წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
სიმდიდრე ის კი არ არის, რომ ბევრი გქონდეს, არამედ ის, რომ მის მოხვეჭაზე არ ზრუნავდე.
დაუთესავ და დაუმუშავებელ მიწაზე ბალახი ამოდის (უსარგებლო და გამოუყენებელი); ასევეა სულიც, რომელიც კეთილი საქმეებისთვის არ იღვწის, თავისი ბუნებით კი გამუდმებით მიისწრაფვის მოღვაწეობისკენ, აუცილებლად მიიდრიკება ცუდი საქმეებისკენ.
ღმერთმა ადამიანი შრომისთვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმურობა ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა.
რაც ერთი წვეთია უსაზღვრო ნაკადულთან შედარებით, ის არის ამჟამინდელი ცხოვრება - მომავალთან შედარებით.
ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ როდესაც ამ ცხოვრებიდან გაგვიხმობენ, დაუყოვნებლივ ვთქვათ: "ჩემი გული მზად არის"
სამონაზვნო და საერო ცხოვრებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც - ნავსადგურსა და გამუდმებით ქარისგან მღელვარე ზღვას შორის.
როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ მახით ვერ დაიჭერ; ასევე შენც ვერ დაგიჭერს ვნებებისა და საცდურების მახეები, როდესაც ზეცად ამაღლდები. ვინც მთის წვერზე ავიდა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ მოეჩვენება, მიწაზე მოსიარულ... იხილეთ სრულად