ყაჩაღთა ბანდის წევრებიც კი საერთო საქმის წარმატებისათვის ერთმანეთს ფიცით ეკვრებიან. სწორედ ასევე საჭიროა რელიგია ადამიანთა საზოგადოების სიმტკიცისათვის!
იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტო გონებით არაა შესათვისებელი, რომ სრულებით არ კმარა მხოლოდ შესწავლა და გაზეპირება მისი; არა, იგი ცხოვრების, მოქმედების მოძღვრებაა და აუცილებლად მის ყალიბზედ უნდა ჩამოესხას ჩვენ...
იხილეთ სრულად
იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტო გონებით არაა შესათვისებელი, რომ სრულებით არ კმარა მხოლოდ შესწავლა და გაზეპირება მისი; არა, იგი ცხოვრების, მოქმედების მოძღვრებაა და აუცილებლად მის ყალიბზედ უნდა ჩამოესხას ჩვენი ცხოვრება, ეს მოძღვრება სარჩულად უნდა ედოს ჩვენს ყოფა-ქცევას, ჩვენს მოქმედებას, ჩვენს მოქალაქეობას, გრძნობა-აზროვნებას; მისი ელფერი, მისი ბეჭედი უნდა ეტყობოდეს ქრისტიანის საქციელს, - სასიხარულო იქნება იგი საქციელი თუ სა...
რამდენად გულგაციებულია ჩვენი საზოგადოება ქრისტიანობაზე, ეს გვიჩვენა ჩვენმა მახლობელმა წარსულმა. ამ რვა-ცხრა წლის წინათ საკმარისი იყო მთელი სოფლისთვის ებრძანებინა იქვე გაზრდილს და უსწავლელ ბიჭს "ცეცხლში ჩაყარეთ წმიდა ხატები, საქონე...
იხილეთ სრულად
რამდენად გულგაციებულია ჩვენი საზოგადოება ქრისტიანობაზე, ეს გვიჩვენა ჩვენმა მახლობელმა წარსულმა. ამ რვა-ცხრა წლის წინათ საკმარისი იყო მთელი სოფლისთვის ებრძანებინა იქვე გაზრდილს და უსწავლელ ბიჭს "ცეცხლში ჩაყარეთ წმიდა ხატები, საქონელი შედენეთ თქვენს ეკლესიებში, აღარ გაბედოთ ქრისტეს ხსენებაო", რომ ქალსა და კაცს სიტყვის შეუბრუნებლად აესრულებინა ასეთი უმსგავსობა! არ ვუფრთხილდებით საუნჯესავით სარწმუნოებას, არ ვვარჯიშობთ, რომ გავიღრმავოთ და გავიფართოვოთ...
უმაღლეს ცივილიზაციას ვერაფრით შეიტანენ ხალხთა წიაღში, თუ იგი უმაღლეს რელიგიას არ შეესაბამება. აქედან სრულიად საფუძვლიანად, საყოველთაო აღიარებით, გამომდინარეობს, რომ ველურ ხალხებში ცივილიზირებულ საშუალებათა შორის პირველი ადგილი ქრი...
იხილეთ სრულად
უმაღლეს ცივილიზაციას ვერაფრით შეიტანენ ხალხთა წიაღში, თუ იგი უმაღლეს რელიგიას არ შეესაბამება. აქედან სრულიად საფუძვლიანად, საყოველთაო აღიარებით, გამომდინარეობს, რომ ველურ ხალხებში ცივილიზირებულ საშუალებათა შორის პირველი ადგილი ქრისტიანულ მისიონერულ მოღვაწეობას მიეკუთვნება.
შეიტანეთ კაცობრიობის ცხოვრებაში ყველა ქრისტიანული საწყისი, განდევნეთ მისგან ყოველივე ის, რასაც კრძალავს ქრისტიანობა და მაშინ დედამიწაზე სამოთხე განიღება.
ყველა იმ რელიგიას შორის, რომლებიც დედამიწაზე არსებობს, მხოლოდ ქრისტიანობაა ჭეშმარიტი რელიგია და ამიტომ მხოლოდ ქრისტიანობას ძალუძს, მიანიჭოს ცალკეულ ადამიანს და მთელ კაცობრიობას სიკეთე და ბედნიერება - ზეციური და მიწიერი.