რაც გინდა ცოდვილი იყოს კაცი, ყოველთვის გაღებული არის მისთვის კარი ეკლესიისა. წმიდა ეკლესია არის დედა ჩვენი, რომელმან გვშვა ჩვენ ემბაზისაგან. დედა არ დაივიწყებს თავის შვილსა, როგორიც უნდა იყოს მისი შვილი. დედას უფრო ებრალება თვისი ...
იხილეთ სრულად
რაც გინდა ცოდვილი იყოს კაცი, ყოველთვის გაღებული არის მისთვის კარი ეკლესიისა. წმიდა ეკლესია არის დედა ჩვენი, რომელმან გვშვა ჩვენ ემბაზისაგან. დედა არ დაივიწყებს თავის შვილსა, როგორიც უნდა იყოს მისი შვილი. დედას უფრო ებრალება თვისი შვილი, უბედურებაში ჩავარდნილი. ქვეყანამ რომ უარგყოს, საკუთარმა დედამ რომ აღარ მიგიღოს და შერცხვეს შენი, წმიდა ეკლესია არ დაგივიწყებს შენ და არ გაგაგდებს, არამედ ყოველთვის ელის, რომ მიიქცე მისდამი და მიიღო მისგან სულიერი ...
ქვეყანაზედ მხოლოდ იმ ნათესავს, ანუ შთამომავლობას აქვს სახელი და წარმატება, რომლის შორის დანერგილია საღმრთო ვენახი ღვთისა, ესე იგი ქრისტიანობა. ჩვენს წინაპართ რომ ქრისტიანობა არ მიეღოთ და არ შეეკავებინათ, ჩვენც ახლა ვიქმნებოდით უსა...
იხილეთ სრულად
ქვეყანაზედ მხოლოდ იმ ნათესავს, ანუ შთამომავლობას აქვს სახელი და წარმატება, რომლის შორის დანერგილია საღმრთო ვენახი ღვთისა, ესე იგი ქრისტიანობა. ჩვენს წინაპართ რომ ქრისტიანობა არ მიეღოთ და არ შეეკავებინათ, ჩვენც ახლა ვიქმნებოდით უსახელო, ველური და წარმართი.
სჯობია კაცი უსწავლელი იყოს, სხვადასხვა მეცნიერება არ იცოდეს, და საქმით კარგი იყოს, ვიდრეღა სწავლული და საქმით ცუდი. გარნა, ყველაზე უმჯობესი და უმშვენიერესი ის არის, თუ კაცი გონებითაც განათლებულია და საქმენიც, ყოფა–ქცევაც განათებულ...
იხილეთ სრულად
სჯობია კაცი უსწავლელი იყოს, სხვადასხვა მეცნიერება არ იცოდეს, და საქმით კარგი იყოს, ვიდრეღა სწავლული და საქმით ცუდი. გარნა, ყველაზე უმჯობესი და უმშვენიერესი ის არის, თუ კაცი გონებითაც განათლებულია და საქმენიც, ყოფა–ქცევაც განათებული, კეთილი აქვს.
კაცის არსებას, ანუ ცხოვრებას აქვს ორი კერძო, ანუ მხარე; პირველი არის აზრი, გონება, მოსაზრება, ერთი სიტყვით სულიერნი, უხილავნი ნიჭნი, თვისებანი; მეორე მხარე არის საქმე, მოძრაობა, ყოფა–ქცევა, ხასიათი. ეს მეორე მხარე კაცის ბუნებისა უ...
იხილეთ სრულად
კაცის არსებას, ანუ ცხოვრებას აქვს ორი კერძო, ანუ მხარე; პირველი არის აზრი, გონება, მოსაზრება, ერთი სიტყვით სულიერნი, უხილავნი ნიჭნი, თვისებანი; მეორე მხარე არის საქმე, მოძრაობა, ყოფა–ქცევა, ხასიათი. ეს მეორე მხარე კაცის ბუნებისა უსაჭიროესი არის უდიდესი. საქმე უდიდესია, ვიდრე სიტყვა და აზრი. პირველი კერძო, ესე იგი, გონება, ჭკუა, ღმერთმა მისცა კაცს მეორე კერძოისათვის. ორივე კერძონი მოითხოვენ გაუმჯობესებას, გამართვას, გამდიდრებას.
„ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისათა“, – იტყვის წმიდა მოციქული იაკობ; ესე იგი, თუ ვინმე ჭკვიანი და სწავლული არისო თქვენს შორის, ეს მან დაამტკიცოს თვით საქმით, ზნეო...
იხილეთ სრულად
„ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისათა“, – იტყვის წმიდა მოციქული იაკობ; ესე იგი, თუ ვინმე ჭკვიანი და სწავლული არისო თქვენს შორის, ეს მან დაამტკიცოს თვით საქმით, ზნეობით, ყოფა–ქცევითაო. მართლა, რით უნდა გამოაჩინოს კაცმა თვისი სწავლა და ჭკუა, თუ არა კეთილი საქმით, კარგი ზნეობით? გარნა, კარგს ზნეობას, კარგს ყოფა–ქცევას საკუთრად უნდა მიეჩვიოს კაცი; დიდი და განუცხრომელი ყურადღება უნდა ჰქ...
ცხოვრება კაცისა არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტსა შორის; ყოველივე წინააღმდეგობა კეთილისა და მიდრეკილება ბოროტისადმი, თუ კაცს არ სცხვენიან და არ ინანებს თავის შეცოდებას, არის დასაწყისი დაცემისა და დაღუპვისა.
link
ერიდეთ, როგორც ჭირს, ყოველივე კაცს, რომელიც გაშორებს თქვენ ღმერთს და აქრობს თქვენში თქვენი სარწმუნოების ლამპარს. წინააღმდეგ ამისა, თქვენ თვითონ გაბედვით და მხნედ იმეცადინეთ დარიგება ყველა თქვენის მაცთუნებელისა.
ერთი მხოლოდ განათლება ვერ გიხსნით თქვენ ზნეობითი დაცემისაგან, არამედ იგი გახდება თქვენ დამღუპველად, თუ ამასთანავე თქვენი ცხოვრების გზა არ იქნება მუდამ განათლებული სარწმუნოების ლამპარით, ანთებულით წმინდა ზეთით, ესე იგი წმინდა ცხოვრ...
იხილეთ სრულად
ერთი მხოლოდ განათლება ვერ გიხსნით თქვენ ზნეობითი დაცემისაგან, არამედ იგი გახდება თქვენ დამღუპველად, თუ ამასთანავე თქვენი ცხოვრების გზა არ იქნება მუდამ განათლებული სარწმუნოების ლამპარით, ანთებულით წმინდა ზეთით, ესე იგი წმინდა ცხოვრებით და კეთილი საქმეებით.
შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ...
იხილეთ სრულად
შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ თავის ლოცვას წაახდენს. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი - მოკლეს, თითქოს გულზე სრული ჯვრის გამოხატვა რცხვენია; ზოგიერთი პირჯვრის წერის დროს აქეთ-იქით იყურება, ან ლაპარაკობს. ვინ დაიჯერებს, რომ ესენი მხურვალედ მლოცველნი...
მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა (იგავი ათი ქალწულის შესახებ, შდრ. მათ. 25.4); ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულთა ყოველთა ქრისტიანეთასა; ლამპარნი და ზეთნი გამოჰხატვენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა (იგავი ათი ქალწულის შესახებ, შდრ. მათ. 25.4); ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულთა ყოველთა ქრისტიანეთასა; ლამპარნი და ზეთნი გამოჰხატვენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რომელნიცა არიან ორი უმთავრესნი სათნოებანი ჭეშმარიტთა ქრისტიანეთა. ჩვენ ყოველნი ოდესმე უნდა შვეგებნეთ ჩენს ზეციერს სიძესა, მეორესა მისსა მოსვლასა. ბედნიერნი იქნებიან ისინი, რომლებიც, მსგავსად ხუთთა ბრძენთა ქალწულთა, სცდილო...