წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
კარგად შეისწავლე შენში არსებული ყოველი სათნოებისა თუ ვნების სიმცირე და სიდიდე, ამის შემდეგ კი მათ ზრდასა და შემცირებას დააკვირდი და ამგვარად შეიტყობ მათ ზომასა და წარმატებას.
როგორც დიდი ხნის ავადმყოფისათვის შეუძლებელია, რომ თავდაპირველი ჯამრთელობა და ძალა წამიერად დაიბრუნოს, ასევე შეუძლებელია, რომ ვნებებში ჩაფლულმა ადამიანმა წამიერად მოსრას საკუთარ თავში ვნებები.
როგორც კეთილი მესაჭის მიერ წარმართული ნავი უსაფრთხოდ მიაღწევს ნავსადგურს, ასევე კეთილი მწყემსის მქონებელი სული, თუნდაც მრავალი ცოდვა ჰქონდეს, ადვილად ავა ზეცაში - ღვთის შეწევნით, თუკი მორჩილებაში იქნება.
როგორც გონიერი კაციც კი ადვილად შეცდება უცხო გზაზე სვლისას, თუკი წინამძღოლი არ ჰყავს, ასევე ისიც, ვინც თვითნებობით და საკუთარი თავის ხელმძღვანელობით მოღვაწეობს მონაზვნურ ცხოვრებაში, თუნდაც უდიდესი სიბრძნის პატრონი იყოს, დასაწყისში... იხილეთ სრულად
სინდისი არის ჩვენთვის ღვთისაგან მცველი ანგელოზის მიერ ბოროტების მამხილებლად მოცემული, რომელსაც ჩვენში ნათლისღება აძლიერებს და რამდენადაც განიწმინდება იგი, მით მეტი მხილების უნარს იძენს, ხოლო, რაც უფრო დაითრგუნება, მით სუსტდება, ამ... იხილეთ სრულად
დაყუდების მოყვარეს აქვს მეტად მხნე და ვაჟკაცური ზრახვა, რომელიც მტკიცედ დგას მისი გულის კართან და მოახლოებულ აზრებს ან განდევნის, ან - კლავს. ვინც გულისხმიერებით აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, მან კარგად იცის ზემოთქმულის შესახებ, ხო... იხილეთ სრულად
რადგანაც არაწმიდა ვნებებს დავემონეთ და დავემორჩილეთ, ამიტომ ნაკლებად ვიცით მზაკვრობა და მოხერხებულობა იმ ბოროტი სულებისა, რომლებიც საბრალო სულს ეუფლებიან. მაგრამ არიან ისეთები, ვინც სულიწმიდის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი ამ უწმინდუ... იხილეთ სრულად
ყველას, ვისაც სურს, უფალი მოიპოვოს, გულწრფელად და უბრალოდ, მარტივი და წმიდა გულით უნდა მიმართოს მას: რაკი იგი მარტივი და ბოროტების არმქონეა, მარტივ და უმანკო სულებს ეძებს, რადგან სიმარტივე და უბრალოება სიმდაბლის გარეშე არ არსებობს... იხილეთ სრულად
ბუნებრივი უბრალოებაც კარგი და სანატრელია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც იგი, ვინც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მობრუნდა და მოიპოვა უბრალოება, რადგან პირველის მფლობელი უკეთურებისა და ვნებებისგან არის დაცული, მეორე კი დიდი სიმშვ... იხილეთ სრულად