უარისმყოფელი ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, რომელი ზოგჯერ პირდაპირ, სიტყვიერათაც, შეურაცხჰყოფს უფალსა იესო ქრისტესა და მისსა მცნებასა; ხოლო ზოგჯერ, თუმცა სიტყვიერათაც არ უარჰყოფს იესო ქრისტესა, გარნა საქმენი მისნი ცხად ჰყოფენ, რომ...
იხილეთ სრულად
უარისმყოფელი ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, რომელი ზოგჯერ პირდაპირ, სიტყვიერათაც, შეურაცხჰყოფს უფალსა იესო ქრისტესა და მისსა მცნებასა; ხოლო ზოგჯერ, თუმცა სიტყვიერათაც არ უარჰყოფს იესო ქრისტესა, გარნა საქმენი მისნი ცხად ჰყოფენ, რომელ მას არა ჰსურს, ანუ იგი არა ცდილობს, რომ გაამართლოს სჯული ქრისტესი და მით ადიდოს სახელი მისი წინაშე კაცთა.
საუბედუროდ ჩვენდა, ვხედავთ ამ ჩვენ დროებაში, ზოგიერთთა საცოდავთა ქრისტიანეთა, რომელთა არ ეშინიათ უარისყოფა წინაშე კაცთა უფლისა იესო ქრისტესი, სასიქადულოთ მიაჩნიათ წინააღმდეგობა და უარისყოფა სახარებისა, საზოგადოებასა შინა დიდსა, ცხ...
იხილეთ სრულად
საუბედუროდ ჩვენდა, ვხედავთ ამ ჩვენ დროებაში, ზოგიერთთა საცოდავთა ქრისტიანეთა, რომელთა არ ეშინიათ უარისყოფა წინაშე კაცთა უფლისა იესო ქრისტესი, სასიქადულოთ მიაჩნიათ წინააღმდეგობა და უარისყოფა სახარებისა, საზოგადოებასა შინა დიდსა, ცხადად გამოაჩენენ თავსა თვისსა მოღალატედ სჯულისა და მით ჰგონებენ დაამტკიცონ თვისი ჭკუა და სწავლა... უკუნ ვაქციოთ ჰაზრი ჩვენი ესრეთთა საბრალოთა კაცთა, შემარხცვენლთა მათისა ტომისა და შთამომავლობისა.
სიტყვით უარისყოფა არის უფრო მცირე ცოდვა, ვიდრე საქმით. უარისყოფა ანუ ღალატობა ქრისტესი საქმით მრავალფერად აღსრულდება. უარისმყოფელი არის ქრისტესი ყოველი ქრისტიანე, რომელი დიდ ყურადღებას არ ხმარობს მისის სჯულის აღსრულებაზე, რომელი ა...
იხილეთ სრულად
სიტყვით უარისყოფა არის უფრო მცირე ცოდვა, ვიდრე საქმით. უარისყოფა ანუ ღალატობა ქრისტესი საქმით მრავალფერად აღსრულდება. უარისმყოფელი არის ქრისტესი ყოველი ქრისტიანე, რომელი დიდ ყურადღებას არ ხმარობს მისის სჯულის აღსრულებაზე, რომელი არ ცდილობს ღირსი შეიქმნეს ქირსტეს სახელისა, გააუმჯობესოს თვისი სულიერი მოქალაქეობა; უარჰყოფს საქმით ქრისტესა კაცი დაუდგრომელი, რომელი არის დამონებული ვნებათა და არ ასრულებს ქრისტეს ბრძანებასა.
არის კიდევ ერთი სახე ქრისტეს უარისყოფისა, ანუ ღალატობისა, ყოველთა უსაშინელესი და უმძიმესი. ის, როდესაც კაცი იქცევა ფარისევლობით, ესე იგი, თუმცა მის გულში სრულიად არ არის იესო ქრისტეს სიყვარული და მორიდება, გარნა ბაგითა თვისითა და ...
იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი სახე ქრისტეს უარისყოფისა, ანუ ღალატობისა, ყოველთა უსაშინელესი და უმძიმესი. ის, როდესაც კაცი იქცევა ფარისევლობით, ესე იგი, თუმცა მის გულში სრულიად არ არის იესო ქრისტეს სიყვარული და მორიდება, გარნა ბაგითა თვისითა და გარეშეობითა ატყუებს ქვეყანას და გამოაჩენს თავსა თვისსა ქრისტეს ერთგულ მსახურად.
ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გვეტყვის მაცხოვარი: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“. ესე იგი უპირველესი და უმთავრესი ზრუნვა თქვენი იყოს სიმართლისა და სასუფევლისათვის...
