Wisdomge - ციტატები, გამონათქვამები
Wisdomge - ციტატები, გამონათქვამები Wisdomge, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ბავშვებში არის აუარებელი შინაგანი ძალა და უსაზღვრო შესაძლებლობანი, და თუ პედაგოგიკას შეცვლი, ამ ძალებს უფრო მეტს გამოავლენ. თუ არ დაიჯერებ ამას, მაშინ იმასაც ჩაუკლავ, რაც აქვს
სკოლა იგივეა, რაც ეკლესია, ტაძარი. მასწავლებელი იგივეა, რაც ღმერთი, იმიტომ, რომ ქრისტეს მასწავლებელს ეძახდნენ.
ღმერთი და მასწავლებელი, ტაძარი და სკოლა - ამაზე ძვირფასი ცნებები საზოგადოებას თავისი განვითარებისთვის არ აქვს
ბავშვს მოაქვს თავისი დანიშნულება ამ ცხოვრებაში - რა უნდა გააკეთოს, რა უნდა იღვაწოს, რა გზა უნდა გაიაროს - ციურ სამყაროში ეს უკვე განსაზღვრული იყო. და რომ მოდის ბავშვი, ეს უნდა გაიხსენოს მან. ცხოვრებაც მიგაგდებს ამ ბილიკებზე, თუკი ... იხილეთ სრულად
ვინ არის დამნაშავე, ბავშვი, რომელმაც ამხანაგი დაჭრა თუ რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ ის, ვინც მას ზრდიდა?
ესაა თავი და ბოლო ჩემ ოჯახში, რომ ღირსეული შვილები აღვუზარდო ქვეყანას. ისეთები, რომლებთან ერთად ქუჩაში გავლის არავის შეეშინდება. რომლებთან ერთადაც სიამოვნებით იმუშავებენ და ღალატს არავინ დაელოდება
დაიპყრეს ახლანდელი ბავშვები პლანშეტებმა, სასიამოვნო საყურებლებმა და გასართობებმა. ეს გასართობები აღზრდისთვის არაა გამოგონილი