ჭეშმარიტი ქრისტიანე, ღვთის მოსავი კაცი, ყოველთვინ უნდა გამოიცდიდეს, –ვითარცა გვლოცავს წმიდა მოციქული პავლე, – რა იგი არს ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული; ყოვლის ნაბიჯის გადადგმაზედ, ყოველი საქმის დაწყებაზედ, დიდი იყოს, გინა მც...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ქრისტიანე, ღვთის მოსავი კაცი, ყოველთვინ უნდა გამოიცდიდეს, –ვითარცა გვლოცავს წმიდა მოციქული პავლე, – რა იგი არს ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული; ყოვლის ნაბიჯის გადადგმაზედ, ყოველი საქმის დაწყებაზედ, დიდი იყოს, გინა მცირე, უწინარეს ყოვლისა, ის უნდა გამოიკვლიოს, კეთილი არის ის საქმე და სათნო ღვთისა, თუ არა; არის თუ არა ღვთის ნება და კურთხევა იმ საქმეზედ?
link
ერთი ცუდი და თითქმის სულიერად დამღუპველი თვისება აქვს ყოველსა კაცსა ის, რომ ყოველი კაცი ჰბაძავს სხვათა კაცთა, სცდილობს ისე იცხოვროს, როგორც სხვანი ყოველნი სცხოვრებენ, სოფლის ჩვეულებას დაემორჩილება, სოფლის ჩვეულება ეს არისო, იტყვის...
იხილეთ სრულად
ერთი ცუდი და თითქმის სულიერად დამღუპველი თვისება აქვს ყოველსა კაცსა ის, რომ ყოველი კაცი ჰბაძავს სხვათა კაცთა, სცდილობს ისე იცხოვროს, როგორც სხვანი ყოველნი სცხოვრებენ, სოფლის ჩვეულებას დაემორჩილება, სოფლის ჩვეულება ეს არისო, იტყვის კაცი, ქვეყანა ასე სცხოვრობს და მეც ასე უნდა ვიცხოვროო. ეს თვისება დამღუპველია მისთვის, რომ ზნეობა, ჩვეულება, ცხოვრება ქვეყანისა, ანუ საზოგადოებისა, უმრავლეს ნაწილად ყოველთვის არის ცუდი, ქრისტეს სჯულის წინააღმდეგი.
თუ აქვე, ამ სოფელში არ ვიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდეგით ჩვენსა სულიერსა ფერისცვალებასა, მაშინ ვერ ვეღირსებით დიდებასა ღვთის სასუფეველისასა, რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადიტანს იმ სოფელში. რაც ფერი აქ მიიღო მისმა სულმა, იმ ფ...
იხილეთ სრულად
თუ აქვე, ამ სოფელში არ ვიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდეგით ჩვენსა სულიერსა ფერისცვალებასა, მაშინ ვერ ვეღირსებით დიდებასა ღვთის სასუფეველისასა, რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადიტანს იმ სოფელში. რაც ფერი აქ მიიღო მისმა სულმა, იმ ფერით გადავა იმ სოფელში. თუ გული მისი მუდამ იყო აქ აღვსებული ბოროტებითა, ამაოებითა, ცოდვითა, იქ როგორღა გაბრწყინდება და რით განმართლდება?
ერთერთი უდიდესი სულისა ჩვენისა თვისება, ანუ ნიჭი არის ნება ანუ სურვილი, რომელსა კიდევ ეწოდება მნებელობა, რომელი ჰმართავს მოქმედებასა ჩვენსა. კეთილგონიერმა ქრისტიანემ ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ გული თვისი განაახლოს, გაიცოცხლოს, შეს...
იხილეთ სრულად
ერთერთი უდიდესი სულისა ჩვენისა თვისება, ანუ ნიჭი არის ნება ანუ სურვილი, რომელსა კიდევ ეწოდება მნებელობა, რომელი ჰმართავს მოქმედებასა ჩვენსა. კეთილგონიერმა ქრისტიანემ ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ გული თვისი განაახლოს, გაიცოცხლოს, შესცვალოს, ერთი სიტყვით, სხვა სულიერი და საღმრთო ფერი მისცეს. სიტყვა ღვთისა გვიმტკიცებს ჩვენ, რომელ თუ გული, ანუ სურვილი კაცისა ცოტ–ცოტად არ იცვლება სულის წმიდის ტაძრად, მაშინ იგი გადიქცევა ცოდვისა და ეშმაკისა სადგურად. მაშ...
უმაღლესი ნიჭი ანუ თვისება კაცის სულისა არის გონება, მეცნიერება, ანუ ჭკუა. ეს ნიჭი და გონება ჩვენი თანდათან უნდა იზრდებოდეს, სრულდებოდეს, განახლდებოდეს, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე: „ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამე...
იხილეთ სრულად
უმაღლესი ნიჭი ანუ თვისება კაცის სულისა არის გონება, მეცნიერება, ანუ ჭკუა. ეს ნიჭი და გონება ჩვენი თანდათან უნდა იზრდებოდეს, სრულდებოდეს, განახლდებოდეს, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე: „ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ, რა იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული“ (რომ.12.2). ამ სოფელს ნუ დაემსგავსებითო, არამედ შეიცვალენით გონების განახლებითაო, რათა იცნათ ნება ღვთის...
შეიძლება ვსთქვათ, რომ ცხონება მართალთა სასუფეველსა შინა იმაში მდგომარეობს, რომელ იგინიცა ფერს იცვლიან და განბრწყინდებიან ღირსებისამებრ თვისისა, ვითარცა უფალი მთასა ზედა თაბორსა. გარნა ესრეთი განბრწყინვება, ანუ ესრეთი ფერისცვალება ...
