შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები შალვა ამონაშვილი | გამონათქვამები, ციტატები
გინდათ, რომ სიყვარული დაამტკიცოთ? ერთადერთი გამოცდა სიყვარულისა, ერთგულებაა!
ერთგულება პატივისცემაში, ურთიერთობაში, განცდებში,.. ყველაფერში
ერთგულება არის სულის თვისება.
როგორც სახეს, გარეგნობას ვიწესრიგებთ და ვილამაზებთ ხოლმე, ასევე შეგვიძლია სულის ეს თვისება - ერთგულება ჩამოვქნათ, ჩამოვალამაზოთ, ერთგულები გავხდეთ ყველაფრისა
ვინც პირველი დაუთმობს, ის არის ბრძენი.
ვინც არ დაუთმობს, უგუნურია.
ასე რომ, მოასწარით ერთმანეთს შორის დათმობები, რომ ამ დაუთმობლობას რაღაცა არ მოჰყვეს
გეჩქარება, მაგრამ, ყველაფერი შეიძლება გადაიდოს ხვალისთვის, ყველაფერი.
არაფერი არ არის გადაუდებელი, გარდა სიყვარულისა