რის საშუალებით უნდა აღასრულოს ერისკაცმა თვისი საღმრთო მავალეობა, ესე იგი ქრისტიანობის გავრცელება და განმტკიცება. ათასნი არიან ღონენი და ხერხნი, რომელთა ხმარება ამ საქმისათვის შეუძლია გონიერსა კაცსა. უპირველესი საქმე კი ის არის, რო...
იხილეთ სრულად
რის საშუალებით უნდა აღასრულოს ერისკაცმა თვისი საღმრთო მავალეობა, ესე იგი ქრისტიანობის გავრცელება და განმტკიცება. ათასნი არიან ღონენი და ხერხნი, რომელთა ხმარება ამ საქმისათვის შეუძლია გონიერსა კაცსა. უპირველესი საქმე კი ის არის, როდესაც თვით საკუთარი ცხოვრება და ყოფა–ქცევა ქრისტიანი კაცისა არის მართალი და პატიოსანი, ისე რომ უსიტყვოდ აღაშენებს და უხმოდ დაარიგებს მხედველთა თვისთა. ამისთანა ცხოვრება უფრო სასარგებლო არის, ვიდრეღა მრავალი ენით ლაპარაკი...
link
ყოველი ქრისტიანე, თუ გინდ ერისკაცი იყოს, უნდა სცდილობდეს ქვეყანასა ზედა, შეძლებისა გვარად, გავრცელებას და განმტკიცებას ქრისტეს სჯულისას.
link
როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, ვისი საქმე და მოვალეობა არის ქრისტიანობის ქადაგება, გავრცელება, ცოდვილთა კაცთა მოქცევა და განათლება? სამწუხაროდ, თითქმის ყოველნი ახლანდელნი ქრისტიანენი დარწმუნებულნი არიან და სხვაფერად არ ...
იხილეთ სრულად
როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, ვისი საქმე და მოვალეობა არის ქრისტიანობის ქადაგება, გავრცელება, ცოდვილთა კაცთა მოქცევა და განათლება? სამწუხაროდ, თითქმის ყოველნი ახლანდელნი ქრისტიანენი დარწმუნებულნი არიან და სხვაფერად არ ჰფიქრობენ, რომელ ეს საქმე და მოვალეობა ეკუთვნის მხოლოდ ეკლესიის მსახურთა, მღვდელთა და ბერთა. ერისკაცს ფიქრადაც არ მოუვა გულში, რომ ქრისტიანობის გავრცელება და სახარების ქადაგება არის საზოგადო და საერთო მოვალება ყოველი ქრი...
ძმანო ჩემნო, ვეცადოთ, რომ ადვილად, დაუკვირვებელად არ დავემორჩილოთ რჩევასა კაცთასა, ვიყვნეთ მტკიცენი, თვითმდგომარენი. თუ კი კეთილი აზრი და განზრახვა გაქვს გულში, რისთვისღა უჯერებ კაცსა, რომელი იმის წინააღმდეგს შეგაგონებს? რათ სცვლი...
იხილეთ სრულად
ძმანო ჩემნო, ვეცადოთ, რომ ადვილად, დაუკვირვებელად არ დავემორჩილოთ რჩევასა კაცთასა, ვიყვნეთ მტკიცენი, თვითმდგომარენი. თუ კი კეთილი აზრი და განზრახვა გაქვს გულში, რისთვისღა უჯერებ კაცსა, რომელი იმის წინააღმდეგს შეგაგონებს? რათ სცვლი შენს კეთილს იმის ბოროტში? „მოეც ღმერთო, ძალი სიკეთესა ჩემსა“.
კაცი, რომელიც თავის თავს აღარ ეკუთვნის, თავის კარგს და პატიოსანს აზრს და სურვილს ვერ აღასრულებს, არამედ აჰყვება სხვის ცუდს, მავნებელს შგონებასა, იგი შეიქმნება სათამაშო ყოვლისა მცბიერისა და მზაკვარისა მოყვასისა. მას აღარ გამოადგება...
