Wisdomge - ციტატები, გამონათქვამები
Wisdomge - ციტატები, გამონათქვამები Wisdomge, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ჩვენ სამშობლოს უნდა გავუზარდოთ მოქალაქეები, რომლებმაც ერთობაც იციან რა არის, ურთიერთგაგებაც აქვთ, და მართალი სიყვარულიც უდევთ გულებში
როგორი ფერუმარილიც არ უნდა წაისვა და როგორი ლამაზი ფრჩხილებიც არ უნდა გქონდეს, სული თუ გაქვს ცუდი, არ ვარგიხარ
სამი რამ გვინდა ფსიქოლოგიაში, რომ თანხმობა მივიღოთ - განვითარება, თავისუფლება, ზრდა. თუ ამას აკმაყოფილებ, ბავშვი გამოგყვება შენ, თუ არადა - ფეხს აითრევს
ბავშვს წარსული არ უყვარს. მით უმეტეს, როცა ვუხსენებთ წარსულ ცუდს, ბავშვი გიჟდება ამის გამო, მოთმინებას კარგავს, მდგომარეობიდან გამოდის
მასწავლებლის სიამაყე ის არის, როცა გაჭირვებულ ბავშვს შეიყვანს ლხინში, როცა გაჭირვებულ ბავშვს გახდის გახსნილს. ასეთი მასწავლებელია ოსტატი. ეს არის მასწავლებლის ღირსება
მასწავლებელს შეუძლია იამაყოს იმ "გონებაშეზღუდული" და "ჩამორჩენილი" ბავშვებით, რომლებსაც გონება გაუხსნა, ჩამორჩენილობა დააძლევინა და იმ დაწინაურებულ ბავშვებზე არანაკლები გახადა
ადამიანი ბედნიერებისთვის იბადება ამქვეყნად და არა - უბედურებისთვის. სიხარულისთვის, და არა - მწუხარებისათვის