წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ყოველი სიტყვის ამოთქმას განსჯა უძღვის წინ. ტირილსა და გლოვას სიკვდილისა და ცოდვის ხსოვნა მიუძღვება. ამიტომ, წესით, სწორედ მათზე უნდა ვილაპარაკოთ.
ვერცხლისმოყვარება კერპთაყვანისმცემლობაა - ურწმუნოების ასული, საკუთარი უძლურების შეწყნარება, სიბერის მომასწავლებელი, შიმშილის წინამაუწყებელი, უწვიმობის მომტანი
ბრძენ მასწავლებელთა უმრავლესობა ჩვენს მიერ აღწერილ სიძვის მტანჯველის შემდეგ სწორედ ვერცხლისმოყვარეობას, ამ მრავალთავიან ვეშაპს დაგვანახებს, ამიტომ ჩვენც ეს ბრძნული დადგენილება რომ არ შევცვალოთ, მათ უნდა მივდიოთ. ამგვარად თუ გსურთ,... იხილეთ სრულად
ვინც საუბარში დაჟინებით იცავს საკუთარ აზრს თუნდაც მართალი იყოს, მან უნდა იცოდეს, რომ ეშმაკეული უძლურებითაა შეპყრობილი. თუ ის ამგვარად თანასწორებთან იქცევა, მაშინ უპირატესის მიერ მხილებით შესაძლებელია მისი განკურნება, მაგრამ, თუ უფ... იხილეთ სრულად
ნეტარია ბერი, რომელიც ყოველ საათს საკუთარ თავს ყოველგვარი უპატიობისა და დამცირების ღირსად მიიჩნევს. ნეტარია, ვინც სრულიად მოაკვდინა საკუთარი ნება და თავი მთლიანად უფლისმიერი მოძღვრის მზრუნველობას გადასცა. იგი ჯვარცმული იესოს მარჯვ... იხილეთ სრულად
მამისადმი მორჩილება მხოლოდ სრულიად წმიდა სინდისის მქონემ მოიპოვა. მას სიკვდილისა უკვე აღარ ეშინია, არამედ ყოველდღიურად ელის მას, როგორც ძილს, უკეთ რომ ვთქვათ - როგორც სიცოცხლეს, რადგან დანამდვილებით იცის, რომ მისი სულის განსვლისას... იხილეთ სრულად
ვინც სიტყვით არ მორჩილებს, უეჭველია იგი ვერც საქმეში დამორჩილდება. რადგან სიტყვით მერყევია, ის საქმეშიც მოურჯულებელია. ასეთები ამაოდ ირჯებიან, ისინი თვით წმიდა მორჩილებიდანაც კი სასჯელის მეტს ვერაფერს მიიღებენ.
ყველა ვინც თავის გველს მოძღვარს უცხადებს, ამით მისდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებას გამოხატავს, ხოლო ვინც ფარავს რაიმეს, ის უგზო-უკვლოდ მიმოეხეტება.
შენი რწმენა და სიყვარული სულიერი მამისადმი აზრობრივად აუწყე უფალს და უფალი უხილავად ამცნობს მას ამ სიყვარულის შესახებ, მასაც ამავე გრძნობით აღავსებს შენს მიმართ და კეთილად განაწყობს.
თითოეული ჩვენგანი მაშინ შეიცნობს, რომ არის მასში ძმის სიყვარული და ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი, როდესაც ნახავს, რომ სწუხს ძმის ცოდვებზე და მისი წარმატება და ნიჭები ახარებს.