იგავით მეფის ძის ქორწილისათა (მათე 22. 2–14) სახარება გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდნენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ...
იხილეთ სრულად
იგავით მეფის ძის ქორწილისათა (მათე 22. 2–14) სახარება გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდნენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ, არ გამოჰჩნდა ღირს დასწრებად ქორწილსა შინა, არამედ პატივი ესე ეღირსათ სხვათა, რომელნიცა პირველითგანვე არ იყვნენ წოდებულ.
თუ გსურს შესვლა საღმრთოსა ქორწილსა შინა და ჭამა პურისა მუნ, ესე იგი შესვლა წმიდასა ეკლესიასა შინა და მიღება ეკლესიის მადლისა, უნდა გქონდეს სამოსელი საქორწინე; სამოსელი ნიშნავს სულიერსა სამკაულსა, ესე იგი სათნოებასა, კეთილმოქმედება...
იხილეთ სრულად
თუ გსურს შესვლა საღმრთოსა ქორწილსა შინა და ჭამა პურისა მუნ, ესე იგი შესვლა წმიდასა ეკლესიასა შინა და მიღება ეკლესიის მადლისა, უნდა გქონდეს სამოსელი საქორწინე; სამოსელი ნიშნავს სულიერსა სამკაულსა, ესე იგი სათნოებასა, კეთილმოქმედებასა, კეთილს ყოფაქცევასა. თუ გაბედე შესვლა ეკლესიასა შინა, ანუ მიღება ქრისტიანობისა და არ ჰცდილობ შეიმოსო სამოსელი საქორწინე. ოდესმე ღმერთი გკითხავს შენცა: „მოყვასო ვითარ შემოხვედ აქა?“ რაღა პასუხი გექნება შენ მაშინ? შენ დ...
ქრისტიანენი სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ მიძიებასა, ანუ მიცვალებასა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისასა. ნაცვლად ტირილისა და მწუხარებისა, რისთვის გვიხარიან და ვდღესასწაულობთ ჩვენ ყოვლადწმიდის გარდაცვალებასა? მიძინებითა მისით...
იხილეთ სრულად
ქრისტიანენი სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ მიძიებასა, ანუ მიცვალებასა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისასა. ნაცვლად ტირილისა და მწუხარებისა, რისთვის გვიხარიან და ვდღესასწაულობთ ჩვენ ყოვლადწმიდის გარდაცვალებასა? მიძინებითა მისითა არა თუ მოაკლდა რაიმე მახლობელთა მისთა და სოფელსა ყოველსა, არამედ შეეძინა დიდი რამ. ესრეთ, რომელ ყოვლადწმიდამან ღვთისმშობელმან, ვითარცა თქმულ არს საღმრთოსა გალობასა შინა: „შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი...
სოფელსა ამას შინა ცხოვრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა იყო ესოდენ მშვიდ და დაფარულ, რომელ მას ჰხედვიდენ არა მრავალნი პირნი, არამედ მხოლოდ რაოდენიმე მახლობელნი მისნი მიიღებდნენ მისგან გამოუთქმელსა ნუგეშსა, დიდსა და სულიერსა სარგებ...
იხილეთ სრულად
სოფელსა ამას შინა ცხოვრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა იყო ესოდენ მშვიდ და დაფარულ, რომელ მას ჰხედვიდენ არა მრავალნი პირნი, არამედ მხოლოდ რაოდენიმე მახლობელნი მისნი მიიღებდნენ მისგან გამოუთქმელსა ნუგეშსა, დიდსა და სულიერსა სარგებლობასა; გარნა ოდესაც იგი გარდავიდა ამიერ სოფლითგან და შევიდა დიდებასა შინა ძისა თვისისა და ღვთისა ჩვენისა, მაშინ იგი შეიქმნა მრთელისა ქვეყნისათვის წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა.
ვიცით ჩვენ, რომ ამ ქვეყანაზე სიყვარული და მეგობრობა დაფუძვნებულ არს მზგავსებასა, თანხმობასა და ერთობასა ზედა ჭკუისა, ჰაზრისა და ხასიათისასა. ოდეს ჰხედავ მეგობრობასა და სიყვარულსა შორის ორთა კაცთასა, უწყოდე, რომ იმ ორს კაცს აქვს მზ...
