აწ იხილე, ძმაო, და ნუ შეურაცხ-ჰყოფ ნიჭსა მას, რომელი მოცემულ არს შენდა ღმრთისა მიერ, არამედ მოსწრაფედ ეძიებდი და გულისხმის-ყოფით სათნო ეყავ ღმერთსა, რომელი გულისსათქუმელ არს უფროის ოქროისა და ანთრაკისა, რაითა მიიწიო შენ ნეტარებასა...
იხილეთ სრულად
აწ იხილე, ძმაო, და ნუ შეურაცხ-ჰყოფ ნიჭსა მას, რომელი მოცემულ არს შენდა ღმრთისა მიერ, არამედ მოსწრაფედ ეძიებდი და გულისხმის-ყოფით სათნო ეყავ ღმერთსა, რომელი გულისსათქუმელ არს უფროის ოქროისა და ანთრაკისა, რაითა მიიწიო შენ ნეტარებასა მას წმიდათასა. რამეთუ წერილ არს: "ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა მათითა გამოიძიონ იგი" (ფსალმ. 118,2). აწ უკუე ნუმცა დაგაბრკოლებს შენ მტერი წიგნის კითხვასა. რამეთუ მოაწიის კაცსა ზედა სი...
არა უწყია, ვითარ რომელნიმე იქადიედ პირველთა მეფეთა ცხორებასა თხრობად, და რომელნიმე ჰამბავთა და ზღაპართა მთავართასა ზედა ზვაობენ და იქადიედ, ხოლო შენ იქადოდე წინაშე ღმრთისა, და სულსა წმიდასა ეუბნებოდე საღმრთოთა მიერ წიგნთა, რამეთუ ...
იხილეთ სრულად
არა უწყია, ვითარ რომელნიმე იქადიედ პირველთა მეფეთა ცხორებასა თხრობად, და რომელნიმე ჰამბავთა და ზღაპართა მთავართასა ზედა ზვაობენ და იქადიედ, ხოლო შენ იქადოდე წინაშე ღმრთისა, და სულსა წმიდასა ეუბნებოდე საღმრთოთა მიერ წიგნთა, რამეთუ სული წმიდაი ზრახავს წიგნთა შინა საღმრთოთა. შე-უკუე-იკრძალე წიგნის კითხვაი და ლოცვაი მარადის, რამეთუ, რავდენ შეიყუარო ღმერთი წიგნის კითხვითა და ლოცვითა, იკურთხოს გუამი შენი, სული და სამშვინველი. აწ ვინაითგან ამას მეცნიერ ...
რამეთუ ძალი საღმრთოთა წიგნთაი განმანათლებელ არს გონებისა და მოსცემს ღმრთისმიერსა შეწევნასა, რომელმან მოიცალოს კითხვად მას შინა. რამეთუ წერილ არს: "მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი". არა უწყია, საყუარელო, რამეთუ...
იხილეთ სრულად
რამეთუ ძალი საღმრთოთა წიგნთაი განმანათლებელ არს გონებისა და მოსცემს ღმრთისმიერსა შეწევნასა, რომელმან მოიცალოს კითხვად მას შინა.რამეთუ წერილ არს: "მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი". არა უწყია, საყუარელო, რამეთუ რომელმან მოგოს მარადის წიგნის კითხვაი გულითა წმიდითა, მან მოიგოს ცნობაი ღმრთისაი? ამისთვის ნუ უდებ იქმნები მარადის კითხვად წიგნთა საღმრთოთა, არამედ მარადის განუშორებელ იყავ ლოცვისა და წიგნის კითხვისაგან, რაითა განანათლოს გონე...
ოდეს მოგიხდეს შენ გულის-სიტყვაი ბოროტი, იხადე მახვილი შიშისა ღმრთისაი, და მით განჰკუეთო ყოველი ძალი მტერისაი, და გაქუნდინ შენ მარადის წიგნნი საღმრთონი ნაცვალად საყვირისა. და ვითარცა, რაჟამს საყვირსა დასციან, მუნთქუესვე მხედარნი შე...
იხილეთ სრულად
ოდეს მოგიხდეს შენ გულის-სიტყვაი ბოროტი, იხადე მახვილი შიშისა ღმრთისაი, და მით განჰკუეთო ყოველი ძალი მტერისაი, და გაქუნდინ შენ მარადის წიგნნი საღმრთონი ნაცვალად საყვირისა. და ვითარცა, რაჟამს საყვირსა დასციან, მუნთქუესვე მხედარნი შეკრიბიან. ეგრეცა რაჟამს წიგნთა საღმრთოთა ხმა-ყვიან ჩუენდა მომართ, მუნთქუესვე შეკრბიან გულის-სიტყუანი ჩუენნი მხედართა მეფისათა, მბრძოლთა მტერთა მიმართ, და ვითარცა საყვირმან, რაჟამს ხმა-ყვის ჟამსა ბრძოლისასა, განაღვიძნის და...
