წინ ვისწრაფოთ, ჩემო შვილებო, როგორც მძლეოსნებმა სახელოვანი ბრძოლის სარბიელზე. ვინც გაიმარჯვებს, ჩვენი უტკბესი ღმერთის უზენაესი საყდრის წინაშე წარდგება და საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა.
თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღ...
იხილეთ სრულად
თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღვთის შეწევნით, სისხლისმღვრელ ბრძოლაში ქედმაღლობის მოკვდინებას შევძლებთ.
ადამიანს სულიერი განსვენება მხოლოდ თავმდაბლობისა და სიმშვიდისგან ეძლევა. უფალიც გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29). ამიტომ, მოდით, სანატრელო შვილებ...
იხილეთ სრულად
ადამიანს სულიერი განსვენება მხოლოდ თავმდაბლობისა და სიმშვიდისგან ეძლევა. უფალიც გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29).ამიტომ, მოდით, სანატრელო შვილებო, მთელი გულით შევიყვაროთ იესოს სიმდაბლე და სიმშვიდე; და როგორც უფალმა ბრძანა, ჭეშმარიტად ჩვენი სულების განსვენებას ვპოვებთ.
გეშინოდეთ ქედმაღლობის და ეცადეთ გათავისუფლდეთ მისგან, რადგან რაც უფრო დიდხანს დარჩება ჩვენში ნებაზე მიშვებული ქედმაღლობა, მით უფრო მტკივნეულ ჭრილობებს მოგვაყენებს.
სიმდაბლე საიმედო მეგზურია. იგი საშუალებას არ აძლევს თავმდაბალ ადამიანს, დაუდევრობის წყალქვეშა კლდეებზე დაიმსხვრეს, არამედ კარგი მეგზურივით უსაფრთხო გზას უჩვენებს მას.