ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით სწორედ თავისუფლება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის გამ...
იხილეთ სრულად
ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით სწორედ თავისუფლება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის გამო განეძარცვათ მათ ცხოველსმყოფელი მადლი ღმერთშემოსილობისა, საღვთო სიკეთეთა სულიერი ხედვის უნარი, სულიერი უმანკოება და უვნებობა ეგოისტური ზრახვებითა და ვნებებით შეეცვალათ და მწუხარება და განსაცდელი თანამგზავრად ექცათ.
link
როგორ და რატომ დაეცა ადამი და ევა?
თუ სიკვდილი განქარდა, რატომღა კვდებიან ადამიანები?
ამიტომაც ვიყავით განშორებული ღვთისგან
ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენმა პირველმშობლებმა და მათმა შთამომავლებმა, საღვთო დიდებიდან დაცემის შემდეგ, მრავალი პირვანდელი თვისება დაკარგეს და დედამიწაზე ცხოვრების გაგრძელება მადლისგან გაღარიბებულ გარემოში მოუხდათ; მიუხედვად იმი...
იხილეთ სრულად
ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენმა პირველმშობლებმა და მათმა შთამომავლებმა, საღვთო დიდებიდან დაცემის შემდეგ, მრავალი პირვანდელი თვისება დაკარგეს და დედამიწაზე ცხოვრების გაგრძელება მადლისგან გაღარიბებულ გარემოში მოუხდათ;მიუხედვად იმისა, რომ ბოროტი ძალისგან მოწევნულ ასეთ დიდ დაბრკოლებას მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა, ადამიანში, დარჩა ხატება ღვთისა და სამოთხისეული ისეთი სათნოებები, როგორიცაა: სიყვარული, რწმენა, ერთგულება, სამართლიანობა, მეგობრობა, სიკეთე, წ...
link
მართალთათვის სიკვდილის საკვრელნი აღარ არსებობს
შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც ადამიანებისთვის, ისე მათდამი, ღვთის განგებით, დაქვემდებარებული მთელი ხილული სამყაროსათვის, შედეგად მოიტანა ხრწნადობა, რადგან შემოხ...
იხილეთ სრულად
შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც ადამიანებისთვის, ისე მათდამი, ღვთის განგებით, დაქვემდებარებული მთელი ხილული სამყაროსათვის, შედეგად მოიტანა ხრწნადობა, რადგან შემოხდა სოფლად ცოდვა და მასთან ერთად სიკვდილი.
link
სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა
ასე შემოვიდა ცოდვა და ცოდვასთან ერთად სიკვდილი