შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები შალვა ამონაშვილი | გამონათქვამები, ციტატები
პატრიოტი სიცოცხლის გამწირველია. თუ დასჭირდება, უნდა თავიც დადო. აბა, სხვა რას დავარქვათ პატრიოტი?
თუ ერთი მეზობელი გიყვარს და მეორე არა, მაშინ კეთილშობილი არა ხარ.
თუ მშობლები დაივიწყე, რა კეთილშობილებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?
თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები კეთილშობილები გამოვიდნენ, დაიხსომეთ აღზრდის ყველაზე მთავარი წესი - ბავშვების აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება
გინდა კეთილშობილი გაზარდო შვილი? - კეთილშობილი იყავი შენ. შენც დამშვენდები და შვილიც დამშვენდება.
დიდსულოვანი გინდა? - შენ თავად იყავი დიდსულოვანი.
დიდსულოვანი რომ გაზარდო შვილი, შენ თავად მოძებნე დიდსულოვნება საკუთარ თავში
რაც მეტს ღიზიანდები, მით მეტად გეცვლება ფიზიოლოგიურად სხეული, მით მეტი მომწამვლელი ნივთიერება ჩნდება სხეულში, რომელიც შეიძლება კიბოს, ან სხვა რომელიმე დაავადების წინაპირობა გახდეს. გაბრაზებული ადამიანები ძალიან ხშირად ავად ხდებია... იხილეთ სრულად