ერთხელ მამები მამა ანტონთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმიდა მამას მათი გამოცდა სურდა; ამიტომ წმიდა წერილიდან ერთ-ერთი გამონათქვამი შეარჩია და თითოეულს სათითაოდ ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ის. ყველა საკუთარი შეხედულებისამ...
იხილეთ სრულად
ერთხელ მამები მამა ანტონთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმიდა მამას მათი გამოცდა სურდა; ამიტომ წმიდა წერილიდან ერთ-ერთი გამონათქვამი შეარჩია და თითოეულს სათითაოდ ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ის. ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ პასუხობდა, ბერი კი თითოეულს ეუბნებოდა:-არა, ვერ მიმხვდარხარ!ბოლოს მამა იოსებს ჰკითხა:-შენ რას იტყვი ამ გამონათქვამზე?-არ ვიცი, - უპასუხა იოსებმა.მამა ანტონმა კი დასძინა:-მამა იოსები სწორ გზას ადგას, როცა ამბობს, არ ვ...
ანტონი დიდი ამბობდა: -ერთხელ ვიხილე ეშმაკის ყოველგვარი მახე, დედამიწაზე დაგებული და შეძრწუნებულმა ვიკითხე: -არის ვინმე, ვინც ამათ გადაურჩება? მაშინ შემომესმა ხმა: -მხოლოდ თავმდაბალნი და მშვიდნი.