ცრუა და მაცთური ამსოფლიური ცხოვრების გზა: ახლად მოსულს იგი უსასრულო ასპარეზად ეჩვენება, რომელიც სინამდვილე ჰგონია, იმას კი, ვინც უკვე გალია ეს გზა, ფუჭი ზმანებებით მოფენილ უმოკლეს ბილიკად. შეინანეთ!
ჰეი, სტუმარნო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე; თქვენ, ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის – პირქუში კუბოსა დ...
იხილეთ სრულად
ჰეი, სტუმარნო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე; თქვენ, ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის – პირქუში კუბოსა და კიდევ უფრო პირქუში მარადისობისკენ მიექანებით – შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ ამა სოფლის ხიბლი, მუდამ თავის მონობაში რომ გამყოფებთ! ისმინეთ, რას გამცნებთ მაცხოვარი, ჯეროვანი ყურადღება მიაგეთ მის სიტყვებს: "შეინანეთ და გრწმენინ...
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძნებული: მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკუ...
იხილეთ სრულად
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძნებული: მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკურნებლად და დღესაც ყველას მოუწოდებს, აღუთქვამს და მიჰმადლის კიდეც ყოველი ცოდვის მიტევებას, ყოველი სალმობის კურნებას.
"შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა" (მარკ. 1, 15). ესაა ღმერთკაცის ქადაგების პირველი სიტყვები. უფალი დღემდე გვიმეორებს ამ სიტყვებს სახარების მეშვეობით.
განა შეიძლება შენთვის ყველანაირი წიგნის კითხვა, როდესაც თითოეული მათგანი იქით გეწევა, საითაც უნდა: გითანხმებს ყველაფერზე, რაზედაც შენი დაყოლიება სურს, და გაიძულებს უარყო ყველაფერი, რისი უარყოფაც უნდა, რომ ჩაგაგონოს? გამოცდილე...
იხილეთ სრულად
განა შეიძლება შენთვის ყველანაირი წიგნის კითხვა, როდესაც თითოეული მათგანი იქით გეწევა, საითაც უნდა: გითანხმებს ყველაფერზე, რაზედაც შენი დაყოლიება სურს, და გაიძულებს უარყო ყველაფერი, რისი უარყოფაც უნდა, რომ ჩაგაგონოს?გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამღუპველია ასეთი განუსჯელი კითხვა. რამდენი უაზრო, არასწორი, ეკლესიის სწავლების საპირისპირო ცნება გვხვდება ეკლესიის შვილთა შორის ქრისტიანობის შესახებ, ეს ცნებები ხომ მწვალებლური წიგნების კითხვის შედეგად არია...
ღმრთის დიდი სათნომყოფელნი, იცოდნენ რა ყოველი ადამიანისათვის საერთო უძლურება, უფრთხოდნენ მწვალებლობის შხამს და ყოველნაირად გაურბოდნენ საუბრებს ადამიანებთან, ვინც ცრუმოძღვრებით და მწვალებლური წიგნების კითხვით იყო დაავადებული. მათ თვ...
იხილეთ სრულად
ღმრთის დიდი სათნომყოფელნი, იცოდნენ რა ყოველი ადამიანისათვის საერთო უძლურება, უფრთხოდნენ მწვალებლობის შხამს და ყოველნაირად გაურბოდნენ საუბრებს ადამიანებთან, ვინც ცრუმოძღვრებით და მწვალებლური წიგნების კითხვით იყო დაავადებული. მათ თვალწინ ჰქონდათ ღრმად განსწავლული ორიგენეს, კამათში დახელოვნებული არიოზის, მჭევრმეტყველი ნესტორისა და სხვა, ამა სოფლის სიბრძნით სავსე კაცთა მაგალითები, იმათი, ვინც საკუთარ თავზე მაღალმა წარმოდგენამ და თავდაჯერებამ დაღუპა; ...
სული წმიდით მოსილი მამები და ეკლესიის მწყემსები კითხულობდნენ ღმრთისმგმობ მწვალებელთა ნაწერებს, რადგან ამას მთელი საქრისტიანო სამყაროს საჭიროება აიძულებდათ. ისინი თავიანთი მძლავრი სიტყვით ამხილებდნენ ცთომილებებს, ეკლესიის ყველა შვი...
იხილეთ სრულად
სული წმიდით მოსილი მამები და ეკლესიის მწყემსები კითხულობდნენ ღმრთისმგმობ მწვალებელთა ნაწერებს, რადგან ამას მთელი საქრისტიანო სამყაროს საჭიროება აიძულებდათ. ისინი თავიანთი მძლავრი სიტყვით ამხილებდნენ ცთომილებებს, ეკლესიის ყველა შვილს აუწყებდნენ მწვალებლურ წიგნებში დაფარულ საფრთხეს, სიწმინდისა და ღმრთისმსახურების ბრწყინვალე სახელებით შენიღბულს.მაგრამ მე და შენ კი უნდა გავექცეთ ცრუმოძღვართა მიერ შეთხზულ წიგნებს: ყოველს, ვინც არ ეკუთვნის აღმოსავლეთის...
წმ. ეკლესია ცრუმოძღვართა კითხვის უფლებას მხოლოდ თავის იმ წევრებს აძლევს, რომელთა გული და გონება სული წმიდის მიერ არის განათლებული, მათ, ვისაც ყოველთვის ძალუძს გაარჩიოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი სიკეთე და სიკეთის საფარველში გამოხვეუ...
იხილეთ სრულად
წმ. ეკლესია ცრუმოძღვართა კითხვის უფლებას მხოლოდ თავის იმ წევრებს აძლევს, რომელთა გული და გონება სული წმიდის მიერ არის განათლებული, მათ, ვისაც ყოველთვის ძალუძს გაარჩიოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი სიკეთე და სიკეთის საფარველში გამოხვეული ბოროტება.
მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი. უბიწო ცხოვრებით მოამზადე ამ მწერლისათვის წმინდა გონება და ღმრთისმოშიში გული: მაშინ ლოცვისას და წმ. წიგნების კითხვისას შენს გულისფიცარზე შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დაიწერება სული წმიდის კანონ...
იხილეთ სრულად
მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი.უბიწო ცხოვრებით მოამზადე ამ მწერლისათვის წმინდა გონება და ღმრთისმოშიში გული: მაშინ ლოცვისას და წმ. წიგნების კითხვისას შენს გულისფიცარზე შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დაიწერება სული წმიდის კანონი.
თუკი შენს გულსა და გონებაში ჯერ არაფერი აღბეჭდილა, დაე სული წმიდამ და ჭეშმარიტებამ ჩაწერონ მათში ღმრთის მცნებები და მისი სულიერი სწავლება. ხოლო თუ გულის ფიცარი ათასნაირი ცნებებითა და შეხედულებებით გაქვს აჭრელებული, ისე რომ ფრ...
იხილეთ სრულად
თუკი შენს გულსა და გონებაში ჯერ არაფერი აღბეჭდილა, დაე სული წმიდამ და ჭეშმარიტებამ ჩაწერონ მათში ღმრთის მცნებები და მისი სულიერი სწავლება.ხოლო თუ გულის ფიცარი ათასნაირი ცნებებითა და შეხედულებებით გაქვს აჭრელებული, ისე რომ ფრთხილად და გონივრულად არ გაგირჩევია - ვინ არის მწერალი და რას წერს, მაშინ ამოშალე უცხო მწერალთა მიერ დაწერილი, სინანულითა და უარყოფით წარხოცე ყოველივე ღმრთის წინააღმდგომი.დაე მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი.