ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კეთილი და გონიერი მამა, ვიდრემდის შვილნი მისნი არიან წვრილნი, თვითონ უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათს გულში სიყვარული და ერთობა. იგი თვითონვე დაისვამს მათ თავის მუხლზედ, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთობასა და სიყვარულსა,... იხილეთ სრულად
შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილობა თავის დედ–მამასთან. იმას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ დედ–მამის კურთხევა არ არის მის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქმნება ქვეყანაზედ. დიდი ძალა აქვს და მოქმედება დედ–მამის ლოცვა... იხილეთ სრულად
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ქალი იყო და ახლა იგი არის უმაღლესი ქერუბიმთა და სერაფიმთა. აჰა ვითარ აღამაღლა ღმერთმან ბუნება ქალისა.
ნუ მიხვალ მკითხავთან და ნუ დაიჯერებ დედაბრულთა მათ ზღაპართა. ნუ ატყუებთ თავსა თქვენსა, ნუ ჩააგდებთ თავსა თქვენსა ხელთა შინა მკითხავთასა.
მხოლოდ დღესასწაულის აღსრულება, უკეთუ არა შეერთებულ არს პატიოსნისა და წმიდისა ცხოვრებისა თანა, არ იამება ღმერთსა.
დღესასწაული არის დაწესებული სულიერისა სწავლისა და ნუგეშისათვის და არა ხორციელისა განცხრომისათვის.
ზოგიერთთა ესოდენ უყვარსთ უქმად დროების გატარება, უსარგებლო ლხინი, უზომოდ ჭამა და სმა, რომელ, გარნა ჭეშმარიტთა ეკლესიურთა დღესასწაულთა, იგინი მოიგონებენ თვისთა საკუთართა დღესასწაულთა, რომელი არა დაუწესებია ეკლესიასა.
დღესასწაულს ქრისტიანე კაცი უნდა ატარებდეს მშვიდად, წყნარათ, წმიდათ, კრძალულათ ლოცვასა და ქველის საქმესა შინა.
ღმერთს ის სურს და ის იამება, რომ ჩვენ ყოველთვის შრომაში და მოღვაწეობაში ვიყოთ და არა თუ უქმად ვატარებდეთ დროებასა.
ძმაო ჩემო, ოდეს შეხედავ სახესა ჯვარისასა, ოდეს თაყვანისსცემ და ემთხვევი ჯვარსა ხისასა, ანუ ვერცხლისასა და ოქროისა, იცოდე რომ ის მხოლოდ სახე და ნიშანი არის; ნუ გააჩერებ დიდ ხანს გონებასა შენსა სახესა ზედა და ნიშანსა ჯვარისასა, არამ... იხილეთ სრულად