უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და ხედავს თავისი ერთგული მონების უბედურებებს, მაგრამ ზოგჯერ განეშორება კიდეც მათ, რათა უფრო მეტი სიუხვით დააჯილდოვოს გამოცდაგავლილი ღვთისმოსაობა. მშობლებიც ხშირად ასევე, გონების განვითარებ...
იხილეთ სრულად
უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და ხედავს თავისი ერთგული მონების უბედურებებს, მაგრამ ზოგჯერ განეშორება კიდეც მათ, რათა უფრო მეტი სიუხვით დააჯილდოვოს გამოცდაგავლილი ღვთისმოსაობა. მშობლებიც ხშირად ასევე, გონების განვითარებისა და გამოცდილების მისაღებად, შვილებს უცხო ქვეყნებში აგზავნიან. წმიდა ანტონი დიდი, რომელსაც ბოროტი სულები სცდიდნენ და აწვალებდნენ, ტანჯვა-წამებისას იესო ქრისტეს ვერ ხედავდა. შემდეგ, როდესაც იხილა იგი, წყენით შესძახა: "ს...
ურწმუნოება გვიკარგავს ჩვენ დღევანდელი ჩვენი რაოდენობის ნახევარს და ამით ხელიდან მიგვდის მიწა-წყალი, ნიადაგი, ტერიტორია. ამითი სუსტდება, ქრება, ისპობა ჩვენი ენა, დნება, ილევა და საბოლოოდ ნადგურდება ჩვენი თავისებურება, სასურველი გავ...
იხილეთ სრულად
ურწმუნოება გვიკარგავს ჩვენ დღევანდელი ჩვენი რაოდენობის ნახევარს და ამით ხელიდან მიგვდის მიწა-წყალი, ნიადაგი, ტერიტორია. ამითი სუსტდება, ქრება, ისპობა ჩვენი ენა, დნება, ილევა და საბოლოოდ ნადგურდება ჩვენი თავისებურება, სასურველი გავლენა სხვებზე და საკუთარი ღირსების შეგნება.
ისე არაფერი სჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. მასზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ - კეთილდღეობა დღევანდელ ცხოვრებაში, და არა მხოლოდ ყოველი ჩვენთაგანის კეთილდღეობა, არამედ საზოგადოებისა.
წმიდა პეტრე მტკიცედ მიაბიჯებდა ზღვის ტალღებზე, ვიდრე მხოლოდ იესო ქრისტეს უცქერდა. მაგრამ ჩაძირვა დაიწყო, როგორც კი ქარიშხალსა და აზვირთებულ ტალღებზე გაიფიქრა და ღმერთკაცისადმი რწმენაში შესუსტება იწყო. (მთ. 14, 29-31).
მამებო, ძმებო და ჩემო სულიერო შვილებო! ჩენი სულიერი და ხორციელი არსებობის სიმაღლე და სიმდაბლე, სიკეთე და სიდუხჭირე, ნათელმოსილება და სიბნელე, ნაძრახობა და ქებულობა დამოკიდებულია ჩვენს მორწმუნეობაზე. თუ ქალი და კაცი განმსჭვალული ვი...
იხილეთ სრულად
მამებო, ძმებო და ჩემო სულიერო შვილებო! ჩენი სულიერი და ხორციელი არსებობის სიმაღლე და სიმდაბლე, სიკეთე და სიდუხჭირე, ნათელმოსილება და სიბნელე, ნაძრახობა და ქებულობა დამოკიდებულია ჩვენს მორწმუნეობაზე. თუ ქალი და კაცი განმსჭვალული ვიქნებით ცხოვრებაში ქრისტეს სიყვარულით და მისი მოძღვრების შეგნებით, თუ მთელი ჩვენი საზოგადოება გაღვივებული იქნება სახარების შინაარსით, ჩვენი მოქალაქეობაც, ჩვენი ცხოვრებაც გაშუქებული იქნება ერთი-მეორის სიყვარულით, ურთიერთის...