ვაიმე, საყვარელნო, რაი-მე არს ჯოჯოხეთი? - არამედ ცეცხლი დაუშრეტელი. რაი ბნელი იგი წყუდიადი გარესკნელი საუკუნოი უკუნისამდე? ვაიმე, რომელნიმე ანგელოზნი არიან სატანჯველთა ზედა და უწყალონი, რომელი ყოლადვე არავის ზე დაადგრებიან და არცა...
იხილეთ სრულად
ვაიმე, საყვარელნო, რაი-მე არს ჯოჯოხეთი? - არამედ ცეცხლი დაუშრეტელი. რაი ბნელი იგი წყუდიადი გარესკნელი საუკუნოი უკუნისამდე? ვაიმე, რომელნიმე ანგელოზნი არიან სატანჯველთა ზედა და უწყალონი, რომელი ყოლადვე არავის ზე დაადგრებიან და არცა ელმის, არამედ მარადის ჰყუედრიდენ უწყალოდ და სტანჯვიდენ მათ მოსწრაფედ. მაშინ მწარითა ხმითა ღაღადებდენ სატანჯველით გამო ღმრთისა მიმართ, და არა ისმინოს მათი. მაშინღა ცნან, ვითარმედ ამაო იქმნა ყოველი ცხორებაი მათი ცუდსა ამა...
გულისხმა-ყავ, ძმაო, წარწყმედაი იგი ცოდვილთაი, ოდეს იგი წარიდგინნენ საშინელსა მას სამსჯავროსა. რომელი სირცხვილი და მწუხარებაი დაეცეს მათ ზედა წინაშე მართლმსაჯულისა, ოდეს-იგი არა აქუნდეს სიტყვის გებაი; რომელი სიწბოი და სირცხვილი დაე...
იხილეთ სრულად
გულისხმა-ყავ, ძმაო, წარწყმედაი იგი ცოდვილთაი, ოდეს იგი წარიდგინნენ საშინელსა მას სამსჯავროსა. რომელი სირცხვილი და მწუხარებაი დაეცეს მათ ზედა წინაშე მართლმსაჯულისა, ოდეს-იგი არა აქუნდეს სიტყვის გებაი; რომელი სიწბოი და სირცხვილი დაეცეს მათ ზედა, ოდეს იგი დაადგინნეს მარცხენით მეუფისა; რომელმან ბნელმან დაფარნეს იგინი. მაშინ რისხვითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი, რაჟამს-იგი ჰრქუას: წარვედით ჩემგან, დაწყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა, რომელი...
აწ გულისხმა-ყავ, ძმაო, რაი არს ხილვაი პირსა ღმრთისასა ყოველსა ჟამსა, რამეთუ იყოს განმანათლებელ შენდა. მაშინ არა ესე მზე იყოს ნათელ შენდა დღისი, ვითარცა თქუა ესაია წინასწარმეტყუელმან, და არცა ესე მთოვარე განმანათლებელ შენდა ღამე, ა...
იხილეთ სრულად
აწ გულისხმა-ყავ, ძმაო, რაი არს ხილვაი პირსა ღმრთისასა ყოველსა ჟამსა, რამეთუ იყოს განმანათლებელ შენდა. მაშინ არა ესე მზე იყოს ნათელ შენდა დღისი, ვითარცა თქუა ესაია წინასწარმეტყუელმან, და არცა ესე მთოვარე განმანათლებელ შენდა ღამე, არამედ უფალი იყოს ნათელ შენდა საუკუნო და ღმერთი დიდება შენდა. ესე არს, ძმაო, რომელი აღუთქუა ღმრთის მოყუარეთა, და რომელთა ეშინის მისა, დაიმარხვენ მცნებათა მისთა
ვითარ უკუე ჯერ არს ყოფაი ჩუენი ჟამსა მას და რომელიმე სიხარული იყოს ჩუენდა, სიხარული მიუწვდომელი, ოდეს-იგი ჰრქუას მეუფემან მარჯუენით მდგომარეთა მათ, მხიარულითა პირითა: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი ...
იხილეთ სრულად
ვითარ უკუე ჯერ არს ყოფაი ჩუენი ჟამსა მას და რომელიმე სიხარული იყოს ჩუენდა, სიხარული მიუწვდომელი, ოდეს-იგი ჰრქუას მეუფემან მარჯუენით მდგომარეთა მათ, მხიარულითა პირითა: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განმზადებული თქუენთვის სოფლის დაბადებითგან წინაით" (მათე 25,34). მაშინ, ძმანო ჩემნო, მიიღონ გვირგვინი შუენიერი და სასუფეველი დიდებული ხელისაგან ღმრთისა თვისისა და სუფევდენ ქრისტეს თანა, რაჟამს დაიმკვიდრნენ კეთილნი იგი აღ...