ძველ აღთქმაში ღვთისაგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე სამოთხე იყო, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გა...
იხილეთ სრულად
ძველ აღთქმაში ღვთისაგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე სამოთხე იყო, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გამოც ამპარტავნებით შეპყრობილი, მწარედ დაისაჯა. გაძევებული ადამიანის ცხოვრება იმდენად დასცილდა თავის პირველ მდგომარეობას, რომ სამოთხისეულ ყოფასთან შედარებით მისი მდგომარეობა სრულიად მიუღებელი გახდა; ამიტომაც კაცთათვის გაქრ...
link
ცოდვის საბოლოო, უკანასკნელი და ყველაზე მთავარი შედეგი იყო არა სნეულებანი და ფიზიკური სიკვდილი, არამედ სამოთხიდან განდევნა, რაც ღვთის სასუფევლის დაკარგვას ნიშნავდა. ადამიანის სახით მთელმა კაცობრიობამ დაკარგა მისთვის მოსალოდნელი მომ...
იხილეთ სრულად
ცოდვის საბოლოო, უკანასკნელი და ყველაზე მთავარი შედეგი იყო არა სნეულებანი და ფიზიკური სიკვდილი, არამედ სამოთხიდან განდევნა, რაც ღვთის სასუფევლის დაკარგვას ნიშნავდა. ადამიანის სახით მთელმა კაცობრიობამ დაკარგა მისთვის მოსალოდნელი მომავალი ნეტარება, რაც სამოთხეში ყოფნისას ნაწილობრივ განიცადეს ადამმა და ევამ.
link
როგორც შესცოდა ადამმა ცუდი სურვილის გამო, ისევე მოკვდა ცოდვით: „რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილი არს“ (რომ. 6, 23); რამდენადაც განეშორა სიცოცხლეს, იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს, რამეთუ ღმერთი სიცოცხლეა, ხოლო სიცოცხლის დაკარგვა სიკვდ...
იხილეთ სრულად
როგორც შესცოდა ადამმა ცუდი სურვილის გამო, ისევე მოკვდა ცოდვით: „რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკუდილი არს“ (რომ. 6, 23); რამდენადაც განეშორა სიცოცხლეს, იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს, რამეთუ ღმერთი სიცოცხლეა, ხოლო სიცოცხლის დაკარგვა სიკვდილი. ამიტომაც ადამმა თვად განიმზადა სიკვდილი ღმრთისაგან განშორებით, თანახმად საღმრთო წერილისა: „რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ“ (ფს. 72,27).
link
ღმერთი არ იმალება ადამიანისაგან. ცოდვილი ადამიანი ემალება ღმერთს, ეფარება და ეფარება მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ დაჰკარგავს მას თვალსაწიერიდან, როგორც დაწერილია წინაპართა შესახებ, რომ როცა შესცოდეს, "დაიმალნეს ადამცა და ცოლი მისი, პი...
იხილეთ სრულად
ღმერთი არ იმალება ადამიანისაგან. ცოდვილი ადამიანი ემალება ღმერთს, ეფარება და ეფარება მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ დაჰკარგავს მას თვალსაწიერიდან, როგორც დაწერილია წინაპართა შესახებ, რომ როცა შესცოდეს, "დაიმალნეს ადამცა და ცოლი მისი, პირისაგან უფლისა ღმრთისა, საშუალ ხესა სამოთხისასა".
link
ადამმა ღმერთად გახდომა მოისურვა, მაგრამ ისიც დაკარგა, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბოძები.
გუნდს ყოველთვის თავში ბელადი უდგას. ჩვენთვის აშკარაა თანხმობა ბუნების კანონებისა და საღვთო სჯულისა, რომელიც პირველობას მამაკაცს ანიჭებს: "რამეთუ ადამ პირველად დაიბადა და მერმე ევა" (I ტიმ. 2,13); "თავ დედაკაცისა - ქმარი, რამეთუ არ...
იხილეთ სრულად
გუნდს ყოველთვის თავში ბელადი უდგას. ჩვენთვის აშკარაა თანხმობა ბუნების კანონებისა და საღვთო სჯულისა, რომელიც პირველობას მამაკაცს ანიჭებს: "რამეთუ ადამ პირველად დაიბადა და მერმე ევა" (I ტიმ. 2,13); "თავ დედაკაცისა - ქმარი, რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათვის, არამედ დედაკაცი მამაკაცისათვის" (I კორ. 11, 3-9).
link
ქრისტემდე ადამი ჯოჯოხეთშია, ქრისტეს შემდეგ კი - ავაზაკი - სამოთხეში
ჩვენ მეტი მოვიხვეჭეთ ქრისტეში, ვიდრე - დავკარგეთ ადამში