ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ძალად ღმერთი არავის არ აცხოვნებს, არამედ თვით კაცმა უნდა იწყოს ძიება ცხოვნებისა და სიწმიდისა და მაშინ ღმერთიც მისცემს მას შემწეობასა.
არ ვიფიქროთ, რომ ეს ცხოვრება მოგვეცა ჩვენ სალხინოდ და თავის შესაქცევად, არამედ ვიცოდეთ, რომელ ცხოვრება ჩვენი აქა არის შრომა, მოთმინება, ხშირად ჭირი, მრავალგზის განსაცდელი და ესრეთ წინადვე განვამზადოთ სული ჩვენი აღებად მხართა ზედა ... იხილეთ სრულად
კაცი, რომელი არა ჰზოგავს აქ თავის თავს, არ ემალება შრომას და მოღვაწეობასა, არ მიეფერება თვისსა დაცემულსა ბუნებასა, არამედ წარწყმედს თავის გულში ხორციელსა ზრახვასა და გემოვნებასა, იგი ამით აცხოვნებს სულსა თვისსა.
ცოდვილი კაცის თვისება სწორეთ ის არის, რომ იგი ერთის წუთის კმაყოფილებისათვის თავის საუკუნო ბედნიერებას შესწირავს, თავის სულს აზღვევს სოფლის ერთ უბრალო გემოვნებისათვის.
საცოდავი არის ის კაცი, რომელსაც ჰსურს ამ სიცოცხლის გატარება ხუმრობაში, სიცილში და თავის ქცევაში, იგი უსარგებლოდ ამძიმებს დედამიწას.
ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომელ ჭეშმარიტი, მოღვაწე ქრისტიანე კაცი უნდა იყოს ყოველთვის მოწყენილი და გამწარებული; ანუ უნდა იყოს უცხო ნუგეშისა, არც უნდა იცნობდეს სიხარულსა და მხიარულებასა. წმიდა პავლე მოციქული მისწერს კოლასელთა: „გიხარო... იხილეთ სრულად
მართალი, ჭეშმარიტი, წმიდა ბუნებითი სიხარული მხოლოდ იმ კაცს აქვს სულში, რომელიც არს ქრისტიანე. სოფლის მოყვარეობის, ცოდვის მოურიდებელის კაცის სიხარული ყოველთვის არის ყალბი, ხელოვნებითი და ძალადი. ჭეშმარიტი, წმიდა და გამოცოცხლებული ს... იხილეთ სრულად
სიყვარული ღვთისა, ძმაო ჩემო, არის სიყვარული ყოვლისა მის, რაიცა არს ანუ კაცში, ანუ კაცის გარეშე კეთილი, წმიდა, ჭეშმარიტი. ღმერთი უყვარს მას, რომელსაცა უყვარს ყოველი, რაიცა არს კეთილი, რაიცა არს ჭეშმარიტი, რაიცა არს წმიდა; მაშასადამ... იხილეთ სრულად
ღმერთი არს უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმიდე და უმაღლესი ჭეშმარიტება; მაშასდამე, როდესაც კაცსა აქვს გულში სურვილი ად მისწრაფება ამ სამთა თვისებათადმი, მას აქვს სიყვარული ღვთისა.
უკეთუ შენ მარადის ებრძვი ცოდვასა და ვნებასა, უკეთუ გრძნობ, რომ ცოდვა ხშირად წარგიტაცებს, გარნა ცდილობ, რომ მოიქცე და მადლი აღასრულო, ერთი სიტყვით ცდილობ, რომ შენს გულში მადლმან და ჭეშმარიტებამან სძლიოს სიცრუესა და უწმიდურებასა, მა... იხილეთ სრულად