იხილეთ სრულად
ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გვეტყვის მაცხოვარი: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“. ესე იგი უპირველესი და უმთავრესი ზრუნვა თქვენი იყოს სიმართლისა და სასუფევლისათვის ღვთისა, ხოლო ყოველი სოფლიური საჭირო ნივთი, ესე იგი საჭმელი, სასმელი, შესამოსელი და სხვა, თავით თვისით და უადვილესად შეგეძინება თქვენ.
„ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მსახურებად“ – იტყვის უფალი; ესე იგი, უკეთუ ვინმემ მრთელი თვისი ღონე და ცხოვრება შესწირა ზრუნვასა ამა სოფლისასა, მაშინ მისი უფალი და მბრძანებელი იქმნება სოფელივე და არა ღმერთი; მაშინ იგი ვერ ემსახურე...
იხილეთ სრულად
„ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მსახურებად“ – იტყვის უფალი; ესე იგი, უკეთუ ვინმემ მრთელი თვისი ღონე და ცხოვრება შესწირა ზრუნვასა ამა სოფლისასა, მაშინ მისი უფალი და მბრძანებელი იქმნება სოფელივე და არა ღმერთი; მაშინ იგი ვერ ემსახურება ღმერთსა.
სასუფეველი ცათა საღმრთოისა წერილსა შინა ეწოდება კეთილსა და ქრისტიანულსა ცხოვრებასა; სიმართლე სასუფეველისა არის აღსრულება მცნებათა სახარებისათა და განმართლება, რომელსაცა მიიღებს სულისა წმიდისაგან კაცი, აღმასრულებელი სჯულისა ქრისტეს...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ცათა საღმრთოისა წერილსა შინა ეწოდება კეთილსა და ქრისტიანულსა ცხოვრებასა; სიმართლე სასუფეველისა არის აღსრულება მცნებათა სახარებისათა და განმართლება, რომელსაცა მიიღებს სულისა წმიდისაგან კაცი, აღმასრულებელი სჯულისა ქრისტესისა.
ყოველი გარეგანი მოძრაობა და მოქმედება კაცისა დამოკიდებულ არს შინაგანსა თვისებასა და მიდრეკილებასა ზედა. უკეთუ შინაგანი კაცისა არ არის წესიერად და კეთილად დაწყობილი და განათლებული, მაშინ გარეგანიცა მისი მოქმედება არ იქნება წესიერად...
იხილეთ სრულად
ყოველი გარეგანი მოძრაობა და მოქმედება კაცისა დამოკიდებულ არს შინაგანსა თვისებასა და მიდრეკილებასა ზედა. უკეთუ შინაგანი კაცისა არ არის წესიერად და კეთილად დაწყობილი და განათლებული, მაშინ გარეგანიცა მისი მოქმედება არ იქნება წესიერად წარმართებული.
ვისაც აქვს გონება და გული აღრეული და აღშფოთებული ცოდვათა და ვნებათაგან, მას არ შეუძლიან იყოს ბედნიერად და კეთილად მდგომარე ქვეყანასა ამას შინა; საფუძველი მშვიდობისა და ბედნიერებისა ამის სოფლისა არის მშვიდობა, სიმართლე და მართლმსაჯ...
იხილეთ სრულად
ვისაც აქვს გონება და გული აღრეული და აღშფოთებული ცოდვათა და ვნებათაგან, მას არ შეუძლიან იყოს ბედნიერად და კეთილად მდგომარე ქვეყანასა ამას შინა; საფუძველი მშვიდობისა და ბედნიერებისა ამის სოფლისა არის მშვიდობა, სიმართლე და მართლმსაჯულება. სადაცა სუფევს უსამართლობა და შფოთი, იქ კაცი ბედნიერი ვერ იქნება და ვერას შეიძენს.
ვიცით, რომელ აწმყოს ჩვენს დროებაში, არიან მრავალნი სახელმწიფონი; რომელნიმე მათგანნი აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა, გარნა სხვანი არიან ძველითგანვე ურწმუნონი, კერპთმსახურნი, ანუ მაჰმადიანნი. რომელთა სახელმწიფოთა შინა არის ახლა უმეტესი ...
იხილეთ სრულად
ვიცით, რომელ აწმყოს ჩვენს დროებაში, არიან მრავალნი სახელმწიფონი; რომელნიმე მათგანნი აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა, გარნა სხვანი არიან ძველითგანვე ურწმუნონი, კერპთმსახურნი, ანუ მაჰმადიანნი. რომელთა სახელმწიფოთა შინა არის ახლა უმეტესი განათლება, წარმატება, კეთილდღეობა და ბედნიერება? ყოველი დიდება და აღმატება არის ახლა ხელთა შინა ქრისტიანეთასა; ხოლო ურწმუნოთა სამფლობელონი არიან დაცემულნი და დაბნელებულნი. ვინც ღრმად განიზრახავს, თუ რაი არს მიზეზი ბედნირ...