ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ფხიზელი კაციც ზოგჯერ თუ ვერ გაუმაგრდება თავის ცუდს ხასიათს და წარტაცებულ იქმნება თვისითა გულფიცხელობითა და ავზნეობითა. კაცი, რომლის ჭკუა და სვინიდისი დაბნელებული არის ღვინითა, როგორღა შეჰძლებს წინააღმდეგობასა განსაცდელისასა.
ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ღვთისა გვყოფს ნეტარად, უკეთუ ვისმენთ და აღვასრულებთ მას. სიტყვა ღვთსა, ანუ საღმრთო წერილი პირველად განანათლებს გონებასა და გულსა კაცისაას და მეორედ გამართავს და შეამკობს მისსა მოქმედებასა
ყოველმან კაცმან შეიყვარეთ სიმართლე და განანათლეთ გული და სული თვისი სიტყვითა ღვთისათა; გახსოვდეთ სიტყვა იგი მაცხოვრისა: „ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი“.
ყოველთა შევსცოდეთ ღმერთსა და განვამწარეთ მამა ჩვენი ზეციერი; ყოველთა გვმართებს მონანება ცოდვათა და შერიგება ღვთისა თანა ლოცვითა და კეთილითა ყოფა ქცევითა. ნუ დავიძინებთ ცოდვათა შინა, რათა არა უკანასკნელადმდე დაგვივიწყოს ღმერთმა და ... იხილეთ სრულად
კეთილ, ღვთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კაცი თვითონაც კარგი გაიზრდება და კარგი კაცი გამოვა, ხოლო ცუდს, გაფუჭებულს სახლში კაცი გაფუჭდება.
ქრისტიანი ვერსად ისრე კარგად ვერ აღასრულებს ქრისტეს მცნებასა, როგორადაც თავის სახლში. პირველი ქრისტეს მცნება არის სიყვარული მოყვასისა, გარნა სად შეგიძლიან შენ, ძმაო ჩემო, გამოაჩინო სიყვარული ისრე, როგორადაც შენს სახლში. აქ ნამდვილ... იხილეთ სრულად
კარგი სათნოება არის მოთმინება. მოთმინებითა კაცი თავის სულს აცხოვნებს. გარნა სად შეგიძლიან შენ მიეჩვიო და აღასრულო იგი ისრე, როგორადაც შენს სახლში? აქ ყოველს დღეს და ყოველს წამს შენ უნდა იქცეოდე მოთმინებითა და სულგრძელად. როდესაც კ... იხილეთ სრულად
დიდი და ფრიად საჭირო არს ყოვლისა კაცისათვის თავის უარისყოფა, ესე იგი თავის შეწირვა სხვისათვის. გარნა შენს სახლში ყოველს დღეს გაქვს შემთხვევა აღასრულო ეს სათნოება. აქ დედ–მამანი თავის თავს უნდა დაივიწყებდნენ და თავი შესწირონ შვილთა... იხილეთ სრულად
კარგნი არიან: სიწმიდე, სულგრძელება, სიმშვიდე და სხვანი ქრისტიანობრივი სათნოებანი; გარნა ამათ ყოველთა ვერსად ვერ შეიძენს კაცი ისრე და ვერ დაამტკიცებს, როგორადაც სახლში.
ოჯახი ჩვენთვის არის მეორე ეკლესია. როგორც ეკლესიაში იქცევი შენ შიშით, ეგრედვე შენ ოჯახში უნდა იქცეოდე სიწმიდით და მორიდებით; გახსოვდეს, რომ რასაც შენს სახლში იტყვი ანუ იქმ, ის მარტო შენთვის არ არის, არამედ მრთელისა შენისა სახლეულო... იხილეთ სრულად