მუშაობის დროს დასაშვებია და აუცილებელიც არის ლოცვა, მაგრამ ლოცვის დროს სხვა რაიმეს კეთება არ შეიძლება.
თითოეულ ჩვენს თხოვნას დავუმატოთ: „... არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათ. 26, 39). ეს სიტყვები ზედმეტია მხოლოდ ერთ შეთხვევაში, როდესაც საკუთარი გადარჩენის შესახებ ვლოცულობთ, რამეთუ ღმერთს „ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრე...
იხილეთ სრულად
თითოეულ ჩვენს თხოვნას დავუმატოთ: „... არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათ. 26, 39). ეს სიტყვები ზედმეტია მხოლოდ ერთ შეთხვევაში, როდესაც საკუთარი გადარჩენის შესახებ ვლოცულობთ, რამეთუ ღმერთს „ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“ (I ტიმ. 2, 4).
link
ღვთაებრივი ზიარება ჯილდო არ არის – იგი წამალია
ღვთაებრივი ზიარება უფრო რწმენითი საიდუმლოა. ნათლისღებისას ვიყენებთ წყალს – ნაკურთხს, მაგრამ მაინც წყალს, ზეთის კურთხევისას გვაქვს ზეთი – ნაკურთხი, მაგრამ მაინც ზეთი. ღვთაებრივი ზიარების დროს ჩვენ ვხედავთ პურს, ვგრძნობთ პურის გემოს...
იხილეთ სრულად
ღვთაებრივი ზიარება უფრო რწმენითი საიდუმლოა. ნათლისღებისას ვიყენებთ წყალს – ნაკურთხს, მაგრამ მაინც წყალს, ზეთის კურთხევისას გვაქვს ზეთი – ნაკურთხი, მაგრამ მაინც ზეთი. ღვთაებრივი ზიარების დროს ჩვენ ვხედავთ პურს, ვგრძნობთ პურის გემოს, მაგრამ ეს პური არ არის – ეს ხორცია. ვხედავთ ღვინოს, შევიგრძნობთ მის გემოს, მაგრამ ის ღვინო არ არის – სისხლია. ეს საიდუმლო უწინარესად რწმენითი საიდუმლოა, რადგან ჩვენი გრძნობებით მას ვერ ჩავწვდებით.
link
ეშმაკი მხოლოდ გვიბიძგებს ცოდვისაკენ, მაგრამ საბოლოო სიტყვას – „დიახ!“ – ჩვენ ვამბობთ.
ეშმაკი თავის მახეს შეიძლება თვრამეტი წელიწადი აგებდეს, რათა ვინმე გახლართოს მასში. მტერს არსად ეჩქარება...
არიან თუ არა ეპილეფსიით დაავადებულნი ეშმაკეულები?
– ყველა არა. ბევრი იტანჯება თავის ტვინის ფუნქციის მოშლით, რაც იწვევს კრუნჩხვებს, სიყრუეს, სიმუნჯეს და ა.შ. ეს მოვლენები კი ისეთივე გარეგნულ გამოხატულებას პოულობს, როგორიც სახარებაშ...
იხილეთ სრულად
არიან თუ არა ეპილეფსიით დაავადებულნი ეშმაკეულები?
– ყველა არა. ბევრი იტანჯება თავის ტვინის ფუნქციის მოშლით, რაც იწვევს კრუნჩხვებს, სიყრუეს, სიმუნჯეს და ა.შ. ეს მოვლენები კი ისეთივე გარეგნულ გამოხატულებას პოულობს, როგორიც სახარებაში ნახსენებ ეშმაკეულებს ახასიათებდათ.
link
მართლმადიდებლობის დამახასიათებელი ნიშნებია ასკეტური ცხოვრება და სიყვარულით თანაზიარება.
კარგი იქნებოდა ეკლესიაში ყოფილიყვნენ ბრძენი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკლესიას ისინი სჭირდება – მას არავინ სჭირდება. ჩვენთვის არის აუცილებელი ეკლესია, რადგან უიმისოდ ვერ გადავრჩებით. თუ რაღაცის ნიჭი გვაქვს, ცხა...
იხილეთ სრულად
კარგი იქნებოდა ეკლესიაში ყოფილიყვნენ ბრძენი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკლესიას ისინი სჭირდება – მას არავინ სჭირდება. ჩვენთვის არის აუცილებელი ეკლესია, რადგან უიმისოდ ვერ გადავრჩებით. თუ რაღაცის ნიჭი გვაქვს, ცხადია, რომ ის ღვთის განდიდებას უნდა მოვახმაროთ, მაგრამ ჩვენს წვლილზე გადაჭარბებული წარმოდგენა ნუ გვექნება. ჩვენ „მონანი ვართ უხმარნი“ (ლუკ. 17, 10).
link
ეკლესია ზრუნავს ჩვენზე, უდიდეს უმრავლესობაზე, ვისაც თავისი უძლურების გამო არ ხელეწიფება სრულყოფილების ხარისხს მიაღწიოს. ეკლესია ცდილობს ხელმოკიდებული, ნაბიჯ–ნაბიჯ, როგორც ბავშვს ასწავლიან სიარულს, წაგვიყვანოს წინ, სრულყოფილებისაკე...
იხილეთ სრულად
ეკლესია ზრუნავს ჩვენზე, უდიდეს უმრავლესობაზე, ვისაც თავისი უძლურების გამო არ ხელეწიფება სრულყოფილების ხარისხს მიაღწიოს. ეკლესია ცდილობს ხელმოკიდებული, ნაბიჯ–ნაბიჯ, როგორც ბავშვს ასწავლიან სიარულს, წაგვიყვანოს წინ, სრულყოფილებისაკენ, რაც იგივე განღმრთობაა. ზუსტად ეს მიზანი აქვს მარხვასაც, რაც თავად არ არის სამოთხის „საშვი“, მაგრამ მისი მოპოვების საშუალებას გვაძლევს.
link