ზოგიერთი თავდაუზოგავად ცდილობს ადამიანური დახმარების მიღებას, ღმერთს კი არ იხსენებს. "ღმერთი ჩვენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩვენ ფრიად" (ფს. 45, 1).
თუ მწუხარე ხარ, იტირე ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე. როგორც ღრუბლებისა და ნისლის შემდეგ ნათლდება ზეცა, ასევე ტირილის შემდეგ შენი სული მადლმოსილი ნუგეშის ცისკრით განათლდება.
არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბორო...
იხილეთ სრულად
არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბოროტება უწოდო) მეორეს უმატებენ.
როგორც ღრუბელთა გროვა აბნელებს ჰაერს, წვიმის წამოსვლისთანავე კი ყველგან სიმშვიდე და სინათლე დაისადგურებს: ასევე მწუხარება, ვიდრე ჩვენს შიგნითაა, გონებას გვიბნელებს, ხოლო როცა ლოცვითი სიტყვებითა და ცრემლებით გარეთ გამოაღწევს, სულში...
იხილეთ სრულად
როგორც ღრუბელთა გროვა აბნელებს ჰაერს, წვიმის წამოსვლისთანავე კი ყველგან სიმშვიდე და სინათლე დაისადგურებს: ასევე მწუხარება, ვიდრე ჩვენს შიგნითაა, გონებას გვიბნელებს, ხოლო როცა ლოცვითი სიტყვებითა და ცრემლებით გარეთ გამოაღწევს, სულში უდიდეს სინათლეს დაავანებს. მაშინ ღვთაებრივი შეწევნა, როგორც ლამპარი, იგზავნება სულში.
წმიდა მამები გვირჩევენ კიდეც, მწუხარების ცრემლი დავღვაროთ. ოღონდ არა - ცრემლი გოდებისა და სასოწარკვეთისა, რომლებიც მხოლოდ გულს გვიგლეჯენ და მწუხარებას უნუგეშოდ აქცევენ, არამედ - ცრემლი, რომელიც უფლისადმი ლოცვით მხურვალებასთანაა შე...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები გვირჩევენ კიდეც, მწუხარების ცრემლი დავღვაროთ. ოღონდ არა - ცრემლი გოდებისა და სასოწარკვეთისა, რომლებიც მხოლოდ გულს გვიგლეჯენ და მწუხარებას უნუგეშოდ აქცევენ, არამედ - ცრემლი, რომელიც უფლისადმი ლოცვით მხურვალებასთანაა შეზავებული. ამგვარი ცრემლები, მართლაც, შეიძლება, და უმჯობესიცაა, ვურჩიოთ მწუხარე კაცს. ისინი მეტად ამსუბუქებენ მწუხარებას, მსგავსად - კეთილსასურველი წვიმისა: მწუხარებისა და ნაღვლისგან გამხმარ გულზე ზეციდან იმედსა და ნუგეშს...
მართალია, შეუძლებელია, ტანჯვისას მწუხარებას არ გრძნობდე: წმიდანებიც, რომლებიც საზოგადო ვალს უხდიდნენ ბუნებას, ზოგჯერ ცრემლებით ასველებდნენ სარეცელს, მაგრამ მათ ცრემლებში გამოსჭვიოდა სულის უდრტვინველი სიმშვიდე, მსგავსად იმისა, როგო...
იხილეთ სრულად
მართალია, შეუძლებელია, ტანჯვისას მწუხარებას არ გრძნობდე: წმიდანებიც, რომლებიც საზოგადო ვალს უხდიდნენ ბუნებას, ზოგჯერ ცრემლებით ასველებდნენ სარეცელს, მაგრამ მათ ცრემლებში გამოსჭვიოდა სულის უდრტვინველი სიმშვიდე, მსგავსად იმისა, როგორც ზოგჯერ წყნარ ამინდში - წითელი მზე აირეკლება წვიმის წვეთებში.