ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
იმისათვის, რომ შეგიყვარონ, უნდა თვითონ გიყვარდეს, როგორც ბრძანებს უფლის საყვარელი მოწაფე: "ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ" (1 იოანე 4, 19)
როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი ა...
იხილეთ სრულად
როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი არის მოწყალება, ყოველგვარი სიკეთის ქმნა და ვნებების მოკვეთა, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: "გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათვის ღმრთისათა, რაითა წარუდგინნეთ ხორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმერთს...
link
წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისას უთხარი საკუთარ თავს: ახლა მე გავხდი ტაძარი, რომელშიც თვით ღმერთია დავანებული. როგორ შემიძლია, ამის შემდეგ საკუთარი თავი ცოდვის სადგურად ვაქციო?! მე შევუერთდი ღმერთს, როგორ შემიძლია, ჩემი სხეულის ნაწილ...
იხილეთ სრულად
წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისას უთხარი საკუთარ თავს: ახლა მე გავხდი ტაძარი, რომელშიც თვით ღმერთია დავანებული. როგორ შემიძლია, ამის შემდეგ საკუთარი თავი ცოდვის სადგურად ვაქციო?! მე შევუერთდი ღმერთს, როგორ შემიძლია, ჩემი სხეულის ნაწილები მეძავის ნაწილებად ვაქციო?! "აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძავის? ნუ იყოფინ" (I კორ. 6, 15).
link
"ქრისტეს უწმიდესი ხორცი ავადმყოფებს კურნავს, ჯანმრთელებს აძლიერებს, უძლურებს განამტკიცებს. მისი საშუალებით უფრო მოსწრაფენი ვხდებით ჩვენი გამოსწორების საქმისადმი, უფრო მომთმენნი შრომაში, უფრო მხურვალენი ღვთის სიყვარულში". ბოლოს, ღვ...
იხილეთ სრულად
"ქრისტეს უწმიდესი ხორცი ავადმყოფებს კურნავს, ჯანმრთელებს აძლიერებს, უძლურებს განამტკიცებს. მისი საშუალებით უფრო მოსწრაფენი ვხდებით ჩვენი გამოსწორების საქმისადმი, უფრო მომთმენნი შრომაში, უფრო მხურვალენი ღვთის სიყვარულში". ბოლოს, ღვთაებრივი ზიარებით ქრისტე ჩვენში დებს უკვდავების თესლს, როგორც ამის შესახებ თვითონ ბრძანებს: "ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუნაისკნელსა მას დღე...
link
დავფიქრდეთ კიდევ ერთ ბოროტებაზე, რომელიც ცოდვამ მოგვიტანა – მარადიულ სატანჯველზე. თუ ჩვენ ერთი წუთითაც კი არ შეგვიძლია, გავუძლოთ მცირე ცეცხლით წვას, მაშ რას შევადაროთ ჯოჯოხეთის კოცონი, როგორ შევძლებთ, დავითმინოთ მარადიული ცეცხლი?!...
იხილეთ სრულად
დავფიქრდეთ კიდევ ერთ ბოროტებაზე, რომელიც ცოდვამ მოგვიტანა – მარადიულ სატანჯველზე. თუ ჩვენ ერთი წუთითაც კი არ შეგვიძლია, გავუძლოთ მცირე ცეცხლით წვას, მაშ რას შევადაროთ ჯოჯოხეთის კოცონი, როგორ შევძლებთ, დავითმინოთ მარადიული ცეცხლი?! ესაია წინასწარმეტყველმა, რომელიც ხედავდა მარადიული ცეცხლის ენით აუწერელ ტანჯვას, უდიდესი შიშითა და განცვიფრებით თქვა: "რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილს?!" (ის. 33, 14...
link
რწმენითა და სიტყვით განათლებულ ქრისტიანს, რომელმაც ცოდვის მეშვეობით ბოროტება შეიცნო, არ შეუძლია, კვლავ ჩაეფლოს მასში. მაშ, გვრცხვენოდეს ძმანო, იმ უბედური მდგომარეობისა, რომლამდეც ცოდვამ მიგვიყვანა და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ,...
იხილეთ სრულად
რწმენითა და სიტყვით განათლებულ ქრისტიანს, რომელმაც ცოდვის მეშვეობით ბოროტება შეიცნო, არ შეუძლია, კვლავ ჩაეფლოს მასში. მაშ, გვრცხვენოდეს ძმანო, იმ უბედური მდგომარეობისა, რომლამდეც ცოდვამ მიგვიყვანა და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ამიერიდან ჩვენი დამაბრკოლებელი სხეული. და, რამდენადაც ბოროტება არ იკურნება რაიმე სხვა საშუალებით, გარდა – მხურვალე ცრემლისა, მაშ შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ჭეშმარიტი სინანულის სული.
link
ცხოვრებას, რომლითაც ცოდვით დაცემის შემდეგ ცხოვრობდა ადამიანი, არ შეიძლება, ცხოვრება ეწოდოს, არამედ – სიკვდილი ან უფრო უკეთ - მომავალი ტანჯვის საწინდარი. წმიდა იოანე ოქროპირი "შესაქმეს" მე-20 თავს ასე განმარტავს: "მემრუშე, მეძავი, ...
იხილეთ სრულად
ცხოვრებას, რომლითაც ცოდვით დაცემის შემდეგ ცხოვრობდა ადამიანი, არ შეიძლება, ცხოვრება ეწოდოს, არამედ – სიკვდილი ან უფრო უკეთ - მომავალი ტანჯვის საწინდარი. წმიდა იოანე ოქროპირი "შესაქმეს" მე-20 თავს ასე განმარტავს: "მემრუშე, მეძავი, ან ცოდვის მსახური, თუნდაც მალავდეს ამას, ცხოვრებაში შვებას ვერ იპოვის. მისი ძილი არაა ტკბილი, ჭამის დროს სიამოვნებას ვერ გრძნობს, იგი შიშებით ივსება, რომელთაგან გათავისუფლება მეგობრების მონახულებით და რაიმე სხვა საშუალებ...
link
ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშისგან ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახ...
იხილეთ სრულად
ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშისგან ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახლდა, "ნოდი" ეწოდა, რაც "მოკანკალე მიწას" ნიშნავს.
link
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტე...
იხილეთ სრულად
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის არყოფნა".
link
ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: "თქუენ ტაძარ...
იხილეთ სრულად
ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: "თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ" (2 კორ. 6, 16).
link