ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ძველიდგანვე მიღებულისა ჩვეულებისამებრ ქრისტიანენი ემზადებიან ზიარების მიღებად მარხვითა, ანუ საჭმლის მოკლებითა. დიახ, ძმანო ჩემნო მარხულობა საჭირო არის და კიდეც მართებს მათ, რომელნი განმზადებულ არინ ბარძიმისადმი.
მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, საქმე იგი, რომელსა თქვენ აწ შედგომილ ხართ, არის ერთობ დიდი და მძიმე; გლოცავ თქვენ, ძმანო საყვარელნო, რამეთუ არა მცონარებითა, ანუ მოწყინებულითა გულითა ასრულებდეთ მას, არამედ ყოვლითა გულსმოდგინები... იხილეთ სრულად
როდესაც შენ არ სწუხარ, არამედ ადვილად შეუნდობ შენ თავს ცოდვასა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ აპირობ ცოდვის დატევებას, არამედ მზათ ხარ კიდევ ყოველთვის აღასრულო იგი. ამ სახით შენ მიეჩვევი ცოდვას; ცოდვა გარდაიქცევა შენში მეორე ბუნებად... იხილეთ სრულად
ლოცვებს, საღმრთო წერილს და ყოველს წიგნებს მისთვის წაიკითხავენ ეკლესიაში, ძმანო ჩემნო, რომ წაკითხულნი ჰაზრნი სასმენელის შენისაგან შევიდნენ შენს გულში და მუნ გააჩინონ სხვადასხვა გრძნობანი, ესე იგი მონანება, ღვთის შიში, ცოდვის მოძაგე... იხილეთ სრულად
ქრისტიანენი ემზადებიან ზიარებად მომატებულითა ლოცვითა, ვითარცა შინაურითა, ეგრეთვე დადებულითა ეკლესიურითა წირვა–ლოცვათა მოსმენითა. ესეც კი საჭირო არის და სასარგებლო, ძმანო ჩემნო! ვინც ემზადება ზიარებისათვის, მან არ უნდა გაუშვას არც ... იხილეთ სრულად
გარნა რით უნდა დაბოლოვდეს, რა შედეგი უნდა ჰქონდეს შენსა მარხვასა, ლოცვასა, აღსარების თქმასა? რით უნდა გათავდეს ესოდენი თქვენი შრომა, მოთმინება, ყოველი ნუგეშისაგან განშორება, გლოვა, სულთქმა, ცრემლი, თუ კი ღმერთმა მისცა ვისმეს ცრემლ... იხილეთ სრულად
ამისთვის ვიღწვით, მისთვის ვშრომობთ, რომ მოვაკვდინოთ ყოველნი ცოდვის ასონი ჩვენ შორის, განვიშოროთ ჩვენგან ყოველი ბოროტება, შევიმოსოთ განახლებული იგი მცნება ღვთის დიდებულებისა ხატისა. ერთი სიტყვით, ყოველი ცოდვა და მისნი ორღანონი მოკვ... იხილეთ სრულად
თუ გსურს აღსარება იყოს შენთვის ნაყოფიერი, კარგად გამოიკვლიე შინაგანი შენი მდგომარეობა, ხასიათი, ნაკლულევანება და ისე უთხრი შენს მოძღვარს აღსარება შენი.
ახლავე დაიწყე ნაყოფის გამოღება, ახლავე მიეჩვიე კეთილსა საქმესა და ღმერთსა აჩვენე შენი ერთგულება და მორჩილება.