წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზიციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
როგორც შეუძლებელია ოდესმე ზღვა იყოს ტალღების გარეშე, ასევე ვერცხლისმოყვარე ადამიანის გულს არ შეუძლია დარდის, ურვის, შიშისა და ტანჯვის გარეშე ყოფნა.
კარგად შეადარა ვიღაცამ ანგარებიანი წყალმანკთან მებრძოლებს. მათ რაც მეტი წყალი აქვთ სხეულში, მით მეტ წყურვილს გრძნობენ, ასევეა ანგარებიანი, რომელსაც ბევრი აქვს და უფრო მეტი უნდა.
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! – ეს ფრაზა სასიკვდილო იარას აყენებს ეშმაკს, ხოლო ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ღვთის მმადლიერებელს ნუგეშს და მხნეობას სძენს. ნურასდროს შეწყვეტ ღვთის მადლიერებას, განსაკუთრებით კი მწუხარებისა და განსაცდე... იხილეთ სრულად
თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალატთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ–გლახაკთა შესაწევნელადაც განიპყარ!