წმ. იოანე კრონშტადტელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე კრონშტადტელი | გამონათქვამები
უხილავ მტერთან ბრძოლისას, სასო არ წარიკვეთო, გაჭირვებისა და სულის შეიწროებისას, ყველაზე მძიმე მომენტებშიაც კი, ადიდე უფალი. ბრძოლა და ვნება, მისი სახელისთვისაა, მისი გულისთვის იგესლები დაუნდობელი გველისაგან ყოველ წამს. შენ რომ ღვთ...
იხილეთ სრულად
უხილავ მტერთან ბრძოლისას, სასო არ წარიკვეთო, გაჭირვებისა და სულის შეიწროებისას, ყველაზე მძიმე მომენტებშიაც კი, ადიდე უფალი. ბრძოლა და ვნება, მისი სახელისთვისაა, მისი გულისთვის იგესლები დაუნდობელი გველისაგან ყოველ წამს. შენ რომ ღვთისმოშიში ცხოვრება არ აგერჩია, ღმერთთან სიახლოვეს არ დაშურებოდი, მტერი ახლოსაც არ გაგეკარებოდა, არ გაწამებდა.
link
მტერი გძულს შენი? უგუნური ყოფილხარ. რატომ? იმიტომ, რომ როცა მტერი გდევნის, შენ კიდევ უფრო მეტად ედენები შენ თავს შიგნიდან და მითხარი, რაა თუ არა დაუნდობელი ვნება, რომლის "წყალობითაც" საკუთარ თავს იმწარებ მტრის სიძულვილით. შეიყვარე...
იხილეთ სრულად
მტერი გძულს შენი? უგუნური ყოფილხარ. რატომ? იმიტომ, რომ როცა მტერი გდევნის, შენ კიდევ უფრო მეტად ედენები შენ თავს შიგნიდან და მითხარი, რაა თუ არა დაუნდობელი ვნება, რომლის "წყალობითაც" საკუთარ თავს იმწარებ მტრის სიძულვილით. შეიყვარე მტერი, - ბრძენზე ბრძენი იქნები. ო, რომ იცოდე, რა ზეიმი და ნეტარებაა, გიყვარდეს მტერი, კეთილი უყო მას! ასე იდიდა ძე ღვთისა, ასე იდიდა ღმერთმა წმ. სამებაში, ეს იყო დიადი ძლევა მისი სიყვარულისა ზნედაბრეცილი, უმადური ადამია...
link
სულო ჩემო, გახსოვდეს შენი ზეციური ღირსებანი, მოსვენებას ნუ კარგავ უსარგებლო საგნების გამო. სხვა ადამიანებშიც იგივე ეძებე, ამას ეცი პატივი, ხრწნადის გამო, კადნიერებამ არ გძლიოს, არ მოიძულო, არ შეურაცხყო მავანი. მთელი ძალით შეიყვარე...
იხილეთ სრულად
სულო ჩემო, გახსოვდეს შენი ზეციური ღირსებანი, მოსვენებას ნუ კარგავ უსარგებლო საგნების გამო. სხვა ადამიანებშიც იგივე ეძებე, ამას ეცი პატივი, ხრწნადის გამო, კადნიერებამ არ გძლიოს, არ მოიძულო, არ შეურაცხყო მავანი. მთელი ძალით შეიყვარე სულიერი და ზეციური, შეიძულე მიწიერი, წარმავალი. მაცხოვრის სიტყვები გახსოვდეს: პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. საოცარი ქრისტიანული სიბრძნე დევს ამ სიტყვებში. გაიხსენე, რა მაგალითი დაგვიდო თავად მაცხოვარმა თავისი ამს...
link
რა არის წმინდა გული? - მდაბალი, შემუსვრილი, უზაკველი, უბრალო, უღალატო, მიმნდობი, უეჭველი, უბოროტო, კეთილი, უანგარო, მტრობისა და შურისაგან თავისუფალი.
ამა თუ იმ სენისგან განკურნებულმა, მადლობა აღუვლინე უფალს ამ მოკლე ლოცვით: დიდება უფალო, იესო ქრისტე, მხოლოდშობილო ძეო, დაუსაბამოო ღვთისა, რადგან შენ ხარ ერთადერთი მკურნალი კაცის ყველანაირი წყლულისა, ჭირისა, რამეთუ შემიწყალე მე ცოდ...
იხილეთ სრულად
ამა თუ იმ სენისგან განკურნებულმა, მადლობა აღუვლინე უფალს ამ მოკლე ლოცვით: დიდება უფალო, იესო ქრისტე, მხოლოდშობილო ძეო, დაუსაბამოო ღვთისა, რადგან შენ ხარ ერთადერთი მკურნალი კაცის ყველანაირი წყლულისა, ჭირისა, რამეთუ შემიწყალე მე ცოდვილი, მიხსენი სნეულებისაგან, არ ინებე დაავადების გამძვინვარება, ჩემი სიკვდილი, რომელიც მერგებოდა ცოდვების გამო. მომმადლე მე, უფალო ახლა ძალა, რათა მტკიცედ დავიცვა ნება შენი, ჩემივე უბადრუკი სულის სადიდებლად, აწ და მარადი...
link
ყველა ღვთისმსახური ქრისტიანის ხელთუქმნელ ტაძარში, სხეულში, არის შუქი გონიერი და ეს შუქი გონიერი მზისგან - ღვთისგანაა, რომელიც ისეთივე დასანახია ამსოფლად, როგორც სული სხეულში. ვამჩნევ ხოლმე, როგორ შემოდის და ანათებს გონიერი მზე, ღ...