იხილეთ სრულად
ვიცით ჩვენ, რომ ამ ქვეყანაზე სიყვარული და მეგობრობა დაფუძვნებულ არს მზგავსებასა, თანხმობასა და ერთობასა ზედა ჭკუისა, ჰაზრისა და ხასიათისასა. ოდეს ჰხედავ მეგობრობასა და სიყვარულსა შორის ორთა კაცთასა, უწყოდე, რომ იმ ორს კაცს აქვს მზგავსება გულისა და სულისა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვარებს, მოწყალე ექმნება და მეგობარი შეიქმნება მხოლოდ მათ კაცთათვის, რომელსა აქვსთ ანუ რომელნი სცდილობენ, რომ ჰქონდესთ რაოდენიმე მზგავსება, ერთობა და ზიარება მასთან; ესე იგი, იმისი ჰაზრისა, ხასიათისა, დ...
იხილეთ სრულად
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვარებს, მოწყალე ექმნება და მეგობარი შეიქმნება მხოლოდ მათ კაცთათვის, რომელსა აქვსთ ანუ რომელნი სცდილობენ, რომ ჰქონდესთ რაოდენიმე მზგავსება, ერთობა და ზიარება მასთან; ესე იგი, იმისი ჰაზრისა, ხასიათისა, და ყოფაქცევისა.
ვითარი ხასიათი და ყოფაქცევა ჰქონდა ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა? ამას მოკლე სიტყვითა ვერ გამოჰხატავს ენა კაცისა. მრთელი დიდი წიგნი რომ აღავსოს კაცმა წერილითა, მაშინაც სავსებით ვერ გამოჰხატავს მისთა თვისებათა და ცხოვრებასა. მხოლოდ, ...
იხილეთ სრულად
ვითარი ხასიათი და ყოფაქცევა ჰქონდა ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა? ამას მოკლე სიტყვითა ვერ გამოჰხატავს ენა კაცისა. მრთელი დიდი წიგნი რომ აღავსოს კაცმა წერილითა, მაშინაც სავსებით ვერ გამოჰხატავს მისთა თვისებათა და ცხოვრებასა. მხოლოდ, ოდეს წარმოიდგენს კაცი მისსა ღვთაებრივსა სახესა, მაშინ იფიქრებს: აი, როგორი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი ქალი, და ვის უნდა დაემსგავსოს შეძლებისამებრ და მადლისა მიცემულისა მისდამი. აჰა, ვის უნდა ემზგავსებოდეს ქალწულნი; აჰა, ...
ძმანო, დიდი უბედურებაა, როდესაც კაცი არის მოკლებული ხასიათის სიმტკიცესა; რა საცოდავი და რა საბრალო არის ის კაცი, რომელსა აქვს ხასიათი დაუდგრომელი, უღონო. ესეთი კაცი, თუ გინდ მას ჰქონდეს დიდი ჭკუა და განათლება, ამასთანავე გულიცა ჰქ...
იხილეთ სრულად
ძმანო, დიდი უბედურებაა, როდესაც კაცი არის მოკლებული ხასიათის სიმტკიცესა; რა საცოდავი და რა საბრალო არის ის კაცი, რომელსა აქვს ხასიათი დაუდგრომელი, უღონო. ესეთი კაცი, თუ გინდ მას ჰქონდეს დიდი ჭკუა და განათლება, ამასთანავე გულიცა ჰქონდეს კეთილი და სძულდეს ყოველი უმართლო და ბოროტი საქმე, ვერასოდეს ვერ აღასრულებს ვერცა ერთსა კეთილსა საქმესა; იგი უთუოდ შთავარდება ხელთა შინა ერთისა რომლისამე ბოროტისა კაცისასა, რომელსა აქვს იმაზე უმტკიცესი ხასიათი და შე...
კაცი, მოკლებული ხასიათისა სიმტკიცესა, ვერ მიიყვანს ბოლომდე ვერცა ერთსა უმცირესსა საქმესა, ხოლო უმეტესად მტკიცე ხასიათი არის საჭირო ქრისტიანისათვის თვისის სჯულის აღსრულებასა შინა. ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს დიდსა სიმტკიცესა....
იხილეთ სრულად
კაცი, მოკლებული ხასიათისა სიმტკიცესა, ვერ მიიყვანს ბოლომდე ვერცა ერთსა უმცირესსა საქმესა, ხოლო უმეტესად მტკიცე ხასიათი არის საჭირო ქრისტიანისათვის თვისის სჯულის აღსრულებასა შინა. ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს დიდსა სიმტკიცესა. ქრისტიანული ცხოვრება ამ ქვეყანაზე არის ერთი მხოლოდ დაუსრულებელი ბრძოლა და ჭიდაობა. ამ ბრძოლასა შინა გამარჯვებული იქნება მხოლოდ ის, რომელსა აქვს მტკიცე ხასიათი. ხოლო სუსტნი და დაუდგრომელნი ხასიათითა იქნებიან ძლეულნი და დ...