ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი
უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასსა და საკუთარ თა... იხილეთ სრულად
ღმერთს რომ შევურიგდეთ, ჯერ საკუთარი თავი უნდა შევიცნოთ, ანუ გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, რაც გულისხმობს პირუთვნელ, სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენი “მესადმი”.
როდესაც ადამიანი თავის თავს ჩაუღრმავდება, იმდენ ნაკლოვანებას აღმოაჩენს, რომ ეკარგება სურვილი სხვათა განკითხვისა. გულწრფელი სინანული კი ხდება აღმხოცველი ჩადენილი დანაშაულისა და ამასთან ჩვენი შემრიგებელი უფალთან.
ამიტომაცაა სინანული, თავმდაბლობა და სამართლიანობა უპირველესი თვისებანი ქრისტიანისა. ამ სათნოებათა მატარებელნი სიკეთითა და ღვთიური მადლით მოსილი უბრალოებით გამოირჩევიან.
სამართლიანობა დიდად განაპირობებს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე ქვეყნის სიმშვიდეს. მძიმეა გზა სიმართლისა, მაგრამ ისაა ერთადერთი და გადამრჩენელი გზა და მას აცისკროვნებს ბეთლემის ვარსკვლავის ბრწყინვალება, - "ნათელი იგი, რომელი... იხილეთ სრულად
ბოროტება და სიბნელე ჰყოფს ყველაფერს, თესავს მტრობასა და სიძულვილს, უნდობლობასა და მრავალ სხვა ცოდვას. ღვთის სიყვარული კი არის გამაერთიანებელი, მას არავისი შურს, ყველაფერს ითმენს და ჩვენს უძლურებებს კურნავს.
სამყაროს შექმნიდან დღემდე ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის არ შეწყვეტილა და იგი სულ უფრო და უფრო მძაფრ ფორმებს იღებს.
თანამედროვე ჩვენი ყოფა იმდენად დამძიმდა, რომ უარყოფითმა მუხტმა მთელი მსოფლიო მოიცვა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით გათამამებულმა ადამიანმა დაივიწყა ღმერთი და თავისი შესაძლებლობების უსაზ... იხილეთ სრულად
მიწიერ კეთილდღეობაზე ფიქრმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დიდ სიმძიმედ იქცა. ღირსება დაიკარგა, გული გაქვავდა, სიცოცხლე გაუფასურდა. ამასთან, წარმოიშვა მუდმივი დაძაბულობისა და შიშის ატმოსფერო. ამიტომაც წერენ თანამედროვე ფილოსოფოსებ... იხილეთ სრულად