ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
როდესაც შენ, ძმაო ჩემო, მოგებისათვის სიცრუეს იტყვი, მოატყუებ ვისმე, მიითვისებ, რაც შენ არ გეკუთვნოდა, ცხად არს, რომელ შენ დაარღვიე მცნება ღვთისა, უღალატე ღმერთსა და დაემონე მამონასა.
შეიძლება, ძმანო ჩემნო საყვარელნო, კაცმა ამ სოფელში ყოველი თვისი სოფლიური საქმე ისრედ დააწყოს, რომ ყოველი მისი შრომა და მოქმედება გადაიქცეს ღვთისმსახურებად; ისიც შეიძლება, რომ ყოველი მისი ცხოვრება იყოს მსახურება და მონება მამონისა
უკეთუ შენ, ძმაო ჩემო, გიცნობია უფალი იესო ქრისტე; უკეთუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, მხსნელი და მაცხოვარი, მაშასადამე, მას მხოლოდ ემსახურე და მისი მხოლოდ ისმინე. რისთვისღა ემონები სოფელსა? რისთვისღა ჰფიქრობ,... იხილეთ სრულად
„ყოველსა, რასაცა იქმოდეთ, – გვასწავებს მოციქული პავლე – სიტყვით, გინა საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა, მადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ“. ანუ კვალად იგივე მოციქული სწერს: „ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად ი... იხილეთ სრულად
მაგალითსა და საქმესა კაცისასა უმეტესი მოქმედება აქვს სულსა ზედა ჩვენსა, ვიდრე სიტყვიერსა დარიგებასა და შეგონებასა. სიტყვა კაცისა ესოდენ ვერ მიიზიდავს და ვერ განაღვიძებს სულსა ჩვენსა, რაოდენ წარმოდგენა ცხოვრებისა წმიდათა კაცთასა. მ... იხილეთ სრულად
ბუნებასა კაცისასა აქვს ის თვისება, რომელ კაცი ყოველთვის ეძიებს რომელსამე ბედნიერებასა და ნუგეშსა. გაუძნელდება ქვეყანასა ზედა ცხოვრება იმ კაცს, რომელსაც არა აქვს არცა ერთი ნუგეში და ბედნიერება ამ სოფელში; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ეცა... იხილეთ სრულად
თვით ის კაცი, რომელიც ეძიებს და კიდეც შეიძენს ამ სოფლის ბედნიერებასა და ნუგეშსა, ვერ იქმნება თვით ამ სოფელში ისრეთ ნეტარ და ბედნიერი. გარნა სულიწმიდა, რომელი ჰსუფევს გულსა შინა მართალთასა, ყოველთვის მისცემს მათ ისრეთსა ნეტარებასა,... იხილეთ სრულად
რომელი სიხარული ანუ რომელი სოფლის ნუგეში დაემსგავსება იმ სიხარულსა და მოსვენებასა რომელსა ჰგრძნობს კაცი ღვთის მოშიში? ყოველი ამ სოფლის სიხარული და ნუგეში არის მოკლე და აქვს ყოველთვის მწარე ბოლო, გარნა სიხარული სულისა წმიდისა გააცხ... იხილეთ სრულად
სადაცა ჰსუფევს სულიწმიდა, იქ კაცი ყოველს ჭირს ადვილად მოითმენს. რა სახით მოქმედობს სულიწმიდა კაცის გულში? იმ სახით, რომელ იგი განაღვიძებს და გააცოცხლებს ბუნებითთა ძალთა და თვისებათა კაცისათა და არა მოსპობს, ანუ გააქრობს მათ.
საუბედუროდ, შენ სიკეთისა და მადლიანისა საქმისათვის არა გაქვს მოთმინება და ძალი, განა ცოდვასა და ბოროტებასა შინა ხშირად გამოაჩენ დიდსა ნიჭსა და მოხერხებსა. რაოდენ გზის, კაცი, შემხედველი შენისა ცხოვრებისა, იფიქრებს: ღმერთო, ეს კაცი... იხილეთ სრულად