იხილეთ სრულად
შეიძლება ვსთქვათ, რომ ცხონება მართალთა სასუფეველსა შინა იმაში მდგომარეობს, რომელ იგინიცა ფერს იცვლიან და განბრწყინდებიან ღირსებისამებრ თვისისა, ვითარცა უფალი მთასა ზედა თაბორსა. გარნა ესრეთი განბრწყინვება, ანუ ესრეთი ფერისცვალება უცბად, მოუმზადებელად არ მოხდება. დიდი მეცადინეობა, მომზადება და მოთმინება უნდა ვიხმაროთ ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთა, რათა ვეღირსნეთ ესრეთსა ფერისცვალებასა. აქვე, ამ ქვეყანაზე და ახლავე უნდა ვიწყოთ ჩვენი ფერისცვალება. ვიდრემ...
ნაცვლად მისა, რომ მშობელთა შეაგონონ თვის შვილსა, რომელ ღმერთი ჰხედავს ყოველსა მისსა აზრსა და საქმესა, რომ მას უნდა სცხვენოდეს ღვთისა და ცუდ საქმეს ერიდებოდეს ღვთის გულისათვის; სულის და გულის სიღრმეში გაუჩინონ, გაუზარდონ მართლმსაჯუ...
იხილეთ სრულად
ნაცვლად მისა, რომ მშობელთა შეაგონონ თვის შვილსა, რომელ ღმერთი ჰხედავს ყოველსა მისსა აზრსა და საქმესა, რომ მას უნდა სცხვენოდეს ღვთისა და ცუდ საქმეს ერიდებოდეს ღვთის გულისათვის; სულის და გულის სიღრმეში გაუჩინონ, გაუზარდონ მართლმსაჯული, წრფელი სინიდისი, – მშობელნი ასწავლიან შვილთა მხოლოდ გარეგანსა პატიოსნებასა. თუ ცუდი რამე ჰქმნა ბავშვმა, მაშინვე მიაძახებენ: არა გრცხვენიაო, რომ დაგინახონ, რას იტყვიანო შენზე. ამისთანა ლაპარაკით ბავშვის გულში ის აზრი ...
ზნეობის სწავლა, პატიოსნების მიჩვევა, სიცრუვის მოძულება, ყოველი სიბრუნდის, სიყალბის მორიდება, სიყრმიდგან, სამი–ოთხი წლიდგანვე უნდა ასწავლონ, მიაჩვიონ მშობელთა თვისნი შვილნი. როგორც ენას ამოიდგამს ბავშვი, მაშინვე ცოტაოდენი განრჩევა ...
იხილეთ სრულად
ზნეობის სწავლა, პატიოსნების მიჩვევა, სიცრუვის მოძულება, ყოველი სიბრუნდის, სიყალბის მორიდება, სიყრმიდგან, სამი–ოთხი წლიდგანვე უნდა ასწავლონ, მიაჩვიონ მშობელთა თვისნი შვილნი. როგორც ენას ამოიდგამს ბავშვი, მაშინვე ცოტაოდენი განრჩევა ცუდისა და კარგისა, მოსაწონისა და დასაწუნებელისა უნდა შეატყობინონ მას. არა მხოლოდ სიტყვით, არამედ უფრო საკუთარი ქცევით.
კიდეც რომ კაცმან მთელი თვისი ცხოვრება გაატაროს უქმად, მრავალი ცოდვა აღასრულოს, ღვთისმსახურება, დიდება არ ეფიქრებიოს ქვეყანასა ზედა, თუ მოინდომა, ჭკუა იხმარა, ღმერთი შეიწია, იმასაც კი შეუძლია უკანასკნელს ჟამს შეინანოს, იტიროს, მოემ...
იხილეთ სრულად
კიდეც რომ კაცმან მთელი თვისი ცხოვრება გაატაროს უქმად, მრავალი ცოდვა აღასრულოს, ღვთისმსახურება, დიდება არ ეფიქრებიოს ქვეყანასა ზედა, თუ მოინდომა, ჭკუა იხმარა, ღმერთი შეიწია, იმასაც კი შეუძლია უკანასკნელს ჟამს შეინანოს, იტიროს, მოემზადოს, ეზიაროს და მით ძლევა შეიმოსოს ცოდვასა და ეშმაკსა ზედა და მაინც კეთილად დააგვირგვინოს ცხოვრება თვისი. პატიოსანი და ქრისტიანული გარდაცვალება არის გვირგვინი ქვეყნიურისა ცხოვრებისა. არა ამაოდ არის თქმული: „პატიოსან არ...
სჯულის დამორჩილება, ერთგულად და სასოებით აღსრულება ყოვლის საღმრთო ჩვეულებისა და წესისა, არის დედა–ბოძი როგორათაც სულიერის, ზნეობითის წარმატებისა, ეგრე მსგავსადვე ამ სოფელში მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრებისა. სჯულის დამორჩილება და...
იხილეთ სრულად
სჯულის დამორჩილება, ერთგულად და სასოებით აღსრულება ყოვლის საღმრთო ჩვეულებისა და წესისა, არის დედა–ბოძი როგორათაც სულიერის, ზნეობითის წარმატებისა, ეგრე მსგავსადვე ამ სოფელში მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრებისა. სჯულის დამორჩილება და პატივისცემა მისთვის არის საძირკველი და ბოძი სულიერი წარმატებისა, რომელ იგი აღვირს უსხმას ვნებათა და ცოდვათა ჩვენთა. მით კაცი მიეჩვევა წესიერებას, რიგიანობას ყოველთვის, სიტყვაში და საქმეში. თუ შენ, ძმაო, ერთგულებით აასრუ...