იხილეთ სრულად
ყველა ღვთისმსახური ქრისტიანის ხელთუქმნელ ტაძარში, სხეულში, არის შუქი გონიერი და ეს შუქი გონიერი მზისგან - ღვთისგანაა, რომელიც ისეთივე დასანახია ამსოფლად, როგორც სული სხეულში. ვამჩნევ ხოლმე, როგორ შემოდის და ანათებს გონიერი მზე, ღმერთი ჩემს სულს: მაშინვე სიმსუბუქე, სიამე, სინათლე სახლდება, მისი განშორებისთანავე წყვდიადი, გაჭირვება დგება სულში და როგორც ხილულ სამყაროში მიზეზი ყველანაირი სიბნელისა მზის ჩასვლა-მიფარებაა, სულიერ სამყაროშიც, წყვდიადი,...
link
უგულო, უსიამო ლოცვა ფარისევლობას, არაგულწრფელობას ავითარებს და ადამიანი, უსარგებლო ხდება ყველა იმ საქმისათვის, რომელსაც ფიქრი ჭირდება, იმჩვარება კაცი, ეშვება, თავის მოვალეობასაც კი ვერ ასრულებს. ამ ნათქვამმა, ყველა ვინც ასე ლოცულო...
იხილეთ სრულად
უგულო, უსიამო ლოცვა ფარისევლობას, არაგულწრფელობას ავითარებს და ადამიანი, უსარგებლო ხდება ყველა იმ საქმისათვის, რომელსაც ფიქრი ჭირდება, იმჩვარება კაცი, ეშვება, თავის მოვალეობასაც კი ვერ ასრულებს. ამ ნათქვამმა, ყველა ვინც ასე ლოცულობს უნდა დააფიქროს, რომ გამოასწორონ საკუთარი ლოცვა. გულით, ხალისით, შემართებით უნდა ილოცოს კაცმა. მხოლოდ დარდმა და გაჭირვებამ კი არ უნდა გაიძულოს ლოცვა, ილოცე ღვთის წინაშე, რადგანაც: "მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა"...
link
თუკი ადამიანს, სუსტს, მსწრაფლწარმავალს, მომაკვდავს, დიდი საოცარი საქმეების კეთება შეუძლია მინიჭებული ძალებისა და უნარიანობის გამო, თუკი ერთი კაცის სიტყვას მილიონი ექვემდებარება, მაშინ რა იქნება ისეთი, ვერ შეძლოს, ვერ დაიმორჩილოს ყ...
იხილეთ სრულად
თუკი ადამიანს, სუსტს, მსწრაფლწარმავალს, მომაკვდავს, დიდი საოცარი საქმეების კეთება შეუძლია მინიჭებული ძალებისა და უნარიანობის გამო, თუკი ერთი კაცის სიტყვას მილიონი ექვემდებარება, მაშინ რა იქნება ისეთი, ვერ შეძლოს, ვერ დაიმორჩილოს ყოვლისმიზეზმა ღმერთმა? გაიხსენეთ ასისთავი, მეო ამბობს: "კაცი ვარ ხელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ერისა კაცნი და ვარქვი: წარვედ! და წარვიდის; და მოვედ! და მოვიდის! და მონასა ჩემსა: ყავ ესე და ყვის." (ლუკ.7,8) და თ...
link
ორი სრულიად საწინააღმდეგო ძალა მოქმედებს ჩემზე: სიკეთისა და ბოროტებისა, სიცოცხლისმომნიჭებელი და მომაკვდინებელი. ორივე სულიერია, ორივე უხილავი ძალაა. კეთილი, თავისუფალი, წრფელი ლოცვისას, იგერიებ, განაგდებ ბოროტს, ბოროტი ძალა კი მხო...
იხილეთ სრულად
ორი სრულიად საწინააღმდეგო ძალა მოქმედებს ჩემზე: სიკეთისა და ბოროტებისა, სიცოცხლისმომნიჭებელი და მომაკვდინებელი. ორივე სულიერია, ორივე უხილავი ძალაა. კეთილი, თავისუფალი, წრფელი ლოცვისას, იგერიებ, განაგდებ ბოროტს, ბოროტი ძალა კი მხოლოდ იმ ბოროტებითაა ძლიერი, რომელიც ჩემშია ჩამარხული. ეშმაკის განუწყვეტელ გვემას რომ ავცდე, მუდმივად გულზე უნდა მედოს იესოს ლოცვა: იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. უხილავის წინააღმდეგ - ხილული ღმერთი, ძლიერის წინააღმდეგ -...
link
რატომაა, ადამიანებისგან მიღებული წყენა გვახსოვს, ვბრაზდებით, გული მოგვდის მათზე, ყველაზე ბოროტი, განუწყვეტლად ავად მოქმედი ეშმაკის სიავე კი უცებ გვავიწყდება, თუნდაც დღეში ათასჯერ დაგვეტაკოს, თანაც მავანისგან მიღებულ წყენას ხანდახა...
იხილეთ სრულად
რატომაა, ადამიანებისგან მიღებული წყენა გვახსოვს, ვბრაზდებით, გული მოგვდის მათზე, ყველაზე ბოროტი, განუწყვეტლად ავად მოქმედი ეშმაკის სიავე კი უცებ გვავიწყდება, თუნდაც დღეში ათასჯერ დაგვეტაკოს, თანაც მავანისგან მიღებულ წყენას ხანდახან ერთი და ორი დღით როდი ვიდებთ გულში. ეს ეშმაკის ხრიკი გახლავთ! მტერი კარგად ახერხებს ჩვენს გაცურებას, თვითონ გვაღიზიანებს, მაგრამ ჩვენსავე ვნებას (იგულისხმება საკუთარი თავის სიყვარული) იშველიებს, ჯერ სიბრალულს აღგიძრავს...
link