სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება შენს სიმამაცეს არყევს და შენს მოთმინებას ფიტავს - გაიხსენე დედა ღვთისა, რომელიც თავისი საყვარელი ძის ჯვრის წინაშე იდგა.
არავინ დაუძლურდეს სულით მწუხარების ჟამს. ამქვეყნად იყო და იქნება მრავალი - შეუდარებლად მძიმე უბედურება, რომელთა მსგავსიც, ჩვენ, უეჭველია, არ განგვიცდია.
ვიდრე უბედურება დაგტყდომია თავს, მანამდე ელოდე მას და ემზადე მისთვის. ხოლო როცა უბედურებამ უკვე გიწია, სასოს ნუ წარიკვეთ, დაითმინე იგი და გადარჩები მოთმინებით აღსავსე სხვა ადამიანებთან ერთად.
სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის ჟამს - ავადმყოფობას, სიმდიდრისას - სიღატაკეს, სიამოვნებისას - შიმშილს, და თავსდამტყდარი უბედურება ვერ გაგტეხს.
როცა უბედურებას ელი, მაშინაც კი ძნელი ასატანია იგი; ხოლო თუ უბედურება მოულოდნელია, - მძიმე როგორ არ იქნება?!
განსაცდელის განჭვრეტა და მისთვის წინასწარ მზადება ნიშნავს ახლანდელი, თითქმის ნებაყოფლობით ტანჯვით შევამციროთ მომავალი წამება. ეს თითქმის იგივეა, რომ უმძიმესი ვალი ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა ვადებში გადავიხადოთ.
ჩვენ უნდა მოვემზადოთ განსაცდელის გადასატანად მანამ, ვიდრე განსაცდელი მოგვიკაკუნებდეს, რათა გამოცდილნი აღმოვჩნდეთ მაშინ, როცა ის დაგვატყდება თავს.