იხილეთ სრულად
„დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლ“ (ისუ ზირ. 26.1). ესე იგი, ბედნიერი და სანატრელი არის კეთილი ქალის ქმარი, მისი ცხოვრება ქვეყანაზე ორკეც იქნება, ერთი–ორად გაგრძელდება. ამ აზრს, მე მგონი, ყოველი კაცი და ქალი დასთანხმდება. ვინ არ იცის, რა ბედნიერება არის კაცისათვის კეთილი ცოლი. ისიც უეჭველია, რომ ამისთანა ქალის ქმარი უფრო დიდხანს იცხოვრებს ქვეყანასა ზედა. როგორც შფოთი და მწუხრება შეამოკლებს ცხოვრებასა კაცისასა, მ...
„დედაკაცი კეთილი ახარებს ქმარსა მისსა და წელთა მისთა აღავსებს მშვიდობითა“; „მდაბალი დედაკაცი, ქმარსა მისსა და ძვალთა მისთა განაპოხებს ხელოვნება მისი“; „ნიჭი უფლისა – დედაკაცი მდუმარე“; „მადლი მადლსა ზედა დედაკაცი მორცხვედი“ (ისუ ზ...
იხილეთ სრულად
„დედაკაცი კეთილი ახარებს ქმარსა მისსა და წელთა მისთა აღავსებს მშვიდობითა“; „მდაბალი დედაკაცი, ქმარსა მისსა და ძვალთა მისთა განაპოხებს ხელოვნება მისი“; „ნიჭი უფლისა – დედაკაცი მდუმარე“; „მადლი მადლსა ზედა დედაკაცი მორცხვედი“ (ისუ ზირ. 26. 2, 16, 17, 19). აჰა, როგორ შეამკობს ისუ ზირაქი კეთილსა დედაკაცსა. სჩანს, რომ ძველ აღთქმაშიაც დედაკაცებში მოსწონდათ მორცხვედობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მეურნეობა და ოჯახისათვის მზრუნველობა. თუ ძველ...
მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშებითა და სასწაულებითა მოსვენება. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის...
იხილეთ სრულად
მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშებითა და სასწაულებითა მოსვენება. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის, რომ ყოვლადწმიდა, შემდგომად გარდაცვალებისა, დასდგა მახლობელად ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, მლოცველი და შუამდგომელი ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთათვის.
უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვედობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედ–მამის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა ...
იხილეთ სრულად
უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვედობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედ–მამის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა დედად უფლისა იესო ქრისტესი და მასთან ყოველგან დადიოდა და მთელი ქვეყნის თვალნი იყვნენ მიქცეულნი, ვითარცა იესო ქრისტესადმი, ეგრეთვე დედისა მისისადმი. კიდევ და უფრო მერმე, როდესაც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცას, ქრისტიანობა იქად...
ვგონებ, რომ ქალს სხვა ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრეღა ვაჟს, ანუ მამაკაცს. მამაკაცისაგან არავინ არ ეძიებს მომეტებულსა მორცხვედობასა, კრძალვას. იმას არავინ არ დაუწუნებს და არ დასძრახავს, რომ არც კი ჰქონდეს მორიდება, კრძალვა სიტყვაში, ...
იხილეთ სრულად
ვგონებ, რომ ქალს სხვა ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრეღა ვაჟს, ანუ მამაკაცს. მამაკაცისაგან არავინ არ ეძიებს მომეტებულსა მორცხვედობასა, კრძალვას. იმას არავინ არ დაუწუნებს და არ დასძრახავს, რომ არც კი ჰქონდეს მორიდება, კრძალვა სიტყვაში, ქცევაში. ქალის საქმე კი სხვა არის. ვგონებ, იგი უნდა იყოს შემკული სიმდაბლითა, მორიდებითა, კრძალვითა. მისი უდიდესი და უძვირფასესი თვისება ის არის, თუ იგი იცავს და სხვასაც ასწავლის საზოგადოებასა შინა წმინდა ზნეობას, მშვიდს,...