იხილეთ სრულად
კაცი, რომელიც თავის თავს აღარ ეკუთვნის, თავის კარგს და პატიოსანს აზრს და სურვილს ვერ აღასრულებს, არამედ აჰყვება სხვის ცუდს, მავნებელს შგონებასა, იგი შეიქმნება სათამაშო ყოვლისა მცბიერისა და მზაკვარისა მოყვასისა. მას აღარ გამოადგება არც ჭკუა თვისი, არც სწავლა, არც კეთილი მიდრეკილება და თვისება. არა ამაოდ არის თქმული: „მოეც ღმერთო, ძალი სიკეთესა ჩემსა“. თუ ძალი და ღონე არა აქვს კაცსა, კეთილიც რომ იყოს, და ყოველთვის კეთილს ეძებდეს, მაინც ვერაფერს კეთ...
დიდი უბედურება არის კაცისათვის, როდესაც მას არა აქვს მტკიცე ხასიათი და სულიერი ღონე. კაცი მტკიცე, სულიერად ღონიერი, ადვილად წინააღუდგება ყოველს ბოროტს მოთხოვნილებას და გამაგრდება ღვთისმსახურებასა შინა და პატიოსნებასა. კაცი უღონო დ...
იხილეთ სრულად
დიდი უბედურება არის კაცისათვის, როდესაც მას არა აქვს მტკიცე ხასიათი და სულიერი ღონე. კაცი მტკიცე, სულიერად ღონიერი, ადვილად წინააღუდგება ყოველს ბოროტს მოთხოვნილებას და გამაგრდება ღვთისმსახურებასა შინა და პატიოსნებასა. კაცი უღონო და დაუდგრომელი, წარტაცებული არის ყოვლისაგან ცუდისა და წინააღმდეგის გარემოებისაგან. უღონო და უხასიათო კაცისათვის ყოველი ნიჭი, ჭკუა, სწავლა, სიმდიდრე, სიდიდე ანუ უსარგებლო არის, ანუ მავნებელი, ვინაიდგან იგი ამას ყოველსა ხში...
ვგონებ, რომ ქალს სხვა ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრეღა ვაჟს, ანუ მამაკაცს. მამაკაცისაგან არავინ არ ეძიებს მომეტებულსა მორცხვედობასა, კრძალვას. იმას არავინ არ დაუწუნებს და არ დასძრახავს, რომ არც კი ჰქონდეს მორიდება, კრძალვა სიტყვაში, ...
იხილეთ სრულად
ვგონებ, რომ ქალს სხვა ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრეღა ვაჟს, ანუ მამაკაცს. მამაკაცისაგან არავინ არ ეძიებს მომეტებულსა მორცხვედობასა, კრძალვას. იმას არავინ არ დაუწუნებს და არ დასძრახავს, რომ არც კი ჰქონდეს მორიდება, კრძალვა სიტყვაში, ქცევაში. ქალის საქმე კი სხვა არის. ვგონებ, იგი უნდა იყოს შემკული სიმდაბლითა, მორიდებითა, კრძალვითა. მისი უდიდესი და უძვირფასესი თვისება ის არის, თუ იგი იცავს და სხვასაც ასწავლის საზოგადოებასა შინა წმინდა ზნეობას, მშვიდს,...
უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვედობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედ–მამის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა ...
იხილეთ სრულად
უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვედობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედ–მამის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა დედად უფლისა იესო ქრისტესი და მასთან ყოველგან დადიოდა და მთელი ქვეყნის თვალნი იყვნენ მიქცეულნი, ვითარცა იესო ქრისტესადმი, ეგრეთვე დედისა მისისადმი. კიდევ და უფრო მერმე, როდესაც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცას, ქრისტიანობა იქად...
მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშებითა და სასწაულებითა მოსვენება. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის...
იხილეთ სრულად
მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშებითა და სასწაულებითა მოსვენება. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის, რომ ყოვლადწმიდა, შემდგომად გარდაცვალებისა, დასდგა მახლობელად ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, მლოცველი და შუამდგომელი ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთათვის.
ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება.