წმ. ბასილი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბასილი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბასილი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
ღმერთი ჩვენში სულიწმიდის მიერ შემოსახლდება და მკვიდრდება. საერთოდ, არ არსებობს არანაირი საბოძვარი საღმრთო მადლისა, რომელიც სულიწმიდის გარეშე იქნებოდა გარდამოვლენილი ჩვენზე.
ღმერთის რწმენის შესახებ განსჯას წინ უსწრებს გულისთქმა, რომ ღმერთი არსებობს. ამ გულისთქმას ჩვენ მოვიხვეჭთ ქმნილ საგანთა მეშვეობით. გულმოდგინედ განვიხილავთ რა ქმნილ სამყაროს, შევიმეცნებთ, რომ ღმერთი ყოვლადბრძენია, ყოვლადძლიერია და ს... იხილეთ სრულად
მე ვიცი, რომ ღმერთი არსმყოფია, არსებულია მარადის, მაგრამ იმას, თუ რა არის მისი არსი, მე შემეცნებაზე მაღლა ვაყენებ.
ის ვინც ღვთსმსახურების დროს ამაოდ მეტყველებს, არა მარტო უსარგებლოდ დადის ტაძარში, არამედ თავის თავის საზიანოდაც.
თუ გსურს ისაუბრო ან ისმინო ღმერთის შესახებ, განუდექ საკუთარ სხეულს, ხორციელ გრძნობებს, დაუტევე მიწა, ზღვა, ჰქმენ ისე, რომ ჰაერი შენს ქვემოთ აღმოჩნდეს; განვლე წელიწადის დროთა თანმიმდევრობა და დედამიწის მშვენებანი; ასცდი ეთერს, მოიხ... იხილეთ სრულად
არა რომელიმე ერთი სხუათა წიგნთაგანნი ესრეთ ღმერთსა ადიდებს, ვითარ ფსალმუნთა წერილი, რამეთუ ფრიად მარგებელ არს სულისა და განმწმედელ გონებისა.
სულიწმიდისაკენ ისწრაფის ყველა, ვინც კი კურთხევას საჭიროებს. სულიწმიდა სურს ყველას, ვინც კი სათნოებით ცხოვრობს, ვინც დარწყულებულია მისი ერთგვარი შთაგონებით და იმად შეწევნული, რომ მისთვის დამახასიათებელ და ბუნებრივ დასასრულს მიაღწიო... იხილეთ სრულად
სულიწმიდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი გონიერი ნათელია, რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს ყოველ გონიერ ძალას.
სულიწმიდა არის მეუფე კურთხევა-განათლებისა. იგი გონიერი არსია, ძალით უსასრულო, სიდიადით უსაზღვრო არსი, რომლის აღწყვაც შეუძლებელია დროით, საუკუნეებით.