შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები შალვა ამონაშვილი | გამონათქვამები, ციტატები
მადლიერება ერთ-ერთი ძალიან ღირსეული თვისებაა ადამიანისა. პიროვნება არ არსებობს მადლიერების თვისების გარეშე.
მადლიერნი ვიყოთ ყველასი და ყველაფრის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გვექცევა ყველა და ყველაფერი ჩვენ
სკოლაში, ნებისმიერი სახის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის კარგი, თუ აუმჯობესებს და ხალისიანს ხდის ბავშვის ცხოვრებას
მიეცით შვილს უფლება, იამაყოს თქვენით. თუ თქვენი შვილები თქვენით არ ამაყობენ, გამოდის, რომ თქვენი აღმზრდელობითი ძალა სუსტია
ბავშვში თავიდანვე ჩათესილია უფლის სიმდიდრე. წარმოიდგინეთ თასი, რომელშიც უფალმა ჩააწყო თავისი ყველა კარგი თვისება. ამ თასს სჭირდება მორწყვა, სწორი მორწყვის წესებით. რასაც აკეთებს კარგი აღმზრდელი
განათლებული ის არის, ვისშიც ღვთის თვისებებმა გაიღვიძა, ვისშიც უფლის თვისებები აღმოცენდა