ყოველივე სიტყვა, ამბავი, რასაც გავიგონებთ, უნდა მივიღოთ დაფიქრებით, მოსაზრებით; მისთვის მოგვცა ღმერთმან ჭკუა, რომ ყოველ საქმეში მოვიხმაროთ იგი და ყოველთვინ გონიერად ვიქცეოდეთ. ადვილად დაჯერება სიტყვისა და ამბავისა, რასაც გაიგონებს...
იხილეთ სრულად
ყოველივე სიტყვა, ამბავი, რასაც გავიგონებთ, უნდა მივიღოთ დაფიქრებით, მოსაზრებით; მისთვის მოგვცა ღმერთმან ჭკუა, რომ ყოველ საქმეში მოვიხმაროთ იგი და ყოველთვინ გონიერად ვიქცეოდეთ. ადვილად დაჯერება სიტყვისა და ამბავისა, რასაც გაიგონებს კაცი, არის ნიშანი უსაფუძვლო ჭკუისა, გონების სისუსტისა და მრავალგზის ვნებას და ზარალს მისცემს კაცს.
მართალია, თვით ღმერთი ამზადებდა მარიამ ღვთისმშობელს დედად უფლისა იესო ქრისტესისა; გარნა აქედგან იმას ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომ იოაკიმე და ანნას და ღვთისმშობელს არცა ერთი პატივი და ქება არ უნდა მიეწერებოდეს. არა! მათ სრულიად არ იც...
იხილეთ სრულად
მართალია, თვით ღმერთი ამზადებდა მარიამ ღვთისმშობელს დედად უფლისა იესო ქრისტესისა; გარნა აქედგან იმას ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომ იოაკიმე და ანნას და ღვთისმშობელს არცა ერთი პატივი და ქება არ უნდა მიეწერებოდეს. არა! მათ სრულიად არ იცოდნენ, რომ ესე ყოველი, ღვთის განგებით იყო; ისინი ამას ყოველსა თვისი კეთილი სურვილით აღასრულებდნენ. შენც ასე მოიქეცი ძმაო. შენი ნებით, შენი სურვილით ჰქენი, ეძიე, შეუდეგი ყოველს კეთილს საქმეს, რომელთა შორის შვილების გაზრდა...
არ დაჰკარგო სასოება არასოდეს ღმერთზე. გინდ ჰხედვიდე, რომ მოსპობილია ყოველი იმედი აღსრულებად შენისა გულის წადილისა, თუ ის წადილი არის წმინდა და პატიოსანი, ნუ ჩაჰვარდები სასოწარკვეთილებაში, არამედ გრწმენინ, რომ ღმერთი ბოლოს მოგცემს ...
იხილეთ სრულად
არ დაჰკარგო სასოება არასოდეს ღმერთზე. გინდ ჰხედვიდე, რომ მოსპობილია ყოველი იმედი აღსრულებად შენისა გულის წადილისა, თუ ის წადილი არის წმინდა და პატიოსანი, ნუ ჩაჰვარდები სასოწარკვეთილებაში, არამედ გრწმენინ, რომ ღმერთი ბოლოს მოგცემს შენ აღსრულებასა შენისა პატიოსნისა სურვილისასა.
ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე ის არის, რომლისა სული და გული არის დამუშავებული, განათლებული სიმართლითა, წყალობითა და უმეტესად ღვთის და კაცის სიყვარულითა.
წირვის მოსმენას, ანუ საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ყოველს ლოცვას ორი კერძო აქვს. ყოველი ხორციელი მოძრაობა, რომელსა მოითხოვს ლოცვა, პირჯვრის წერა, მეტანია, სიტყვების წარმოთქმა, ესენი არიან გარეგანნი და უმცირესნი კერძონი ლოცვისა, ხოლო უმძი...
იხილეთ სრულად
წირვის მოსმენას, ანუ საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ყოველს ლოცვას ორი კერძო აქვს. ყოველი ხორციელი მოძრაობა, რომელსა მოითხოვს ლოცვა, პირჯვრის წერა, მეტანია, სიტყვების წარმოთქმა, ესენი არიან გარეგანნი და უმცირესნი კერძონი ლოცვისა, ხოლო უმძიმესი და უსაჭიროესი კერძო ლოცვისა არის გული შემუსვრილი და მდუღარე, სული და გონება მიქცეული და მიმსჭვალული ღვთისადმი, შიში და სასოება ღვთისა. გარნა, საუბედუროდ, შენ მხოლოდ ჰლოცულობ ენითა და არა გულითა, სხეული შენი მოძრაობს...
