წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
კარგია სხეულის სიმრთელე, მაგრამ უკეთესია სულის სიმრთელე და მით უკეთესია, რამდენადაც სული უაღრესია სხეულზე.
სამსჯავრო უკვე კარზეა მომდგარი, ის ასე ახლოს რომც არ იყოს, უზრუნველად ყოფნა მაინც გაუმართლებელი იქნებოდა. სიცოცხლის დასასრულს, თითოეული მომაკვდავისთვის, იგივე აზრი აქვს სამომავლო ცხოვრების თვალსაზრისით, რაც სამყაროს აღსასრულს.
საკუთარი ენა ღვთის სადიდებლად მივმართოთ. ყოველდღიურად გავარჩიოთ ჩვენი ცხოვრება, სხვისი ცხოვრების განსჯა კი მივანდოთ მას, ვინც ზუსტად უწყის დაფარული.
თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას, ამ უდიდეს და სამწუხაროდ, ძალზე გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.
ცხონება მხოლოდ იმაში როდია, რომ ბოროტება არ გააკეთო, არამედ იმაშიც, რომ თვითონაც გმირულად დაითმინო ბოროტება.
საღრმთო წერილის სულ მოკლე გამონათქვამებშიც კი შეგვიძლია უდიდესი ძალა მოვიძიოთ და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრეც.
სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცდუნებას.
ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას მოუტანს და უდიდეს ნუგეშს მიანიჭებს. ხშირად ამ წმინდა წინგისაკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს.