ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
აწ განვიზრახოთ მოკლედ, თუ რაისთვის უმეტესი აქვს ფასი სარწმუნოებასა ჩვენსა, ვიდრე სარწმუნოებასა მათსა, რომელნი თვალითა თვისითა ხედვიდენ მაცხოვარსა. სარწმუნოებასა ჩვენსა, ძმანო ქრისტიანენო, მისთვის აქვს უმეტესი ფასი, რომელ იგი პირვე... იხილეთ სრულად
სარწმუნოება ჩვენი, ვისაც აქვს ჭეშმარიტი და ცხოველი სარწმუნოება, გამოაჩენს უმეტესსა ღირსებასა და სათნოებასა კაცისასა, ვიდრე სარწმუნოება მათი, რომელნი ხედვიდენ მაცხოვარსა.
არის ორგვარი სარწმუნოება: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებრივი. ოდეს თანამედროვენი იესო ქრისტესნი იხილვიდნენ ოთხის დღის მკვდრის საფლავით გამოხმობასა, ანუ სხვასა ესე ვითარსა სასწაულსა, მაშინ არ შეეძლოთ მათ არა რწმ... იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველთა გვაქვს სარწმუნოება, გარნა ზოგთა სარწმუნოება არის ცივი, უქმი და თითქმის მკვდარი, და ისინიც არიან მსგავსნი ფარისეველთა და მწიგნობართა, რომელნი, ხედვიდენ რა სასწაულთა ქრისტესთა, იცოდნენ, რომ იგი არს ძე ღვთისა, გარნა არ ი... იხილეთ სრულად
კაცი ბოროტი ვერ მიიღებს სახარებასა; გული განრყვნილი და გონება დაფანტული ვერ შეიტყობს ხარებასა ქრისტესსა.
თქვენ თვითონ იცით, თუ რაოდენ ძვირფასი არის შრომისმოყვარისა კაცისათვის, არა თუ მრთელი დღე, არამედ ერთიცა წამი.
განა არ შეუძლიან, ძმანო ქრისტიანენო, უფალსა ახლაც გამოცხადდეს და სასწაულებითა თვისითა შეარცხვინოს ურწმუნონი, განამტკიცოს სულმოკლენი და სუსტნი მსგავსად თომა მცირედ მორწმუნისა, დახშოს პირი წინააღმდეგთა? გარნა მას არა სურს, რათა სარწ... იხილეთ სრულად
ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება მისგან, რაც უყვარს, რასაც ეძიებს და რაისადმიცა აქვს მისწრაფება. უკეთუ შენ გრწამს და გიყვარს ლოცვა, ეკლესია, სახარება, მაშასადამე გული შენი კეთილ არს, მაშასადამე მადლი ქრისტესი ახლო არს შენდამი.... იხილეთ სრულად
უკეთუ თვით გული შენი მოითხოვს სარწმუნოებასა და ვერ შეგიძლან გასძლო თვინიერ სარწმუნოებისა, უკეთუ სმენა სახარებისა არს ნუგეში გულისა შენისათვის, მაშინ ნეტარ ხარ შენ, ვინაითგან ცხადად ჰსჩანს, რომ გული შენი კეთილია და სახიერი.
ერთისა, უმეტესად მავნებელისა და არა შესაწყნარებელისა ჩვეულებისათვის მე კიდეც გითხარი თქვენ ძმანო ჩემნო, ესე იგი გრძელისა მის წყობილებისა და ტირილისათვის, დროსა მიცვალებულთა განსვენებისასა. აღსრულება ჩვეულებისა ამის ადვილად ასწავლი... იხილეთ სრულად