პირჯვრის წერას აქვს ორი კერძო: პირველი ხილული, ესე იგი, სამი თითით ჯვარის გამოსახვა გულზე, შუბლზე და მხარზე. ესეც უნდა სისწორით აღასრულო, გარნა შინაგანი კერძო უფრო გახსოვდეს, ესე იგი კრძალვა, ყურადღება, სასოება უნდა შეაერთო, თორემ...
იხილეთ სრულად
პირჯვრის წერას აქვს ორი კერძო: პირველი ხილული, ესე იგი, სამი თითით ჯვარის გამოსახვა გულზე, შუბლზე და მხარზე. ესეც უნდა სისწორით აღასრულო, გარნა შინაგანი კერძო უფრო გახსოვდეს, ესე იგი კრძალვა, ყურადღება, სასოება უნდა შეაერთო, თორემ უიმისოდ არ ექმნება ფასი პირჯვრის დაწერას. შენ კი მარტო ხელს აქნევ და გონება დაფანტული გაქვს, იქით აქეთ იხედები, ხშირად ელაპარაკები მეზობლებს და ისე პირჯვარს იწერ.
ყოველს მოქმედებას კაცისას, მეტადრე სჯულის აღსრულებას, აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: ერთი ხილული, გარეგანი და არა ეგოდენ მძიმე და საჭირო, მეორე სულიერი, შინაგანი, უფრო მძიმე და უსაჭიროესი. ამისათვის, შენ ყოველი შენი ყურადღება უმეტ...
იხილეთ სრულად
ყოველს მოქმედებას კაცისას, მეტადრე სჯულის აღსრულებას, აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: ერთი ხილული, გარეგანი და არა ეგოდენ მძიმე და საჭირო, მეორე სულიერი, შინაგანი, უფრო მძიმე და უსაჭიროესი. ამისათვის, შენ ყოველი შენი ყურადღება უმეტესად უნდა მიაქციო მეორე მხარეს და იგი აღასრულო უბეჯითესად.
სმენა ღვთის სიტყვისა, საღმრთო სჯულის სმენა და აღსრულება, უდიდესი და უსაჭიროესი საქმე არის, ვიდრე ჭამა და სმა და ყოველი ქვეყნიური, ხორციელი საქმე. და არა თუ უდიდესია, არამედ მარტო იგი არის სახმარ და სასარგებლო კაცისათვის.
ძალადობით, ხელოვნებით (ხელოვნურად) გამხიარულება ღვინის შემწეობითა ერთობ ცუდია. პირველად მისთვის, რომ კაცის სიმრთელეს ავნებს, მეტადრე თუ ხშირად განიმეორე; მეორედ, მისთვის, რომ მოკლეა, მალე გათავდება ღვინისგან მიღებული მხიარულება და...
იხილეთ სრულად
ძალადობით, ხელოვნებით (ხელოვნურად) გამხიარულება ღვინის შემწეობითა ერთობ ცუდია. პირველად მისთვის, რომ კაცის სიმრთელეს ავნებს, მეტადრე თუ ხშირად განიმეორე; მეორედ, მისთვის, რომ მოკლეა, მალე გათავდება ღვინისგან მიღებული მხიარულება და მერმე უარეს მწუხრებაში ჩააგდებს კაცს. მთვრალი კაცი რომ გამოიფხიზლებს, თავი სტკივა. სინიდისი აწუხებს, მეტადრე თუ სიმთვრალეში რამე სულელობა ჩაიდინა.
არა თუ იმ უკიდრეს ზომამდე არ მიხვიდე ღვინის სმაში, რომ სრულიად ჭკუა და გონება დაჰკარგო და აღარ იცოდე რას სჩადიხარ, არამედ მომეტებული, ესე იგი, რაც საჭირო არ არის, იმაზე მეტი ღვინო არ დაჰლიო. „ნუ დასთვრები ღვინითა, რომელსა შინა არს...
იხილეთ სრულად
არა თუ იმ უკიდრეს ზომამდე არ მიხვიდე ღვინის სმაში, რომ სრულიად ჭკუა და გონება დაჰკარგო და აღარ იცოდე რას სჩადიხარ, არამედ მომეტებული, ესე იგი, რაც საჭირო არ არის, იმაზე მეტი ღვინო არ დაჰლიო. „ნუ დასთვრები ღვინითა, რომელსა შინა არს ბილწება“, – იტყვის წმიდა მოციქული პავლე. ესე იგი, მომეტებულ ღვინოს ნუ დაჰლევ, ნუ შეღვინიანდებით. უგრძნობლად დამთვრალი პირუტყვზედ უარესი არის. მასზედ აღარც კი ღირს ლაპარაკი. მე შენ იმას შეგაგონებ, მომეტებულიც აღარ დაჰლიო...